ლუდოვიკ მრაზეკი

რუმინელი გეოლოგი

ლუდოვიკ მრაზეკი (რუმ. Ludovic Mrazek; დ. 17 ივლისი 1867, კრაიოვა — გ. 9 ივნისი 1944, ბუქარესტი) — რუმინელი გეოლოგი. რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1905 წ.) და პრეზიდენტი (1932-1935 წწ.). 1894 წლის 1 დეკემბრიდან ბუქარესტის უნივერსიტეტის პროფესორი კრისტალოგრაფიის, მინერალოგიისა და პეტროგრაფიის დარგში.

ლუდოვიკ მრაზეკი
დაბ. თარიღი 17 ივლისი, 1867(1867-07-17)[1]
დაბ. ადგილი კრაიოვა
გარდ. თარიღი 9 ივნისი, 1944(1944-06-09) (76 წლის)
გარდ. ადგილი ბუქარესტი
მოქალაქეობა  რუმინეთი
საქმიანობა გეოლოგი და მინერალოგი[2]
ჯილდოები Doctor honoris causa of the University of Strasbourg[3]

მის მიერ დაარსებული რუმინეთის გეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი (1906-1928). 1920 წელს მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა რუმინეთის პირველი გეოლოგიური რუკა. 1930 წლის აპრილიდან რუმინეთის გეოლოგიური საზოგადოების პირველი პრეზიდენტი. ავტორია 100-მდე სამეცნიერო ნაშრომისა.

მრაზეკის ძირითადი შორმები შეეხება კარპატების მინერალოგიას, პეტროგრაფიას, ტექტონიკას, რუმინეთის ნავთობის საბადოების და ნავთობის გენეზისის პრობლემას. იკვლევდა აგრეთვე ალპებისა და ურალის გეოლოგიურ აგებულებას. სამეცნიერო გეოლოგიურ ლიტერატურაში შემოიტანა ტერმინი „დიაპირიზმი“.

თხზულებები

რედაქტირება
  • Les plis diapirs et le diapirisme en général, "Comptes rendus des séances de I'lnstitut géologique de Roumanie", 1926, t. 6.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Catalog of the German National Library
  3. L'Information universitaire — 1925. — ISSN 2024-3693