პარაიმოსი
პარაიმოსი (ან პორაიმოსი, ბოშების ენაზე „განადგურება“) — ბოშების გენოციდის პოლიტიკა ნაცისტურ გერმანიაში 1935-1945 წლებში; ტერმინი შექმნეს თავად ბოშებმა და XX საუკუნის ბოლოს საერთაშორისო გახდა. პარაიმოსი ერთ რიგში დგას ჰოლოკოსტთან – ნაცისტების მიერ ებრაელთა განადგურებასთან. პარაიმოსთან დაკავშირებით სტატისტიკურ გამოკვლევათა რიცხვი პატარაა, ამიტომაც დაღუპულ ბოშათა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია. სხვადასხვა წყაროს მიხედვით მათი რიცხვი რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულ ათას ადამიანს უტოლდება.
ნაცისტური რასობრივი თეორიისთვის ბოშათა არსებობა საშიში იყო. ეს ძირს უთხრიდა გერმანელთა რასობრივ სიწმინდეს. მართალია ოფიციალური პროპაგანდის მიხედვით გერმანელები წმინდა არიული რასის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც ინდოეთიდან იყვნენ, ბოშები გაცილებით ახლო იყვნენ ნათესაურად ინდოსტანის ნახევარკუნძულის ძირძველ მოსახლეობასთან. ნაცისტურმა თეორიამ ადვილად იპოვა გამოსავალი – ბოშები შერაცხეს არიული ტომებისა და დაბალი განვითარების ერების შეჯვარების შედეგად მიღებულ ერად, რაც ხსნიდა მათი მომთაბარეობისა და ასოციალობის საკითხს. სპეციალურმა კომისიამ რეკომენდაცია გასცა გერმანული ერიდან „ბოშობის“ გამოყოფისა.
1936 წლის მარტიდან ბოშებზე იქნა გავრცელებული მოქალაქეობისა და რასის ნიურნბერგის კანონები, რომლებიც მანამდე მხოლოდ ებრაელებზე ვრცელდებოდა, რომლის მიხედვითაც ბოშებს აეკრძალათ გერმანელებთან ქორწილი, არჩევნებში მონაწილეობა, ასევე ჩამოერთვათ მესამე რაიხის მოქალაქეობა.
ბოშათა განადგურება დაიწყო სტერილიზაციით. 1941 წლიდან დაიწყო ბოშების მასირებული დახვრეტა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, 1943 წლიდან კი – განადგურება საკონცენტრაციო ბანაკებში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Historical Amnesia: The Romani Holocaust დაარქივებული 2006-10-23 საიტზე Wayback Machine.
- Extensive online resource on the Holocaust of the Romanies from Holocaust Survivors and Remembrance Project: "Forget You Not"
- Non-Jewish Victims of Persecution in Germany დაარქივებული 2016-10-23 საიტზე Wayback Machine. —About the Holocaust, Yad Vashem
- Histories, Narratives and Documents of the Roma and Sinti (Gypsies), Center for Holocaust and Genocide Studies, University of Minnesota
- A Brief Romani Holocaust Chronology დაარქივებული 2012-09-29 საიტზე Wayback Machine.
- Roma-Sinti Genocide (Parajmos) Resources, Prevent Genocide International