ფხიჯასებრნი
ფხიჯასებრნი (ლათ. Saxifragaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბალახები და ქონდარა ნახევრად ბუჩქებია, მეტწილად მარტივი ფოთლები აქვთ. მათი აქტინომორფული, იშვიათად ზიგომორფული, თითქმის ყოველთვის ორსქესიანი ყვავილები მარტოულია ან უფრო ხშირად ყვავილედშია თავმოყრილი. ნაყოფი კოლოფია.
ფხიჯასებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Saxifragaceae | ||||||||||||||
|
აერთიანებს 35 გვარის 600 სახეობას. ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ცივ და ზომიერ სარტყელებში. საქართველოში გვხვდება 2 გვარის 25 სახეობა.
იზრდებიან მთის შუა სარტყლიდან დაწყებული ნივალურ სარტყლამდე მშრალ, ღორღიან ფერდობებზე, ქვიან და ქვიშიან ადგილებზე, აგრეთვე მდინარეების და რუების ნაპირებზე, ნესტიან, კირქვიან კლდეებზე; გვხვდება ტყეებშიც. ბუჩქნარებსა და მდელოებზე ფხიჯასებრნი მთრიმლავი და დეკორატიული მცენარეებია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ღვინიაშვილი ც., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 439.