მაია ჟამუტაშვილი (დ. 30 მარტი, 1961) ― ქართველი ექიმი, ინფექციონისტი, გასტროენტეროლოგი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის დოქტორი (1995).

მაია ჟამუტაშვილი
დაბ. თარიღი 30 მარტი, 1961 (1961-03-30) (63 წლის)
მუშაობის ადგილი ევროპის უნივერსიტეტი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი,[1] ჰეპატოლოგიური კლინიკა „ჰეპა“,[2] ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი[3]
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
სამეცნიერო ხელმძღვანელი ვლადიმერ ბახუტაშვილი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის დოქტორი
ჯილდოები ფალკის საერთაშორისო სიმპოზიუმის ჯილდო[4]
სამეცნიერო სფერო ინფექციური სნეულებები, გასტროენტეროლოგია[3][5]

ბიოგრაფია

რედაქტირება

1978-1984 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. ამავე ინსტიტუტის რეანიმაცია-ანესთეზიოლოგიის კათედრის ბაზაზე გაიარა კლინიკური ორდინატურა. პროფესიული კურსები გაიარა მადრიდსა და ბარსელონაში.[4][3]

ვლადიმერ ბახუტაშვილის ხელმძღვანელობით დისერტაცია დაიცვა თემაზე „ლიმფოციტების, ნატურალური კილერების და კლინიკურ-ბიოქიმიური მაჩვენებლების დინამიკის თავისებურებანი ჰეპატიტით დაავადებულ ბავშვთა კომპლექსურ თერაპიაში პრეპარატ პლაფერონ-ლ.ბ-ს ჩართვისას“.[3]

1987 წლიდან დღემდე ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში მუშაობს.[1] 2003 წელს ჰეპატოლოგიის საკითხებში გაიარა მომზადება მოსკოვში, რუსეთში.[2] 2008 წლიდან მუშაობს ჰემატოლოგიურ კლინიკა „ჰეპაში“. 2011 წლიდან მრჩევლისა და ექიმი-ინფექციონისტის პოზიცია უკავია გერმანულ კლინიკა „ლიმბახში“.[4]

1996 წლიდან 2013 წლამდე იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი. 2014-2017 წლებში იყო ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი, 2018 წლიდან ― სრული პროფესორია. 2018 წლიდან დღემდე არის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი. 2021 წლიდან დღემდე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, ხოლო 2022 წლიდან დღემდე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგია.[3]

2023 წელს ევროპის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.[4]

არის არაერთი კონფერენციისა და კონგრესის მონაწილე და მომხსენებელი, მათ შორის: ფალკის 136-ე, 137-ე, 138-ე სიმპოზიუმი, ფალკ ღვიძლის მეთორმეტე კვირეული (ფრაიბურგი, გერმანია, 2003), აზიის ღვიძლის შემსწავლელთა ასოციაციის 38-ე ყოველწლიური კონფერენცია (ჟენევა, შვეიცარია, 2003), მეცხრე საერთაშორისო კონგრესი კლინიკურ პათოლოგიაში (ბანგკოკი, ტაილანდი, 2004). 2018 წელს ღვიძლის კვლევის შესახებ Asian Pacific Association-ში მოხსენებით წარდგა სტამბოლში, თურქეთში.[4]

გამოქვეყნებული აქვს 54 სამეცნიერო ნაშრომი. მიღებული აქვს ფალკის საერთაშორისო სიმპოზიუმის ჯილდო მოხსენებისთვის „ახალი ტენდენციები ჰეპატოლოგიაში“.[4]

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.[3]

საზოგადოებებისა და ასოციაციების წევრობა

რედაქტირება
  • საქართველოს ინფექციონისტთა, პარაზიტოლოგთა, ჰეპატოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და მიკრობიოლოგთა ასოციაციის საზღვარგარეთთან ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე
  • საქართველოს ინფექციონისტთა ასოციაცია (1987)
  • ევროპის ღვიძლის შემსწავლელთა ასოციაციის ნამდვილი წევრი (2005)
  • აზიის ღვიძლის შემსწავლელთა ასოციაციის ნამდვილი წევრი (2017)[4]
  1. 1.0 1.1 საქართველოს ჰეპატოლოგთა ასოციაცია. ბორდი. ციტირების თარიღი: 21 May 2023.
  2. 2.0 2.1 med.ge. მაია ჟამუტაშვილი. ციტირების თარიღი: 21 May 2023.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 vipmed.ge. მაია ჟამუტაშვილი. ციტირების თარიღი: 21 May 2023.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 ევროპის უნივერსიტეტი. მაია ჟამუტაშვილი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მაისი 2023. ციტირების თარიღი: 21 May 2023.
  5. iqclinic.ge. ჩვენი გუნდი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მაისი 2023. ციტირების თარიღი: 21 May 2023.