ფხიჯა, ქვატეხია (ლათ. Saxifraga) — მცენარეთა გვარი ფხიჯასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, ზოგჯერ ერთწლოვანი ბალახები და ქონდარა ნახევრად ბუჩქებია. უმეტესობას ფოთლები ფესვის ყელთან როზეტად აქვს განლაგებული. ყვავილები შეკრებილია ფარისებრ ან საგველა ყვავილედებად, იშვიათად ერთეულია.

ფხიჯა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ფხიჯასებრნი
ლათინური სახელი
Saxifraga

ამ გვარის 350-მდე სახეობა ძირითადად ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ცივ სარტყელშია თავმოყრილი. საქართველოში გვხვდება 22 სახეობა, რომელთაგან 7 კავკასიის, ხოლო 4 საქართველოს ენდემია.

სახეობათა მეტი წილი იზრდება ალპურ სარტყელში — კლდეებსა და ნაშალებზე, ფერდობებზე. ფხიჯას მრავალი სახეობა დეკორატიულია.

ლიტერატურა რედაქტირება