მავრიტანული სამზარეულო
მავრიტანული სამზარეულო( არაბ. المطبخ الموريتانية) — დასავლეთ აფრიკული ქვეყნის, მავრიტანიის სამზარეულო გამოირჩევა თავისთავადობით. ქვეყანას აქვს მდიდარი კულტურული მრავალფეროვნება, რაც მის ტრადიციულ სამზარეულოში აისახება. თითოეული მხარე საკუთარი კულინარიული თავისებურებით გამოირჩევა, იქნება ეს უდაბნო, სადაც ძირითადად მომთაბარე ცხოვრების წესს მისდევენ, თუ სანაპირო მხარე, სადაც მეთევზეობას დიდი ადგილი უჭირავს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაში. რეგიონების მიხედვით კერძები საკმაოდ განსხვავდება. საკვების ტიპი, რომელსაც მავრიტელები მიირთმევენ, დიდად არის დამოკიდებული ადგილსა და ეთნიკურ ჯგუფზე. ჩრდილოეთში, საკვების უფრო შეზღუდული მრავალფეროვნებაა და თავად საკვები, როგორც წესი, უფრო მსუბუქია, ვიდრე სამხრეთით, მომთაბარე მავრების გავლენის გამო. მავრები დიდწილად ეყრდნობოდნენ საკვებს, რომელიც დიდხანს ინახებოდა მოგზაურობის დროს და საჭირო არ იყო მოყვანა. ეს ზღუდავდა მათი რაციონის მრავალფეროვნებას. ჩრდილოეთში მავრიტანელები ძირითადად ხორცს, ბრინჯსა და კუსკუსს მიირთმევენ. სამხრეთით, თევზის, ბოსტნეულისა და სხვადასხვა ხილის სიმრავლეა, ძირითადად კლიმატის პირობებითაა გამოწვეული.. მავრიტანიის ჩრდილოეთი მხარე მშრალია. სამხრეთით წყლის რესურსია მდინარე სენეგალი ასევე ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა. საშუალო ეს გარემო ბევრად ხელსაყრელია მეურნეობისთვის, რაც ხელს უწყობს ხილისა და ბოსტნეულის მრავალფეროვნებას. ქვეყნის კულინარიულ განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა ჩრდილოეთიდან მაროკოს და სამხრეთით სენეგალის სამზარეულოებმა. ისტორიულად დღევანდელი მავრიტანიის ტერიტორიაზე მყოფი არაბი და აფრიკელი ხალხები, მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ. ასეთი ცხოვრების წესმა ქვეყნის კულინარიულ ტრადიციებზე თავისი გავლენა მოახდინა. საფრანგეთის კოლონიურმა გავლენამ (მავრიტანია კოლონია იყო 1960 წლამდე) ასევე საკუთარი წვლილ შეიტანა შედარებით იზოლირებული ქვეყნის სამზარეულოს განვითარებაში.[1] ადგილობრივი სამზარეულოს ძირითადი პროდუქტებია: ბრინჯი, ცხვრის და თხის ხორცი. ტრადიციულად, კერძებს ერთად მიირთმევენ. ულუფები სუფრასთან ძირითადად მიაქვთ დიდი ლანგრით. სუფრასთან მსხდომები საკვებს მიირთმევენ ხელით. ისლამის კანონების თანახმად, ქვეყანაში ალკოჰოლი აკრძალულია და მისი გაყიდვა ძირითადად მხოლოდ სასტუმროების რესტორნებით შემოიფარგლება. პოპულარულია პიტნის ჩაი,[2] რომელსაც ხშირად მიირთმევენ. მას ასხამენ სიმაღლიდან, ქაფი რომ მოიკიდოს[3]. დედაქალაქში არის მაროკოული, ჩინური, ლიბანური, იტალიური და ფრანგულ რესტორნები. [4]
ტრადიციული მავრიტანული კერძები
რედაქტირება- ფინიკი
- ტიებოუდიენე-თევზისა და ბრინჯის სანაპირო კერძი, რომელიც ითვლება მავრიტანიის ნაციონალურ კერძად. მას თითქმის ყოველდღე მიირთმევენ პომიდვრის თეთრ და წითელ სოუსთან ერთად.[3]
- მეჩოუი- მთლიანად შემწვარი ბატკანი. მავრიტანიის გარდა, პოპულარულია მთლიანად ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში. მეჩუი (არაბ. مشوي, ლათინ. მაშვი) - მთელი ცხვარი ან ბატკანი, რომელიც შამფურზე იწვება. საერთოდ, ეს სიტყვა მოდის არაბული სიტყვიდან (شواء )შავა' [5] რაც ნიშნავს შემწვარს.
- სანელებლებით დამზადებული თევზი.
- ბრინჯი ბოსტნეულით.
- თევზის ბურთულები.
- გამხმარი თევზი..
- გამხმარი ხორცი.
- კუსკუსი.- მაღრიბული სამზარეულოს დელიკატესი მავრიტანიაშიც საკმაოდ პოპულარულია.
- თხის კერძი ბრინჯის შიგთავსით.[1]
- აქლემი (უჩვეულოა) (ძირითადად დრომადერი)
- ქარავნის ყველი - ქარავანი აქლემის რძის ყველის ბრენდია, რომელსაც მავრიტანიაში აწარმოებენ. ყველის დასამზადებლად რძეს აგროვებენ ათასობით მომთაბარე მწყემსის ცხოველებისგან, რაც ძალიან რთულია.
- იასა პოულეტი - შემწვარი ქათამი ბოსტნეულით, რომელსაც მიირთმევენ კარტოფილის ფრისთან ან ბრინჯთან ერთად. ტრადიციული სენეგალური კერძია. მავრიტანიაში პოპულარული გახდა სენეგალური ტომების ვოლოფისა და პულაარის მოსახლეობის წყალობით. ეს კერძი განსაკუთრებულად ითვლება, რადგან ქვეყანაში ქათმის ხორცი ძვირია.
- მაჰფა -თხის ან აქლემის ხორცი არაქისის, ბამიას და ტომატის სოუსში. არაქისს ხელით ფქვავენ, სანამ არ გაიხსნება ზეთში და შემდეგ ურევენ ტომატის პასტას და ჯახტინს (დაფქული ბამია). არაქისის ცილა, რომელსაც მიირთმევენ ბრინჯით, კერძს ნოყიერს ხდის.ამიტომ კერძის დამზადება ხორცის გარეშე შეიძლება, რაც ღარიბი მოსახლეობისათვის ძალიან იაფია. ასევე შესანიშნავი ალტერნატივაა ვეგეტარიანელებისათვის.
- იასას თევზი.
- ჰაკო- ფოთლოვანი ბოსტნეულის სოუსი, რომელიც სუფრაზე მიაქვთ კუსკუსზე ლობიოს თავსართით.ეს კერძი განსაკუთრებულია მომზადების ხანგრძლივი პროცესის გამო. დაფქული ლობიოს ფოთლებისგან მომზადებულ სოუსს, რომელსაც ისპანახის გემო აქვს, მიირთმევენ კუსკუსთან ერთად. კუსკუსს ამზადებენ ფეტვის, ხორბლის ან ქერის ფქვილისაგან ბურთულებად. მთელი კერძის მომზადებას შეიძლება სამიდან ოთხ საათამდე დასჭირდეს.
- ლაქხი- ყველის ხაჭო ან იოგურტი გახეხილი ქოქოსით, მიირთმევენ ტკბილ ფეტვიან ფაფასთან ერთად.[6]
- ალ-აიჩი
- მაროლიამი
- ხორბლის ბულგური ჩირით
- მარუ ვე-ლ-ლჰამი, ხორცი ბრინჯით და ბოსტნეულით
- მავრიტანული ტაჯინი- მაროკოული წვნიანი, რომელიც მავრიტანიაშიც პოპულარულია'
- აქლემის ჩუბბაგინი.
- ჩერჩემი-მავრიტანული ცხვრის კუსკუსი.
- ჩუბაგინი ლეფე-ეტ რააბიე
- თევზი. ცომში
- მავრიტანული ვერმიშელი
- ჰარირა -მავრიტანის წვნიანი კერძი
- მავრიტანული წიწაკის სტეიკი ქოქოსით
- ბანაფი.
- ლექსურის, მავრიტანის ბლინები ხორცითა და ბოსტნეულის სოუსით
- ავოკადოს პუდინგი
- ბონავა - ცხვრისა და კარტოფილის ტრადიციული მავრიტანული კერძი. რომელსაც უმატებენ ხახვს, დაფნის ფოთოლს, თეთრს ძმარს და არაქისის ზეთს, რის გამოც არაქისის უგემრიელესი გემო აქვს.
- მაფე- ხორცი და ბოსტნეული არაქისით მომზადებულ სოუსში.
- როზელას სიროფი - სიროფს ამზადებენ ჰიბისკუსის სახეობის მცენარისაგან, რომელიც, იზრდება დასავლეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
- ალ-აჰჩი- ქათამი, ლობიო და კუსკუსი.[3][4]
სასმელები
რედაქტირება- წყალი — სასმელი წყლის პრობლემის გამო, წყალმომარაგება ხდება არტეზიული ჭებით, ასევე დედაქალაქში სპეციალური დანადგარებით ხდება ზღვის წყლის გამტკნარება.
- პიტნის ჩაი — მავრიტანული ტკბილი ჩაი. ჩაის მირთმევა საზეიმო ღონისძიებაა, რომელშიც ყველა მონაწილეობს დღეში ერთხელ მაინც (ან უფრო ხშირად). ცხელ ჩაის, რომლის შემადგენლობაშიც მწვანე ჩაი, შაქარი და პიტნის ფოთლებია, ასხამენ სიმაღლიდან, იმისათვის რომ წარმოიქმნას ქაფი. ამ პროცესს უწოდებენ ragwa-ს. ტკბილ მაQრიან ჩაის მიირთმევენ ჭამის შემდეგ და ყოველთვის თითოეული პიროვნებისათვის არის სამი ჭიქა: პირველი ნიშნავს სიცოცხლეს, მას მწარე გემო აქვს, მეორე - სიყვარულს, ოდნავ დაშაქრულია და მესამე - ტკბილი. ნიშნავს ყველაფრის დასასრულს, ანუ სიკვდილს, რომელიც ყველასათვის გარდაუვალია. მათთვის, ვინც ჩაის ზედმეტად მძაფრად მიიჩნევს, ყოველთვის არის zrig, მავრიტანელების საყვარელი ტკბილი რძე. ჩაის მიირთმევენ ჭამის შემდეგ და, რა თქმა უნდა, სახლში სტუმრების მიღებისას.
- ზრიგი — აქლემის ხორცი (მზადდება დრომადერისაგან)
- ბაობაბის (აფრიკული ბაობაბი) — ხილის სასმელი (Jus de Bouye)[4]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 "Mauritania: essential information". The Guardian. 23 October 2006. Retrieved 25 August 2017.
- ↑ Mauritania-World Travel Guide. Worldtravelguide.net. Archived from The Original on 22 February 2017. Retrieved 25 August 2017.
- ↑ 3.0 3.1 3.2 "Five Communal Dishes from Mauritania". Thekitchn.com. Retrieved 25 August 2017.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Mauritania Food and Drink.World Travel Guide. Guides. Africa. Mauritania.
- ↑ "Archived copy". Archived from the original on 2010-03-28. Retrieved 2010-04-20.
- ↑ Archieved Copy. Archieved from the Original on 2014-02-01. Retrieved 2014-01-28.