ლიჰირის კუნძულები

ლიჰირის კუნძულები (ინგლ. Lihir Islands) — არქიპელაგი წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ეკუთვნის პაპუა-ახალ გვინეას. კუნძულოვანი რკალის ნაწილია, რომელიც გადაჭიმულია კუნძულ ახალი ირლანდიის სანაპიროდან 600 კმ-ზე. ადმინისტრაციულად ეკუთვნის რეგიონ აილენდსის პროვინცია ახალ ირლანდიას.

ლიჰირის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Lihir Islands

ლიჰირის კუნძულები კოსმოსიდან
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 3°00′00″S 152°35′00″E / 3° ს. გ. 152.583333° ა. გ. / -3; 152.583333
კუნძულთა რაოდენობა 5
მთავარი კუნძული ლიჰირი
ფართობი 205 კმ²
უმაღლესი წერტილი 853 მ
სუმუნი
პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
რეგიონი აილენდსი
პროვინცია ახალი ირლანდია
დემოგრაფია
მოსახლეობა 18 000 (2007)
სიმჭიდროვე 87,805 ად. /კმ²

გეოგრაფია

რედაქტირება

ლიჰირის კუნძულები მდებარეობს 50 კმ-ში ჩრდილოეთში კუნძულ ახალი ირლანდიის აღმოსავლეთი სანაპიროს ცენტრალური ნაწილიდან. კუნძულები რკალ ტაბარი — ლიჰირი — ტანგა — ფენის ნაწილია. კუნძულები შედგება 5 კუნძულისაგან: ლიჰირი (არქიპელაგის მთავარი კუნძული, ოფიციალურად იწოდება ნიოლამი), სამბიეტი, მალი, მანური და მასაჰეტი. კუნძულების ხმელეთის საერთო ფართობი შეადგენს დაახლოებით 205 კმ²-ს. კუნძულები შემოფარგლულია მარჯნული რიფებით. არის მრავალრიცხოვანი მოკლე მდინარეები.

გეოლოგიური თვალსაზრისით 4 ბოლო კუნძული წარმოადგენს მიოცენური ვულკანების ნანგრევებს, ხოლო პირველი — ორი ვულკანის ერთ ვულკანად შეერთებულ პლეისტოცენურ მასივს. პირველი უსახელო ვულკანი ქმნის ლიჰირის კუნძულის სამხრეთ დაბოლოებას. მეორე — სუმუნი — აქვს სიმაღლე 853 მეტრი (კუნძულების უმაღლესი წერტილი). დიამეტრია 20 კმ, ჩამოყალიბებულია ოლივინის ბაზალტით და ტრაქიტით. მის კალდერაში არსებობს სოლფატარული წყაროები. ვლინდება გეოთერმული აქტივობა. კალდერის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი ჩაძირულია ზღვით და გადაიქცა ყურე ლუიზა-ჰარბორად. კუნძულის ნაპირის გასწვრივ ასევე არსებობს 4 წყალქვეშა ვულკანური კონუსი[1] კუნძულების კლიმატი სუბეკვატორულია. ტემპერატურა წლის განმავლობაში მერყეობს ინტერვალში +19 — +35 °С. ნალექების წლის საშუალო რაოდენობაა — 4800 მმ[2]. კუნძულები დაფარულია ნოტიო ტროპიკული ტყეებით.

პირველი ევროპელი, რომელმაც 1643 წელს დაინახა კუნძულები, გახდა აბელ ტასმანი. 1885 წელს კუნძულები გახდა გერმანიის კოლონიის ნაწილი ოკეანეთში, ხოლო 1899 წლიდან კუნძულები ადმინისტრაციულად დაექვემდებარა გერმანიის ახალ გვინეას. 1914 წელს არქიპელაგი დაიკავა ავსტრალიის ჯარებმა, ხოლო პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ კუნძულები გადაეცა ავსტრალიას მმართველობის ქვეშ. 1975 წლიდან ლიჰირის კუნძულები დამოუკიდებელი სახელმწიფო პაპუა-ახალი გვინეის ნაწილია.

მოსახლეობა

რედაქტირება

კუნძულების მოსახლეობა მუდმივად იზრდება. 2000 წელს კუნძულებზე ცხოვრობდა 12 500 ადამიანი, ხოლო 2007 წლის მონაცემებით — დაახლოებით 18 000 ადამიანი[3]. მოსახლეობის 99 % კათოლიკეა, 1 % ტრადიციული სარწმუნოების აღმსარებელია. კუნძულების სოფლების უმრავლესობა მდებარეობს სანაპიროებზე. ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია ლონდოლოვიტი.

ეკონომიკა

რედაქტირება

1982 წელს კუნძულებზე გაიხსნა ოქროს შემცველი წიაღისეულის საბადო. 1983 წლიდან 1995 წლამდე პერიოდში ხდებოდა საბადოს მშენებლობა და მოპოვების პროცესის დამუშავება. 1995 წლიდან კუნძულებზე მოიპოვება ოქრო[2]. ოქროს მოპოვება მუდმივად იზრდება, და 2008 წელს მიიღეს 771 000 უნცია ოქრო. მარაგი შეფასებულია 28,8 მილიონ უნციად; სარეზერვო მარაგები — 43 მილიონ უნციად[2]. ოქროს მოპოვებას ახორციელებს კომპანია Lihir Gold Limited. ოქროს მოპოვებაზე დასაქმებულნი არიან 3000 კუნძულელები[4].

  1. Lihir Volcano. John Seach. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 9 აპრილი 2010.
  2. 2.0 2.1 2.2 Lihir Island. Lihir Gold Limited. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-01. ციტირების თარიღი: 9 აპრილი 2010.
  3. Lihir Island. AbsoluteAstronomy.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 9 აპრილი 2010.
  4. Lihir Island one of world’s safest mines. International Mining. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 9 აპრილი 2010.