მანტეგაცის დიყი[1] (ლათ. Heracleum mantegazzianum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა. სიმაღლეში 300 სმ-მდეა. აქვს ღრმაღარებიან-წიბოებიანია, გაბნეულად შებუსული ღერო. შიშველი ან ქვედა მხარეზე გაფანტულად შებუსული ფოთლები. სეგმენტები მოხაზულობით მოგრძოკვერცხისებრია, ღრმადა არის ფრთისებურად დაყოფილი სამკუთხა-ლანცეტა ნაკვთებად. ქოლგები ძალიან დიდი ზომისა და მრავალსხივიანია (50-ზე მეტი). საბურვლის ფოთოლაკები მრავალია, ხაზურსადგისისებრი. ყვავილები თეთრია. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს ივლის-აგვისტოში. გავრცელებულია კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში. საქართველოში გვხვდება აფხაზეთში, სვანეთსა და სამეგრელოში. იზრდება მთის შუა და სუბალპურ სარტყლებში — ტყისპირა ადგილებში, ველობებზე, მდინარეთა სანაპიროზე და მაღალბალახეულობაში.[2]

მანტეგაცის დიყი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ქოლგოვანნი
ოჯახი:  ქოლგოსანნი
გვარი:  დიყი
სახეობა:  მანტეგაცის დიყი
ლათინური სახელი
Heracleum mantegazzianum Sommier & Levier, 1895
სინონიმები
  • Pastinaca mantegazziana (Sommier & Lev.) Koso-Pol., 1916
  • Heracleum circassicum Manden., 1970
  • Heracleum grossheimii Manden., 1950
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 200211
  1. გაგნიძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 592.
  2. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 46.