ჯულიო მაზარინი

(გადამისამართდა გვერდიდან მაზარინი, ჯულიო)

ჯულიო მაზარინი (დაბადების სახელი: ჯულიო რაიმონდო მაძარინო იტალ. Jiulio raimondo Mazzarino [ˈdʒuːljo raiˈmondo maddzaˈriːno]; საფრანგეთში ცნობილი, როგორც ჟიულ მაზარენი ფრანგ. Jules Raymond Mazarin [ʒyl mazaʁɛ̃]; დ. 14 ივლისი, 1602; პეშინა, იტალია — გ. 9 მარტი, 1661; ვინსენე, საფრანგეთი) — საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე, კარდინალი, იტალიელი აზნაურის შვილი.

მისი აღმატებულება
კარდინალი მაზარინი
კარდინალი, მეცის ეპისკოპოსი
არჩევა: 16 დეკემბერი, 1641
 
დაბადების სახელი: ჯულიო რაიომონდო მაძარინო
დაბადება: 14 ივლისი, 1602
პესინა, ნეაპოლის სამეფო
გარდაცვალება: 9 მარტი, 1661 (58 წლის)
ვენსენი, საფრანგეთის სამეფო

პაპ ურბან VIII- სთვის პაპის დიპლომატის თანამდებობაზე მუშაობის შემდეგ, მაზარინმა თავისი დიპლომატიური მომსახურება შესთავაზა კარდინალ რიშელიეს და 1640 წელს გადავიდა პარიზში. რიშელიეს გარდაცვალების შემდეგ, მაზარინმა დაიკავა თავისი ადგილი პირველ მინისტრად, ხოლო ამის შემდეგ, 1643 წელს ლუი XIII-ს გარდაცვალების შემდეგ მაზარინი მსახურობდა მთავრობის მეთაურად ანა ავსტრიელისათვის, რომელიც ახალგაზრდა ლუი XIV-ის რეგენტი იყო და პასუხის აგებდა მეფის განათლებაზე, ვიდრე სრულწლოვანების ასაკს არ მიაღწევდა.

მაზარინის უფლებამოსილების პირველ წლებში აღინიშნა ოცდაათწლიანი ომის დროს სამხედრო გამარჯვებები, რომელიც მან გამოიყენა საფრანგეთის მთავარ ევროპულ ძალად და ვესტფალიის მშვიდობის დასამყარებლად (16461648). ანა ავსტრიელისა და მაზარინის აღზევებამ გამოიწვია მათ წინააღმდეგ მიმართული აჯანყება, რომელსაც „ფრონდა“ უწოდეს და რომელსაც პარიზის საპარლამენტო აზნაურები ხელმძღვანელობდნენ (1648- 1649). 1648 წლის პირველ ფრონდას მოჰყვა „მეორე ფრონდა“, რომელიც დაიწყო პარიზში 1650 წელს და გაგრძელდა 1653 წლამდე. მეორე ფრონდას ხელმძღვანელობდა ლუი II (კონდეს პრინცი), რომელიც თავისი მთავარი მოკავშირის მტერი გახდა. მაზარინმა ანა ავსტრიელი და ლუი XIV პარიზიდან გაიყვანა, დროებით თავისი ბაზა გერმანიაში გადაიტანა. გენერალმა ტურენმა ლუი XIV-სა და მაზარინის ერთგულმა წარმომადგენელმა, დაამარცხა კონდეს პრინცი, ხოლო მაზარინი ტრიუმფალურად დაბრუნდა პარიზში 1653 წელს.

მაზარინის ცხოვრების ბოლო წლები, 1657 წლიდან და 1661 წლამდე, მნიშვნელოვანი დიპლომატიური გამარჯვებებით გამოირჩეოდა: 1657 წელს მან გააფორმა სამხედრო მოკავშირეობა ინგლისთან. 1658 წელს გამოააშკარავა რაინის ლიგა, რომელიც შედგებოდა გერმანიის ორმოცდაათი მცირე სამთავროს მეთაურისგან, რომელთაც საფრანგეთთან ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული. იმავე თვეში, მარშალმა ტურენმა ფლანდრიაში, დუნის ბრძოლაში, გადამწყვეტად დაამარცხა კონდეს არმია. 1659 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით, მაზარინმა ინტენსიური მოლაპარაკება აწარმოა ესპანელებთან. 1659 წლის 7 ნოემბერს ესპანეთმა ხელი მოაწერა პირენეს ხელშეკრულებას, რომელმაც შემატა საფრანგეთს არტუა, სერდანია და რუსილონი, როგორც ახალი პროვინციები. ამას მოჰყვა 1660 წლის ივნისში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დიპლომატიური ღონისძიება, რომელიც გულდასმით დაგეგმა მაზარინმა: ლუი XIV-ის ქორწინება ესპანელ მარია ტერეზაზე. ქორწინება მოხდა ესპანეთში. წყვილი ტრიუმფალურად შევიდა პარიზში 1660 წლის 26 აგვისტოს. ქორწინებამ დაასრულა ხელშეკრულებები და გარკვეული დროით შეაჩერა გრძელი და მაღალხარჯიანი ომები ჰაბსბურგებსა და საფრანგეთს შორის. თავისი დიპლომატიური ძალისხმევის შემდეგ მაზარინი გარდაიცვალა 1661 წლის 9 მარტს.

მაზარინმა, როგორც საფრანგეთის ფაქტობრივმა (დე ფაქტო) მმართველმა, გადამწყვეტი როლი ითამაშა ვესტფალიური მშვიდობის დამკვიდრებაში, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ ევროპული სახელმწიფოები საგარეო პოლიტიკის წარმოებისას და მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა იმ დროისათვის გაბატონებულ მსოფლიო წესრიგზე. ზოგიერთი პრინციპი ვესტფალიის ზავიდან, როგორებიცაა ერი-სახელმწიფოს სუვერენიტეტი მის ტერიტორიასა და საშინაო საქმეებში და სახელმწიფოებს შორის სამართლებრივი თანასწორობა, დღემდე რჩება საერთაშორისო სამართლის საფუძვლად.

დიპლომატიის გარდა, მაზარინი იყო ხელოვნების მნიშვნელოვანი მფარველი. მან პარიზს გააცნო იტალიური ოპერა დიდი მასშტაბით და შეკრიბა შესანიშნავი მხატვრული კოლექცია, რომლის უმეტესობაც დღეს ლუვრში ინახება. მან ასევე დააარსა „ბიბლიოთეკა მაზარინი", პირველი ჭეშმარიტი საჯარო ბიბლიოთეკა საფრანგეთში, რომელიც ამჟამად გვხვდება ფრანგულ ინსტიტუტში, საფრანგეთში, ლუვრთან ახლოს.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

ჯულიო მაზარინი დაიბადა 1602 წლის 14 ივნისს, პეშინაში, იტალიის პროვინცია აბრუცოში, რომელიც რომიდან დაახლოებით ას ოც კილომეტრში მდებარეობს. მისი მშობლები რომის მკვიდრნი იყვნენ და ზაფხულს პეშინაში ატარებდნენ რომაული ზაფხულის სიცხისგან თავის დასაღწევად.[1] მისი მამა, პიეტრო მაზარინი, 1590 წელს რომში საცხოვრებლად გადავიდა სიცილიიდან.[2] 1608 წელს გახდა რომის მოქალაქე. დედა კი წარმოშობით რომიდან იყო, თავადაზნაურთა ოჯახიდან. მისი ოჯახი შუა საუკუნეებში გადავიდა რომში საცხოვრებლად. იგი იყო ფილიპო I კოლონას ნათლული, რომელსაც დასაქმებული ჰყავდა ჯულიოს მამა. ჯულიო ექვსი შვილიდან უფროსი იყო, მათ ჰყავდათ ორი ბიჭი და ოთხი გოგონა.[2]

კოლონას გავლენის წყალობით, ჯულიო შვიდი წლის ასაკში ჩაირიცხა რომის იეზუიტთა კოლეჯში, რომელიც ქალაქში ყველაზე პატივსაცემ სკოლად მიიჩნეოდა. მიუხედავად იმისა, რომ მან უარი თქვა მათ ორდენში შესვლაზე, მაინც შესანიშნავად სწავლობდა. 1618 წელს, თექვსმეტი წლის ასაკში, მან წაიკითხა საჯარო ლექცია. ის ასევე გამოირჩეოდა თეატრში მოღვაწეობით. ასევე, ჯულიო თამაშობდა აზარტულ თამაშებს და ხშირად ჰქონდა ვალები. [2] როდესაც ის ოცი წლისა გახდა, მამამ გადაწყვიტა, გაეყვანა იგი რომის ცუდი გავლენისგან. ჯულიო თან გაჰყვა გიროლამო კოლონას, ფილიპო I კოლონას ერთ – ერთი ვაჟს, რომელიც მაშინ თვრამეტი წლის იყო, მადრიდის უნივერსიტეტში, ესპანეთში. მან გიროლამოსთან ერთად შეისწავლა სამართალი, საღამოობით კი კვლავ აგრძელებდა აზარტულ თამაშს და კვლავ ვალებში იყო. ერთ-ერთი ნოტარიუსი სათამაშო დავალიანების დაფარვას დაპირდა, სანაცვლოდ კი მომხიბვლელ ახალგაზრდა მაზარინის მისი ქალიშვილი ცოლად უნდა მოეყვანა, რაზეც ჯულიო დათანხმდა. გიროლამო კოლონამ ეს ყოველივე სწრაფად შეატყობინა მამამისს და ჯულიო დაუყოვნებლივ დააბრუნეს რომში საცოლის გარეშე.[3]

პაპის დესპანი

რედაქტირება

რომში ჯულიომ იურიდიული სფეროს განხრით გააგრძელა სწავლა. 1628 წელს მან მიიღო დოქტორის წოდება, რაც საშუალებას აძლევდა ემსახურა როგორც სამოქალაქო, ასევე კანონიკური წესით. ამის შემდეგ მსახურობდა პაპის ჯარში. 1630 წლიდან კი დიპლომატიურ სამსახურში იყო რომის პაპთან. პარიზში პაპის ნუნციად ყოფნისას (1634-1636) მაზარინიმ, რომელიც არაჩვეულებრივი დიპლომატიური მონაცემებით გამოირჩეოდა, კარდინალ რიშელიეს ყურადღება მიიპყრო და მისი ნდობით აღჭურვილი პირი გახდა.

საფრანგეთის მინისტრი - დიპლომატია

რედაქტირება

1640 წელს გადავიდა საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურში. რიშელიეს სიკვდილის შემდეგ (მისი რჩევით) 1643 წელს ანა ავსტრიელმა მაზარინი (რომელთანაც შემდეგ საიდუმლოდ იქორწინა) საფრანგეთის პირველ მინისტრად დანიშნა. კარდინალი საკმაოდ რთულ ვითარებაში განაგრძობდა ფრანგული აბსოლუტიზმის განმტკიცების პოლიტიკას.

1643 წელს ჩაახშო ფეოდალური არისტოკრატიის შეთქმულება.

დახვეწილი დიპლომატიის მეშვეობით მაზარინმა დიდ წარმატებებს მიაღწია საგარეო პოლიტიკაში („ვესტფალიის ზავი“ 1648 წ., საზავო, სავაჭრო ხელშეკრულებები (1655) და სამხედრო კავშირი (1657) ინგლისთან, „პირენეს ზავი“ 1659 წ. და სხვ.), რითაც განამტკიცა საფრანგეთის ჰეგემონია ევროპაში.

გარდაცვალება

რედაქტირება
 
მაზარინის საფლავი საფრანგეთის ინსტიტუტში

სიცოცხლის ბოლო თვეებში მაზარინი ძირითადად ლუვრის სასახლეში ცხოვრობდა. აპოლონის გალერეაში, ლუვრის მთავარი სურათების გალერეაში, დიდი ხანძარი გაჩნდა და მრავალი სურათი დაიწვა, რამაც მაზარინი ძლიერ დაამწუხრა. ეს იყო მისი ჯანმრთელობის გაუარესების დასაწყისი. როდესაც ექიმმა აცნობა მას, რომ მისი დასასრული ახლოს იყო, მაზარინმა ჰკითხა, „რამდენი დრო დამრჩა?“ ექიმმა უპასუხა „ორი თვე“. მაზარინმა უპასუხა: „ეს საკმარისია.“ [4]

მაზარინს უკვე მომზადებული ჰქონდა რამდენიმე ანდერძი. მან იცოდა, რომ სასამართლოში მისი მტრები ეუბნებოდნენ ლუი XIV- ს, თითქოს ჯულიო იღებდა ფულს, რომელიც მართებულად ეკუთვნოდა მეფეს. ყოველივე ამის საპასუხოდა, მან მისი პირველ ნება საჯაროდ გამოაცხადა და თქვა, რომ მთელ თავის ქონებას ლუი XIV–ს უტოვებდა. მაზარინმა ალბათ გაითვალისწინა ის ფაქტიც რომ, რომ მეფეს ძალიან გაუჭირდებოდა მიეღო თავისი მენტორისა და მთავარი მინისტრის ქონება. მეფე სამი დღე დაელოდა, შემდეგ კი უარი თქვა მის მიღებაზე. მაზარინს ასევე ჰქონდა მომზადებული განსხვავებული ანდერძი, რომლის მიხედვითაც დიდი თანხა დაუტოვა Collège des Quatre-Nation-ს. აღნიშნული კოლეჯი დააარსა 1661 წელს, იმ ოთხი ოლქის სტუდენტებისთვის, რომლებიც მან შემატა საფრანგეთის ტერიტორიას ვესტფალიის ხელშეკრულებით. კოლეჯი ამჟამად ცნობილია საფრანგეთის ინსტიტუტის სახელით და საბოლოოდ აშენდა მდინარე სენას სანაპიროსთან ლუვრის მხრიდან, რომელიც კარგად ჩანს სასახლიდან.

ოჯახური კავშირები

რედაქტირება

 

ოლიმპია მანჩინი, გრაფინია დე სუასონი იყო სახელგანთქმული მხედართმთავრის პრინც ევგენი სავოიელის დედა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Bluche, François (1990). Louis XIV. New York: Franklin Watts. ISBN 9780531151129. 
  • Buelow, George J. (2004). A history of baroque music. Bloomington: Indiana University Press. ISBN 978-0-253-34365-9. 
  • Bourbon-Busset, Jacques de (1959). „Chapitre II: Le vaincu de la Fronde devient monarque absolu“, Mazarin (fr). Paris: Hachette, გვ. 53–81. OCLC 742625187. 
  • Colombier, Pierre du (1959). „Chapitre IV: Le Premier ministre se fait l'ambassadeur de l'art italien“, Mazarin (fr). Paris: Hachette, გვ. 113–151. OCLC 742625187. 
  • Dethan, Georges (1959). „Chapitre I: Le jeune Monsignore à la conquête de Richelieu“, Mazarin (fr). Paris: Hachette, გვ. 7–51. OCLC 742625187. 
  • Dethan, Georges (1977). The Young Mazarin. London: Thames and Hudson. 
  • Dethan, Georges (1991). „Mazarin, Jules, Cardinal“, The New Encyclopædia Britannica, 15th (en), Chicago: Encyclopædia Britannica, Inc., გვ. 979–980. 
  • Goubert, Pierre (1990). Mazarin (fr). Paris: Fayard. 
  • Mongrédien, Georges (1959). „Chapitre VIII: Le rideau s'est levé sur le Grand Siècle“, Mazarin (fr). Paris: Hachette, გვ. 255–292. OCLC 742625187. 
  • O'Connor, John T. (1978). Negotiator Out of Season: Career of Wilhelm Egon Von Furstenberg, 1629–1704. Athens, GA: U of Georgia Press. ISBN 978-0-8203-0436-6. 
  • Ormesson, Jean d' (1959). „Chapitre VI: Le vieil homme et le jeune Roi“, Mazarin (fr). Paris: Hachette, გვ. 201–225. OCLC 742625187. 
  • Poncet, Olivier (2018). Mazarin l'Italien (fr). Paris: Tallandier. ISBN 979-10-210-3105-0. 
  • Treasure, Geoffrey (1995). Mazarin: The Crisis of Absolutism in France. London: Routledge. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Poncet 2018, p. 24.
  2. 2.0 2.1 2.2 Dethan 1959, p. 10.
  3. Dethan 1959, p. 11.
  4. This section draws mainly upon "Chapter VI: Le vieille homme et le jeune Roi" by Jean d'Ormesson in Mazarin (Ormesson 1959, p. 201–225).