მათეო მაქსიმოვი
მათეო მაქსიმოვი ( ფრანგ. Matéo Maximoff; დ.17 იანვარი, 1917 — გ. 24 ნოემბერი, 1999 ) — ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბოშა მწერალი, ევანგელისტური ეკლესიის პასტორი. პირველმა თარგმნა ბიბლია ბოშურ ენაზე.[1]
მათეო მაქსიმოვი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
17იანვარი, 1917 ბარსელონა, ესპანეთი |
გარდაცვალების თარიღი |
24 ნოემბერი, 1999 (82 წლის) საფრანგეთი |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
საქმიანობა | მწერალი |
ბავშვობა
რედაქტირებამათეო მაქსიმოვი დაიბადა ბარსელონაში. კალდერარი ემიგრანტი მამის და მანუში დედის ოჯახში. დედის ბიძაშვილი იყო ფრანგი ვირტუოზი ჯაზის გიტარისტი ჯანგო რაინჰარდტი .
ბავშვობაში მათეო სკოლაში არ დადიოდა. კითხვა, წერა, თვლა და ხელოსნობა მას მამამ ასწავლა. მომავალში მაქსიმოვმა შეძლებისდაგვარად შეიძინა ცოდნა. მამას შეეძლო 23 ენაზე საუბარი, რითაც შვილებს ინტერესი გაუჩინა ენების მიმართ. ის გარდაიცვალა, როდესაც მათეო 14 წლის იყო. იმ დროისთვის დედაც გარდაცვლილი იყო (მშობიარობას დაიღუპა). მოზარდი ფაქტობრივად ოჯახის უფროსი გახდა და თავისი შრომით უმცროს ძმებსა და დებს ინახავდა.[2]
მოწიფული წლები
რედაქტირება1936 წელს ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო. მოწინააღმდეგეთა ერთ მხარეს ნაციონალისტები იბრძოდნენ. მაქსიმოვებმა გადაწყვიტეს თავშესაფარი მიეღოთ საფრანგეთში, სადაც ცხოვრობდნენ მათეოს დედისა და მისი მეუღლის ნათესავები.
1938 წელს ორ დიდ ბოშა ოჯახს შორის მომხდარი კონფლიქტის შედეგად მაქსიმოვი დააპატიმრეს. ადვოკატი იზორნის ყურადღება მიიქცია მათეოს განსწავლულობამ და მჭერმეტყველებამ. ამიტომ, თავისი დაცვის ქვეშ მყოფ ბოშას სთხოვა დაეწერა ესსე მასთან დაკავშირებული კონფლიქტის და ბოშათა წეს-ჩვეულებების შესახებ. ის აპირებდა ამ ინფორმაციის გამოყენებას მათეოს დასაცავად. მათეომაც შეასრულა თხოვნა. შედეგად, ნარკვევის საფუძველზე მან დაწერა სრული მოთხრობა, რომელიც მოგვიანებით გამოიცა სათაურით " ურსიტორი ". ციხეში, მაქსიმოვმა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა ცოდნა.
1939 წელს, როგორც კი ომში ჩაება, საფრანგეთის მთავრობამ დაადანაშაულა ესპანეთიდან შემოსული ლტოლვილები (ძირითადად ბოშები და ებრაელები ) ნაცისტების სასარგებლოდ ჯაშუშობაში. დაიწყო დაპატიმრებების სერია. ბოშები გაგზავნეს გიურის საკონცენტრაციო ბანაკში, ესპანეთის საზღვართან. მაქსიმოვები 1940 წლის გაზაფხულზე დააპატიმრეს.[3]
ოკუპაციის შემდეგ მალევე ლტოლვილები ეთნიკური ნიშნით გაყვეს. 1940 წლის აგვისტოში ბოშები გაგზავნეს ტარბეს ბანაკში. 1941 წლის მაისში მაქსიმოვების ინტერნირება ლანმაზანში მოხდა.
საფრანგეთის საკონცენტრაციო ბანაკები გერმანიის ბანაკებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ ისინი მიზნად არ ისახავდნენ ტყვეების მტანჯველ განადგურებას. თუმცა, ცხოვრების პირობები ისეთივე რთული იყო. პატიმრები მშივრები იყვნენ. მათ არ აძლევდნენ საკვებს. თუმცა, ბანაკის დატოვების ნებას რთავდნენ (ოჯახის ნაწილი მძევლად რჩებოდა), რათა თავად მოეპოვებინათ ან გამოემუშავებინათ საარსებო საკვები.
როგორც ციხის მცველები აცხადებდნენ, ბოშებს ბანაკში ტოვებდნენ, რადგან ისინი "უსარგებლო მაწანწალები" იყვნენ. ამიტომ, მაქსიმოვი დარწმუნებული იყო, რომ თუ "ურსიტორის" გამოცემას მოახერხებდა, ის და მისი ოჯახი საზოგადოების სასარგებლო წევრებად ჩაითვლებოდნენ. შედეგად, თავისუფლებას მიირებდნენ.
ამ მიზნით მათეომ მოახერხა, ბანაკის ხუთი დღით დატოვების ნებართვა მიეღო.. პარიზში ჩავიდა და იზორნი მოძებნა. მაქსიმოვმა ადვოკატს მისცა მინდობილობას, რათა იზორნის კონტრაქტები გაეფორმებინა. 1942 წელს იზორნიმ ხელი მოაწერა კონტრაქტს მთავარ ფრანგულ გამომცემლობა Flammarion-თან. თუმცა, "ურსიტორი" გამომცემლობამ ომის შემდეგ, 1946 წელს გამოაქვეყნა.[4]
ომის შემდეგ მსოფლიოში პირველმა ბოშამ მათეო მაქსიმოვმა, სარჩელი შეიტანა გერმანიის სასამართლოში რასობრივი დევნის მსხვერპლად ცნობის მოთხოვნით. თუმცა მისი მოთხოვნა მხოლოდ 14 წლის შემდეგ დაკმაყოფილდა. ამ პრეცედენტმა ხელი შეუწყო იმ ფაქტს, რომ 1982 წელს ბოშები რასობრივი ნიშნით დევნის მსხვერპლად აღიარეს. თუმცა, გაერო ჯერ კიდევ არ მიიჩნევს ბოშებს გენოციდის მსხვერპლად.
ომის შემდეგ მაქსიმოვმა სიკვდილამდე დაწერა წიგნები, რომლებიც ეძღვნებოდა არა მხოლოდ ბოშების ომამდელ ცხოვრებას, არამედ კალი ტრაშის მოვლენებს. სიცოცხლის განმავლობაში მან დაწერა თერთმეტი მხატვრული წიგნი, რომლებიც ითარგმნა მსოფლიოს 14 ენაზე. მათეო მაქსიმოვი ასევე გახდა ბოშებისადმი მიძღვნილი ეთნოგრაფიული ნაწარმოების თანაავტორი.[5]
1961 წელს მაქსიმოვი გახდა ევანგელისტური ეკლესიის პასტორი. ის ქადაგებდა ბოშებს შორის, ასწავლიდა მომთაბარე ბანაკების ბავშვებს წერა-კითხვას, თარგმნა ახალი აღთქმა ბოშურ ენაზე .
გამონათქვამები
რედაქტირება- მაქსიმოვის ყველაზე ცნობილი ფრაზა:
„ჩემი აზრით, ბოშები რომ უფრო განათლებულები ყოფილიყვნენ, მსოფლიო ბოშა მწერლებით გაივსებოდა.“
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Bibliothèque nationale de France Ідентифікатор BNF: платформа відкритих даних — 2011.
- ↑ https://www.babelio.com/auteur/Mateo-Maximoff/71036
- ↑ PersInfo, archive.is, 30 listopada 2013 [dostęp 2021-04-20].(გერმ.)
- ↑ Романы Культуры и Джиипэн :: Цыганская Культура и Жизнь, web.archive.org, 14 października 2007 [dostęp 2021-04-20] [zarchiwizowane z adresu 2007-10-14].
- ↑ official list of deaths France, on deces.matchid.io. Retrieved 8 September 2021.