ლიუსი ბოინტონი
ლიუსი ბოინტონი (ინგლ. Lucy Boynton; დ. 17 იანვარი, 1994) — ბრიტანელ-ამერიკელი მსახიობი. გაიზარდა ლონდონში, მისი პროფესიული კარიერის დებიუტი შედგა ბეატრიქს პოტერის როლით, ფილმში მისის პოტერი (2006). მან ითამაშა სატელევიზიო პროგრმებში: ბალეტის ფეხსაცმელი (2007), გონება და გრძნობა (2008) და მო (2010), Endeavour და სამართალი და წესრიგი: დიდი ბრიტანეთი. ბოიტონმა მწერალი ანჯელიკა გარნეტი განასახიერა „ ცხოვრება მოედნებზე“, რომელიც BBC- ზე გავიდა. პოპულარული გოგონა ითამაშა, The Blackcoat's Daughter-ში (2015) და განასახიერა თამამი მოდელი ფილმში, სიმღერის ქუჩა (2016), რომელმაც კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. იგი გამოჩნდა საშინელებათა ფილმებში "მე ვარ ლამაზი რამ, რაც სახლში ცხოვრობს" (2016) და "ნუ დააკაკუნებთ ორჯერ" (2016).
ლიუსი ბოინტონი | |
---|---|
ბოინტონი 2018 წელს | |
დაბადების თარიღი |
17 იანვარი, 1994 ნიუ-იორკი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2006-დღემდე |
მეუღლე(ები) | რამი მალეკი (2018-დღემდე) |
ბოიტონმა განასახიერა ჯერომ სელინჯერის მეუღლე ფილმში, ''მეამბოხე ჭვავის ყანაში'' (2017), რომელიც უარყოფითად აღინიშნა. მან შეასრულა გრაფინია ანდრენიი მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში (2017), რამაც კრიტიკული და კომერციული წარმატება მოიპოვა. ბოიტონმა განასახიერა ნარკომანი ფილმში,ბოშა (2017) და საკულტო ლიდერის ქალიშვილი, მოციქულში (2018). ბოიტონმა მოიპოვა აღიარება მერი ოსტინის როლით, რომელიც განასახიერა ფილმში ბოჰემური რაფსოდია (2018), რომელმაც მრავალი მოწონება დაიმსახურა და სალაროებში წარმატებას მიაღწია. ის გამოჩნდა HBO Max-ის ფილმში, ''ჩაკეტილი'' (2021). ბოინტონი თამაშობს პრივილიგებულ ანტაგონისტს, ნეთფლიქსის სერიალში "პოლიტიკოსი". იგი განასახიერებს მომღერალ მარიან ფეითფულს ფილმში, Faithfull და აპირებს მონაწილეობა მიიღოს ''თანამედროვე სიყვარულის'' მეორე სეზონში და ITV- ს The Ipcress File- ში .
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაბოინტონი დაიბადა 1994 წლის 17 იანვარს ნიუ-იორკში, ინგლისელი ჟურნალისტების გრემ ბოინტონის და ადრიან პიელოუს ოჯახში.[1][2] ორი ქალიშვილიდან უმცროსი ბოიტონი ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთით გაიზარდა.[3][4][5] იგი ინარჩუნებს გაერთიანებული სამეფოს და შეერთებული შტატების ორმაგ მოქალაქეობას.[6] ათი წლის ასაკში მიხვდა რომ მსახიობობა სურდა, მისმა დრამის მასწავლებელმა მას ასწავლა რომ: მსახიობობა ადამიანის გონების და მისი ფუნქციონირების გაგება იყო.[7] იგი სწავლობდა ბლექჰის საშუალო სკოლაში, შემდეგ ისწავლა ჯეიმზ ალენის ქალთა სკოლაში, დულვიჩში .[8]
კარიერა
რედაქტირება2006–2014: ადრეული როლები
რედაქტირებაბოინტონის პროფესიონალური დებიუტი თორმეტი წლის ასაკში შედგა, როგორც ახალგაზრდა ბეატრიქს პოტერი, ბიოგრაფიულ ფილმში "მისის პოტერი" (2006).[9] მისი პერსონაჟისთვის დაიწერა დამატებითი სცენები მას შემდეგ, რაც მან სამსახიობო ტესტი წარმატებით გაიარა. ბოიტონმა თქვა, რომ გადაღების პირველი დღე იყო "მისი ცხოვრების საუკეთესო დღე". 2007 წელს ის იყო ნომინირებული ახალგაზრდა შემსრულებლის ჯილდოზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალისთვის, მის პოტერისთვის . მოგვიანებით, ბოიტონმა ითამაშა პოზი ფოსილი BBC- ს ფილმში ბალეტის ფეხსაცმელი (2007). კრიტიკოსებმა აღნიშნული ფილმი დადებითად შეაფასეს.
ბოიტონმა მარგარეტ დეშვუდი განასახიერა 2008 წელს ჯეინ ოსტინის რომანის " გრძნობა და გონების " სატელევიზიო ადაპტაციაში . მინიერიალის პრემიერა შედგა მაღალი მაყურებლისა და პოზიტიური მიმოხილვების შედეგად. ბოინტონი აღწერს 16 წლიდან 17 წლამდე პერიოდს ''რთულად'', იმის გამო, რომ "ბავშვის როლებისთვის ძალიან დიდი იყო, მაგრამ წამყვანი ქალბატონისთვის ძალიან ახალგაზრდა". მან ითამაშა მო მოულამის დედინაცვალი სატელევიზიო ფილმში მო (2010). 2011 წელს იგი გამოჩნდა ITV-ს დრამაში, ლევისი. 2013 წელს მან მონაწილეობა მიიღო სენტ რეიმონდის მუსიკალურ ვიდეოში. ბოინტონი გამოჩნდა ჰაროლდ ფრედერიკის ამავე სახელწოდების რომანზე გადაღებულ ფილმში, კოფერხანის . 2014 წელს მან მიიღო მონაწილეობა სატელევიზიო სერიალებში: ბორგია, Endeavor, and ''სამართალი და წესრიგი: დიდი ბრიტანეთი. მან ითამაშა ანჯელიკა გარნეტის, ბლუმსბერი ჯგუფის წევრის როლი, BBC-ს მინი სერიალში ცხოვრება მოედნებზე, რომელიც ეთერში გავიდა 2015 წელს. სერია დადებითად განიხილეს.[10][11]
მან განასახიერა ჯერომ სელინჯერის მეორე მეუღლე, კლერ დუგლასი ფილმში, ამბოხი ჭვავის ყანაში (2017).[12] ამბოხებული ჭვავის პრემიერა შედგა სანდენსის კინოფესტივალზე და კრიტიკოსებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.[13] ბოინტონი 2017 წელს გადაიღეს დეტექტივში, მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში, სადაც ითამაშა გრაფინია ჰელენა ანდრენი. ფილმმა დიდ ბიუჯეტურ წარმატებას მიაღწია და არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო.[14][15][16][17] იმავე წელს, ბოიტონმა ითამაშა ალისონ ადამსი, ნეტფლიქსის სერიალში ბოშა (2017).[18][19] მან ანდრეას როლი,, კულტის ლიდერის ქალიშვილი, ითამაშა ფილმში, მოციქული (2018), რომელიც კრიტიკოსებმა შეაქეს.[20][21][22]
პირადი ცხოვრება
რედაქტირება2018 წლიდან ბოინტონი ურთიერთობაშია ბოჰემური რაფსოდიის მსახიობთან, რამი მალეკთან .[23] ბოიტონი მხარს უჭერს მოძრაობას Black Lives Matter და სოციალური მედიის გვერდებზე რასობრივი სამართლიანობის საგანმანათლებლო რესურსები აქვს გაზიარებული.[24]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Haskell, Rob. Lucy Boynton Will Rock You. ციტირების თარიღი: 2 March 2021
- ↑ Hoahing, Cheryl. Rami Malek Confirms Long-Rumored Relationship With 'Bohemian Rhapsody' Co-Star Lucy Boynton. ციტირების თარიღი: 2 March 2021
- ↑ „Lucy Boynton“. The Protagonist Magazine. 30 July 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 მარტი 2019. ციტირების თარიღი: 4 May 2016.
- ↑ Brown, Emma. Lucy Boynton. ციტირების თარიღი: 28 February 2021
- ↑ Meet Lucy Boynton — the British Bombshell From Bohemian Rhapsody and Rami Malek's Girlfriend. ციტირების თარიღი: 2 March 2021
- ↑ Alocada, Vincent (23 July 2016). „'The Flash' movie rumors: Kiersey Clemons and Rita Ora compete for the Iris West role“. Ecumenical News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 March 2019. ციტირების თარიღი: 23 July 2016.
- ↑ Pearson Methaven, Charlotte. Lucy Boynton on new Netflix drama Gypsy and an A-list Agatha Christie reboot. ციტირების თარიღი: 1 March 2021
- ↑ James Allen’s Girls’ School. ციტირების თარიღი: 2 March 2021
- ↑ Pielou, Adriaane (30 December 2006). „My Lucy, the film star“. The Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აგვისტო 2020. ციტირების თარიღი: 28 February 2021.
- ↑ Mangan, Lucy (28 July 2015). „Life in Squares review: ‘absurd, beautiful characters in a ridiculously golden world’“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 10 August 2015.
- ↑ Jones, Ellen E (27 July 2015). „Life in Squares, BBC2 - TV review: Self-indulgent and over-sexed, the Bloomsbury set were hard to take seriously“. The Independent. London. ციტირების თარიღი: 10 August 2015.
- ↑ Radish, Christina. 'Sing Street' Star Lucy Boynton on That Ending and Working with Nicholas Hoult on the J.D. Salinger Movie. ციტირების თარიღი: 1 March 2021
- ↑ Rebel in the Rye (2017). ციტირების თარიღი: June 21, 2018
- ↑ Murder on the Orient Express (2017). ციტირების თარიღი: June 15, 2018
- ↑ Murder on the Orient Express (2017). ციტირების თარიღი: January 12, 2021
- ↑ Murder on the Orient Express Reviews. ციტირების თარიღი: December 23, 2017
- ↑ Weintraub, Steve. Lucy Boynton on ‘Murder on the Orient Express’, ‘Bohemian Rhapsody’ and Gareth Edwards’ ‘Apostle’. ციტირების თარიღი: 1 March 2021
- ↑ 'Sing Street's Lucy Boynton Cast In 'Gypsy' Netflix Drama. ციტირების თარიღი: October 7, 2016
- ↑ Fienberg, Daniel. 'Gypsy': TV Review. ციტირების თარიღი: 1 March 2021
- ↑ Rife, Katie. The director of The Raid doesn't tone things down one bit for the gory folk-horror of Apostle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2021. ციტირების თარიღი: 1 March 2021
- ↑ Apostle Reviews. ციტირების თარიღი: 30 October 2018
- ↑ Miska, Brad. Lucy Boynton Plays the ‘Apostle’ Cult Leader’s Daughter. ციტირების თარიღი: 1 March 2021
- ↑ D'Aluisio, Alexandra (4 January 2019). „Rami Malek Finally Confirms His Relationship With 'Bohemian Rhapsody' Costar Lucy Boynton: 'My Love'“. US Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 May 2019. ციტირების თარიღი: 4 January 2019.
- ↑ Mary Austin Star of Bohemian Rhapsody, Lucy Boynon, Explains What We Have to Do About Black Trans Lives. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2021. ციტირების თარიღი: 2 March 2021