ნუნცია
ნუნცია, ნუნციუსი (იტალ. Nunzio, ლათ. Nuntius - წარგზავნილი) — რომის პაპის დიპლომატიური წარმომადგენელი იმ სახელმწიფოში, რომლებთანაც ვატიკანს დამყარებული აქვს დიპლომატიური ურთიერთობები. თანახმად ვენის კონვენციისა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ (1961) ნუნცია, ისევე როგორც ელჩი, მიეკუთვნება საოქმო ურთიერთობებში ყველაზე მაღალი დონის დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურის კატეგორიას. უმრავლეს კათოლიკურ ქვეყნებში ნუნციუსი წარმოადგენს დიპლომატიური კორპუსის დუაინეს რწმუნების სიგელის გადაცემის თარიღის მიუხედავად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- List of all Apostolic Nunciatures and Apostolic Delegations by Giga-Catholic Information
- Nuncio from the Catholic Encyclopedia and elsewhere
- CatholicHierarchy