პირენეს ზავი
პირენეს ზავი (ფრანგ. Traité des Pyrénées, ესპ. Tratado de los Pirineos) — ზავი საფრანგეთსა და ესპანეთს შორის. დაიდო 1659 წელს. ხელი მოაწერეს საფრანგეთის მხრიდან ჯულიო მაზარინიმ, ესპანეთის მხრიდან ესპანეთის პირველმა მინისტრმა ლუის დე არომ. ამ ზავით ესპანეთი საფრანგეთს აძლევდა რიგ ტერიტორიებს ესპანეთის ნიდერლანდში, პირენეს საზღვარზე. პირენეს მთები ხდებოდა საფრანგეთ-ესპანეთის ახალი საზღვარი. დადასტურდა საფრანგეთის უფლებები ნავარაზე. საფრანგეთი ტოვებდა კატალონიის დაკავებულ ნაწილს, ზოგიერთ ციხეს ნიდერლანდში და ფრანშ-კონტეში. პირენეს ზავის მიხედვით საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ს ცოლად უნდა შეერთო ფილიპე II-ის ასული ესპანეთის ინფანტა მარია ტერესა, რომელსაც მზითვად ატანდნენ 500 ათ. ოქროს ეკიუს. ესპანეთის მიერ ამ თანხის დროულად გადახდის შემთხვევაში მარია ტერესა უარს ამბობდა ესპანეთის ტახტზე. ომით გამოფიტულმა ესპანეთმა ვერ შეძლო ფულის დროზე გადახდა, რაც ესპანეთის ჰაბსბურგთა სამფლობელოებსა და ესპანეთის ტახტზე საფრანგეთის პრეტენზიების საბაბად იქცა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Cooper, JP (editor) (1970) The New Cambridge Modern History: Volume 4, The Decline of Spain and the Thirty Years War, 1609-48/49:, 1979, CUP. ISBN 978-0521076180.
- Maland, David (1966) Europe in the Seventeenth Century, 1991, Macmillan. ISBN 978-0333023419.
- (2012) Conquista e Incorporación de Navarra a Castilla. Pamplona-Iruña: Pamiela. ISBN 978-84-7681-736-0.
- Pendrill, Colin (2002). რედ. Martin Collier, Erica Lewis: Spain 1474 - 1700. Heinemann. ISBN 978-0-435-32733-0.
- Sahlins, Peter (1989) Boundaries: The Making of France and Spain in the Pyrenees, 1992, University of California Press. ISBN 978-0520065383.
- Oakley, Stewart P (1993) War and Peace in the Baltic, 1560-1790, 2005, Routledge. ISBN 978-0415024723.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ზავის სრული ტექსტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 სექტემბერი 2005. ციტირების თარიღი: 23 მაისი 2021.