თომას მანი

(გადამისამართდა გვერდიდან მანი, ტომას)
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 12 დეკემბერი 2023. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

პაულ თომას მანი (გერმ. Paul Thomas Mann; დ. 6 ივნისი 1875, ლიუბეკი, გერმანია — გ. 12 აგვისტო 1955, ციურიხი, შვეიცარია) — გერმანელი მწერალი, ესეისტი, ეპიკური რომანების ოსტატი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1929), ჰაინრიხ მანის ძმა, კლაუს მანისა და ერიკა მანის მამა.

თომას მანი
გერმ. Thomas Mann
დაბადების თარიღი 6 ივნისი, 1875(1875-06-06)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22]
დაბადების ადგილი ლიუბეკი, History of the Free and Hanseatic City of Lübeck, გერმანიის იმპერია[1] [23] [19]
გარდაცვალების თარიღი 12 აგვისტო, 1955(1955-08-12)[1] [23] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22] (80 წლის)
გარდაცვალების ადგილი ციურიხი[1] [23]
დასაფლავებულია Kilchberg cemetery[24]
საქმიანობა რომანისტი, ესეისტი[21] , ავტობიოგრაფი, ნოველისტი, სოციალური კრიტიკოსი, დღიურის ავტორი, სცენარისტი, უნივერსიტეტის პროფესორი და მწერალი[20] [21] [25]
ენა გერმანული ენა
მოქალაქეობა  გერმანიის იმპერია
 ვაიმარის რესპუბლიკა
 მესამე რაიხი
ჩეხოსლოვაკია
ალმა-მატერი ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი[26] და Katharineum
Magnum opus ბუდენბროკები, ჯადოსნური მთა, სიკვდილი ვენეციაში, იოსები და მისი ძმები, ლოტე ვაიმარში, სამეფო უდიდებულესობა, დოქტორი ფაუსტი, The Holy Sinner, Confessions of Felix Krull, ტრისტანი, ტონიო კრეგერი, მარიო და ჯადოქარი, Reflections of an Unpolitical Man, ხილვა, Gefallen, ბედნიერებისკენ სწრაფვა, Disillusionment, სიკვდილი, Little Herr Friedemann, ჯამბაზი, ტობიას მინდერნიკელი, The Wardrobe, შურისძიება, Luischen, The Road to the Churchyard, Gladius Dei, Fiorenza, მშიერი, The Child Prodigy, იღბლიანი, როდესაც წინასწარმეტყველი, დაღლილი საათი, Anekdote, Railway Accident, The Fight between Jappe and the Do Escobar, A Man and His Dog, ბავშვის სიმღერა, The Blood of the Walsungs, Disorder and Early Sorrow, The Transposed Heads, The Tables of the Law, შავი გედი, Q2518449?, Die Lösung der Judenfrage, Q230370?, Q27019791?, The German Republic, Q331051?, Q1202051?, Q1814783?, That man is my brother, The Problem of Freedom, Listen, Germany!, Germany and the Germans, Q1749651?, Q2518447? და The Coming Victory of Democracy
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[27] [28] , გოეთეს პრემია, ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, ფელტრინელის პრემია, Goethe Plaque of the City of Frankfurt, პრისტონის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, კოლუმბიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი, Commander of the Order of Orange-Nassau, honorary citizen of Lübeck, ციურიხის უმაღლესი ტექნიკური სკოლის საპატიო დოქტორი, ლუნდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, honorary doctor of the University of Bonn, იელის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, honorary doctor of the University of Jena, Goethe Medal for Art and Science, honorary doctor of Rutgers University, ორდენი „დამსახურებისათვის“, Order of Orange-Nassau და Taylorian Lecture
მეუღლე კატია მანი[29]
შვილ(ებ)ი ერიკა მანი[29] , კლაუს მანი[29] , გოლო მანი[29] , მონიკა მანი[29] , ელიზაბეთ მან-ბორგეზე[30] [29] და მიხაელ მანი[29]
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

წარმომავლობა და ბავშვობა

რედაქტირება

პაულ თომას მანი დაიბადა მდიდარე ლიუბეკელი მოვაჭრის თომას იოჰან ჰაინრიხ მანის ოჯახში. ოჯახის უფროსი ამავდროულად საქალაქო საბჭოს სენატორის თანამდებობაც ეკავა. თომასის დედა, იულია მანი, ქალიშვილობაში „და სილვა-ბრუნსი“, წარმომავლობით გერმანელი პლანტატორისა და პორტუგალიური წარმოშობის ბრაზილიელი კრეოლის შთამომავალი იყო. თომასის ოჯახი საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო. მას ჰყავდა ორი ძმა და ორი და: უფროსი ძმა, ცნობილი მწერალი ჰაინრიხ მანი (1871–1950), უმცროსი ძმა ვიქტორი (1890–1949), და იულია (1877–1927, თვითმკვლელობა) და კარლა (1881–1910, თვითმკვლელობა). მანების ოჯახი შეძლებული იყო და თომასის ბავშვობა უზრუნველი და ბედნიერი იყო.

1881 წელს თომასის მამა სისხლის გათეთრებით გარდაიცვალა. მისი ანდერძის თანახმად გაიყიდა ოჯახის საწარმო და მანების სახლი ლიუბეკში. მეუღლესა და შვილებს მოუწიათ მიღებული თანხის პროცენტებზე ცხოვრება.

კარიერის დასაწყისი

რედაქტირება

მამის სიკვდილის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად მიუნხენში გადავიდა, სადაც თომასმა 1933 წლამდე დაჰყო. 30-იანი წლების შუაში თომასი და ჰაინრიხი იტალიაში გაემგზავრნენ და 2 წლის მანძილზე პალესტრინაში ცხოვრობდნენ.

1901 წელს გამოვიდა თომას მანის პირველი რომანი „ბუდენბროკები“. რომანის დაწერა თომას მანს სკანდინავური საოჯახო რომანების და ძმები გონკურების „რენე მოპერინის“ კითხვამ ჩააგონა. რომში ძმები გონკურების რომანის კითხვისას მანს გაუჩნდა იდეა, რომ მასაც შეეძლო გერმანული სინამდვილის ფონზე მსგავსი რომანი შეექმნა. ასევე ნიმუშად გამოადგა სკანდინავური საოჯახო რომანები, ვინაიდან მათში ასახული სავაჭრო ქალაქების ყოფა ახლოს იდგა მისთვის ახლობელ ლიუბეკისეულ სინამდვილესთან. რომანის ფორმატი თომას მანს კილანდისა და იონას ლის რომანებმა უკარნახა. რომანი 15 თავისგან უნდა ყოფილიყო შემდგარი და 250 გვერდს არ უნდა ასცილებოდა.

1905 წელს ქორწინდება კატარინა პინგსჰაიმზე, ცნობილ ებრაელ ინტელექტუალთა ქალიშვილზე.

1929 წელს მანი ხდება ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში რომანისთვის „ბუდენბროკები“.

პოლიტიკური შეხედულებები და ემიგრაცია

რედაქტირება

1930 წელს თომას მანმა გაგზავნა საჯარო წერილი ბერლინში სახელწოდებით „მოწოდება ჯანსაღი აზრისკენ“, სადაც მან გააკრიტიკა ნაციზმი და მუშათა კლასი დაიცვა. ამ თემას მან კიდევ რამდენიმე ესე და ლექცია მიუძღვნა. 1933 წელს, როცა ნაცისტურმა რეჟიმმა საბოლოოდ ჩაიგდო ხელში ძალაუფლება, თომასი მეუღლესთან ერთად შვეიცარიაში ისვენებდა. ნაცისტური პოლიციის მიერ თომასის დევნის დაწყების შემდეგ, ვაჟმა კლაუსმა სთხოვა მამას არ დაბრუნებულიყო გერმანიაში. თომასმა გადაწყვიტა თავი აერიდებინა მოსალოდნელ პრობლემებს და მეუღლესთან ერთად ციურიხში დასახლდა. მოგვიანებით ჰიტლერის რეჟიმის დროს მანის ბევრი წიგნი, განასკუთრებით „ბუდენბროკები“, დაწვეს.

1939 წელს აშშ-ში გადაბარგდა, სადაც ბევრ სხვა ემიგრანტთან ერთან პრინსტონის უნივერსიტეტში დაიწყო მოღვაწეობა. 1942 წელს ოჯახი ქალაქ პასიფიკ-პალისეიდზში დასახლდა, ხოლო 1944 წელს თომას მანმა აშშ-ს მოქალაქეობა მიიღო.

 
თომას მანის საფლავი ქალაქ კილხბერგში, (შვეიცარია)

ევროპაში დაბრუნება

რედაქტირება

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ში თომასის ცხოვრება გართულდა. დაიწყო მისი დადანაშაულება სტალინის რეჟიმის მხარდაჭერაში.

1952 წელს მანების ოჯახი ევროპაში დაბრუნდა და ციურიხის მახლობლად ქალაქ კილხბერგში დასახლდა. თომასი აღარ დაბრუნდა გერმანიაში, თუმცა ბევრ მოგზაურობდა იქ. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტი გერმანიაში 1949 წელს შედგა გოეთეს 200 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიებების დროს.

1955 წელს თომას მანი ციურიხის საავადმყოფოში გარდაიცვალა ათეროსკლეროზისგან. მწერალი დასაფლავებულია ქალაქ კილხბერგის სასაფლაოზე.

სამწერლო სტილი

რედაქტირება

მანი ინტელექტუალური პროზის ოსტატია. თავის მასწავლებლებად იგი რუს მწერალ-რომანისტებს – ლევ ტოსტოისა და ფიოდორ დოსტოევსკის მიიჩნევდა. თანმიმდევრული, დეტალიზირებული, დინჯი თხრობის მანერა თომასმა მართალ მე-19 საუკუნის ლიტერატურიდან შეითვისა. თუმცა რომანების შინაარსი მეოცე საუკუნისთვისაა დამახასიათებელი. თომას მანის რომანების წამყვანი პრობლემებია: მოახლოებული სიკვდილის შეგრძნება („სიკვდილი ვენეციაში“, „ჯადოსნური მთა“), სიკვდილსიქითა სამყაროს სიახლოვე („ჯადოსნური მთა“, „დოქტორი ფაუსტუსი“), ძველი სამყაროს წყობის ნგრევა. ყველა ეს თემა ხშირად საბედისწერო სიყვარულის თემასთანაა გადაჯაჭვული. შესაძლოა, ეს გამოწვეული იყო მწერლის ფსიქოანალიზით დაინტერებით (წყვილი ეროსითანატოსი).

შემოქმედება

რედაქტირება
  • მოთხრობათა კრებული/Der kleine Herr Friedemann, (1898)
  • ბუდენბროკები /Buddenbrooks — Verfall einer Familie (რომანი, (1901)
  • ტონიო კროგერი /Tonio Kröger, ნოველა, (1903)
  • ტრისტანი/Tristan, ნოველა, (1903)
  • სამეფო უდიდებულესობა (Königliche Hoheit), (1909)
  • სიკვდილი ვენეციაში (Der Tod in Venedig, მოთხრობა, (1912)
  • Betrachtungen eines Unpolitischen, (1918)
  • ჯადოსნური მთა (Der Zauberberg, რომანი) (1924)
  • მარიო და ჯადოქარი (Mario und der Zauberer, მოთხრობა) (1930)
  • იოსები და მისი ძმები (Joseph und seine Brüder, რომანი–ტეტრალოგია) (1933-1943)
    • Die Geschichte Jaakobs (1933)
    • Der junge Joseph, (1934)
    • იოსები ეგვიპტეში (Joseph in Ägypten) (1936)
    • Joseph der Ernährer, (1943)
  • თავისუფლების პრობლემა (Das Problem der Freiheit, ესე) (1937)
  • ლოტე ვაიმარში (Lotte in Weimar, რომანი) (1939)
  • Die vertauschten Köpfe — Eine indische Legende, (1940)
  • დოქტორი ფაუსტუსი (Doktor Faustus, რომანი) (1947)
  • რჩეული (Der Erwählte, რომანი) (1951)
  • ყალთაბანდ ფელიქს კრულის აღსარება (Bekenntnisse des Hochstaplers Felix Krull. Der Memoiren erster Teil, 1922/1954

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 4. — С. 584–589.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Pascal R. Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  6. 6.0 6.1 Discogs — 2000.
  7. 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  8. 8.0 8.1 RKDartists
  9. 9.0 9.1 filmportal.de — 2005.
  10. 10.0 10.1 Academy of Arts, Berlin — 1696.
  11. 11.0 11.1 Frankfurter Personenlexikon — 2014.
  12. 12.0 12.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  13. 13.0 13.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  14. 14.0 14.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  15. Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. SavoyB: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088doi:10.1515/AKL
  16. 16.0 16.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  17. 17.0 17.1 Salzburgwiki
  18. 18.0 18.1 Babelio — 2007.
  19. 19.0 19.1 19.2 Archivio Storico Ricordi — 1808.
  20. 20.0 20.1 20.2 BeWeB
  21. 21.0 21.1 21.2 21.3 The Fine Art Archive — 2003.
  22. 22.0 22.1 Munzinger Personen
  23. 23.0 23.1 23.2 Манн Томас // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  24. http://www.kilchberg.ch/xml_1/internet/de/application/d20/d24/d302/f243.cfm
  25. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  26. https://www.tum.de/die-tum/aktuelles/pressetermine/detail/article/30502/
  27. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1929/
  28. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  29. 29.0 29.1 29.2 29.3 29.4 29.5 29.6 Kindred Britain
  30. Ostwald G. Jüngste Tochter von Thomas Mann gestorben: Elisabeth Mann Borgese, die jüngste Tochter von Thomas Mann, ist in ihrem Urlaubsort St. Moritz gestorben. // Frankfurter Allgemeine Zeitung / Hrsg.: Werner D’Inka, G. Braunberger, J. Kaube et al. — F, Deutschland: Frankfurter Allgemeine Zeitung GmbH, 2002. — ISSN 0174-4909; 1431-3138; 1866-5314