მაიკლ ფარადეი

ინგლისელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი

მაიკლ ფარადეი (ინგლ. Michael Faraday, FRS; დ. 22 სექტემბერი, 1791 – გ.25 აგვისტო, 1867) — ინგლისელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი (ან ნატურფილოსოფოსი, იმდროინდელი ტერმინოლოგიით).

მაიკლ ფარადეი
ინგლ. Michael Faraday
M Faraday Th Phillips oil 1842.jpg
დაბ. თარიღი 22 სექტემბერი, 1791(1791-09-22)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17]
დაბ. ადგილი ნიუინგტონ-ბატსი[16]
გარდ. თარიღი 25 აგვისტო, 1867(1867-08-25)[15] [2] [3] [4] [5] [6] [7] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [16] [17] (75 წლის)
გარდ. ადგილი ლონდონი[12]
დასაფლავებულია ჰაიგეიტის სასაფლაო[18]
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom (3-5).svg დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
Flag of the United Kingdom (3-5).svg გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ფიზიკა, ქიმია, ელექტრომაგნეტიზმი[19] და discoveries and inventions[19]
მუშაობის ადგილი სამეფო ინსტიტუტი
განთქმული მოსწავლეები ჩარლზ ჯოზეფ ჰიულმანდელი
სამეცნიერო ხარისხი honoris causa[1]
მეუღლე სარა ბარნარდი[18] [16]
მამა ჯეიმზ ფარადეი[1] [16]
დედა Margaret Hastwell[20]
ჯილდოები ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, სამეფო საზოგადოების წევრი, კოპლის მედალი[21] , კოპლის მედალი[21] , სამეფო მედალი, რუმფორდის მედალი, ალბერტის მედალი[22] , ბეიკერის სახელობის ლექცია და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა Michael Faraday signature.svg

ბიოგრაფიარედაქტირება

1791 წლის 22 სექტემბერს, ლონდონელი მჭედლის, ჯეიმზ ფარადეის ოჯახში მესამე შვილი, მაიკლი დაიბადა. მომავალში გამოჩენილმა მეცნიერმა დაწყებითი სკოლა ვერ დაამთავრა. ოჯახის დუხჭირი ცხოვრების გამო მაიკლი იძულებული გახდა შეეწყვიტა სწავლა და წიგნების მკინძავის შეგირდი გამხდარიყო. მან ეს ხელობა ბრწყინვალედ აითვისა, მაგრამ წიგნები უფრო მეტად აინტერესებდა ვიდრე მათი კინძვა. ბევრს კითხულობდა, ამავე დროს ხშირად ესწრებოდა საჯარო ლექციებს, რაშიც მას ახალისებდა უფროსი ძმა რობერტი, რომელიც ფულს აძლევდა ლექციებზე შესასვლელი ბილეთებისათვის.

ფარადეი და ჰემფრი დევირედაქტირება

1812 წელს ფარადეიმ მოისმინა ცნობილი ინგლისელი ფიზიკოსისა და ქიმიკოსის ჰემფრი დევის ლექციების კურსი. დეივისა და ფარადეის ურთიერთობების შედეგად, რაც ერთი წელი გაგრძელდა, დევიმ ფარადეი ლაბორანტად აიყვანა და ორწლიან მოგზაურობაში თან წაიყვანა. მოგზაურობის დროს მან გაიცნო გამოჩენილი ფიზიკოსები და ქიმიკოსები – ამპერი, გეი-ლუსაკი და სხვები.

პარველ ხანებში ფარადეი ქიმიაში მუშაობდა და მან 1824 წელს ქლორი გაათხევადა. ეს იყო პირველი თხევადი გაზი მსოფლიოში. ერთი წლის შემდეგ ფარადეიმ ბენზოლი მიიღო.

1824 წელს ფარადეი სამეფო საზოგადოების წევრი გახდა, ხოლო 1827 წელს პროფესორის კათედრა მიიღო.

1821 წელს ერსტედის აღმოჩენის გავლენით ფარადეიმ თავის დღიურში ჩაწერა „გადავაქციოთ მაგნეტიზმი ელექტრობად“. ეს ფრაზა გახდა მისი კვლევის მეცნიერული პროგრამა ათი წლის განმავლობაში და 1831 წელს აღმოაჩინა ელექტრომაგნიტური ინდუქციის მოვლენა.

1833 წელი ფარადეის მეცნიერულ შემოქმედებაში აღსანიშნავია იმით, რომ მან დაიწყო შესანიშნავი ნაშრომი „ექსპერიმენტული გამოკვლევები ელექტრობაში“, რომელიც ოცდამეათეჯერ 1855 წელს გამოიცა.

მაიკლ ფარადეი გარდაიცვალა 1867 წლის 25 აგვისტოს. მაიკლ ფარადეის პატივსაცემად, ელექტროტევადობის ერთეულს ფარადა უწოდეს.

მაიკლის წვლილირედაქტირება

ფარადეის მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ელექტრომაგნეტიზმისა და ელექტროქიმიის დარგების განვითარებაში. მან აღმოაჩინა ელექტრომაგნიტური ინდუქცია, დიამაგნეტიზმი და ელექტროლიზი. მანვე დაადგინა რომ მაგნეტიზმს შეეძლო სინათლის სხივებზე ზემოქმედება და რომ ამ ორ ფენომენს შორის ურთიერთქმედება არსებობდა. როგორც ქიმიკოსმა ფარადეიმ აღმოაჩინა ბენზინი, პოპულარიზაცია გაუწია ისეთ ტერმინებს როგორიცაა ანოდი, კათოდი, ელექტროდი და იონი.

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Гершун А. Л. Фарадей, Михаил // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1902. — Т. XXXV. — С. 299–301.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 MacTutor History of Mathematics archive
  4. 4.0 4.1 Michael Faraday — 2009.
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 Nationalencyklopedin — 1999.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Find a Grave — 1996.
  8. 8.0 8.1 KNAW Past Members
  9. 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  10. 10.0 10.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  11. 11.0 11.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  12. 12.0 12.1 12.2 www.accademiadellescienze.it
  13. 13.0 13.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  14. 14.0 14.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  15. 15.0 15.1 group of authors Faraday, Michael // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911.
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 J. T-l. Faraday, Michael (DNB00) // Dictionary of National Biography / L. Stephen, S. LeeLondon: Smith, Elder & Co., 1885. — Vol. 18. — P. 190–202.
  17. 17.0 17.1 Académie nationale de médecine
  18. 18.0 18.1 Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  19. 19.0 19.1 Czech National Authority Database
  20. Pas L. v. Genealogics — 2003. — ed. size: 683713
  21. 21.0 21.1 Award winners : Copley MedalRoyal Society.
  22. https://www.thersa.org/about/albert-medal/past-winners
  23. 23.0 23.1 https://www.biodiversitylibrary.org/page/8806155