ლითოფიტები
ლითოფიტები (ლითო... და ბერძ. phyton „მცენარე“), პეტროფიტები — მცენარეები, რომლებიც იზრდებიან ქვებსა და კლდეებზე. ქვებისა და კლდეების ზედაპირზე თავდაპირველად სახლდება ზოგიერთი სახეობის ბაქტერიები და წყალმცენარეები, შემდეგ ლიქენები, ხავსები.
ისინი მონაწილეობენ ქანების ქიმიურ გამოფიტვაში. გამოფიტვის პროდუქტები და მცენარეული ნაშთები გროვდება ქვებისა და კლდეების ნაპრალებში, სადაც ფეხს იკიდებს უმაღლესი მცენარეები, მათ შორის ყვავილოვნებიც. ნაპრალებში მოზარდ მცენარეებს ხშირად ქაზმოფიტებს უწოდებენ. ქაზმოფიტებია მაგ., უჭურველი, გვიმრუჭა, ქუჩი, წინწკალა, ფხიჯა, კლდისვაშლა, მრავალნაირი მაჩიტა; ხემცენარეებიდან ნაპრალებში ფესვები შეიძლება გაიდგას ფიჭვმა, ღვიამ, აკაკიმ. მისი ფესვები აგანიერებენ ნაპრალებს და აჩქარებენ ქვებისა და კლდეების დაშლას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩიკვაიძე ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 236.