ლიეტუვის ეკონომიკა

ლიეტუვის ეკონომიკა მუდმივ ცვლილებებს განიცდიდა ლიეტუვის სახელმწიფოს განვითარების კვლადაკვალ. უკანასკნელი დიდი გარდატეხები ლიეტუვის ეკონომიკაში გამოიწვია საბჭოთა კავშირის დაშლამ 1991 წელს, რასაც ქვეყანაში ფინანსური და ეკონომიკური არასტაბილურობა მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით 1990-იანი წლების ბოლოდან ლიტვის ეკონომიკა აღმავლობას განიცდის და სტრუქტურულად ევროპის კავშირის ეკონომიკასთან ხდება ინტეგრირებული.

ლიეტუვის ეკონომიკა XX საუკუნემდე

რედაქტირება

ლიტვის დიდი სამთავროს არსებობის მანძილზე ლიეტუვური მიწები მუდამ დომინირებდნენ სლავურ მიწებზე. მიუხედავად ამისა, ლიეტუვური მიწები მუდამ აგრარულ მეურნეობაზე იყვნენ ორიენტირებლნი და თითქმის არ არსებობდა ინტენსიური სავაჭრო-სამრეწველო ურთიერთობები. რეჩ პოსპოლიტას დაარსების შემდგომ წარმოებისა და ეკონომიკის პრიმატი საბოლოოდ გადავიდა დასავლეთით, პოლონური მიწებისაკენ. ეკონომიკის სასოფლო-სამეურნეო ხასიათი ლიეტუვამ შეინარჩუნა მთელი თავისი ისტორიის მანძილზე რუსეთის იმერიის შემადგენლობაში.

ლიტვის სსრ-ს ეკონომიკა

რედაქტირება

საბჭოთა კავშირის შემადგელონლობაში ლიეტუვაში დაიწყო მასობრივი ინდუსტრიალიზაცია. ეკონომიკამ შეიძლინა დამატებითი სტიმული კლაიპედას ტერიტორიის შემოერთების შედეგად. ლიტვის სსრ-ს ეკონომიკა გეოგრაფიული და ისტორიულ-კულტურული ფაქტორების (მჭიდრო კავშირი ბელორუსიასთან და პოლონეთთან) გამო დიდწილად იყო დამოკიდებული საერთო-საკავშირო ეკონომიკაზე, ამიტომაც საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად უფრო მეტად დაზარალდა, ვიდრე მეზობელი ლატვიისა და ესტონეთის ეკონომიკები.

საბჭოთა ლიეტუვის ეკონომიკა მიეკუთვნებოდა ბალტიისპირეთის ეკონომიკურ რაიონს. მრეწველობის წამყვანი დარგები იყო:

  • მანქანათმშენებლობა და მეტალურგია
  • ქიმიური და ნავთობქიმიური მრეწველობა
  • მსუბუქი მრეწველობა
  • კვების მრეწველობა

სოფლის მეურნეობაში წამყვანი დარგები იყო რძის პროდუქტების წარმოება, მეღორეობა, მეფრინველეობა. სულ არსებობდა 282 საბჭოთა მეურნეობა და 737 კოლმეურნეობა.

დამოუკიდებლობის პერიოდის ეკონომიკა

რედაქტირება

გასული 20 წლის მანძილზე საბჭოთა გეგმიური ეკონომიკიდან თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასთან ერთად ლიეტუვამ დიდი სტრუქტურული ცვლილებები გადაიტანა. რეფორმები, მათ შორის პრივატიზაცია, ფასების რეფორმა, ახალი საბანკო და საფინანსო სისტემების შექმნა, ეკონომიკური კანონმდებლობის ცვლილებები დაიწყო 1991 წლის შემოდგომაზე. რეფორმების განხორციელების ფონზე, თავდაპირველად, ეცემოდა მწარმოებლურობა მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში. მისი დონე 1994 წელს 1989 წლის მაჩვენებლის მეოთხედამდე დაეცა. უმუშევრობა გაიზარდა 4.5%-იდან (1994 12.5%-მდე (2002)). ამას დაემატა ჰიპერინფლაცია, რომელმაც 1992 წელს დაახლოებით 1.400% შეადგინა.

დასავლეთიდან დახმარებები დაიწყო 1992 წელს, როცა ლიეტუვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი გახდა. [1993]] წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ლიეტუვას მისცა 300 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხი. 1992 წელს რუსული რუბლი ჩაანაცვლა დროებითმა ვალუტამ, ტალონმა. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის დახმარებით განხორციელდა ეკონომიკური რეფორმები, მათ შორის 1993 წელს ლიტის შემოღება. ინფლაციამ დაიწყო ნელი შემცირება და 1994 წლის 1 აპრილს დაფიქსირდა მყარი გაცვლითი კურსი აშშ დოლართან 4:1. ლიტის შემოღების შემდეგ დამყარდა სტაბილურობა და 1995 წლიდან ეკონომიკური ზრდა შეადგენდა ყოველწლიურად მინიმუმ 3.5%-ს. უკანდახევა გამოიწვია 1998 წლის რუსეთის კრიზისმა.

ლიეტუვის ეკონომიკის მომავალს განაპირობებს ინტეგრცია დასავლურ სტრუქტურებში: ნატო, ევროპის კავშირი, ევროპის საბჭო, ბალტიის ზღვის ქვეყნების კავშირი. ევროკავშირში გაერთიანებამ გააძლიერა მიგრაციული ნაკადები, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეებისა დასავლეთ ევროპის ქვეყნებისკენ (როგორებიცაა: ირლანდია, დანია, გაერთიანებული სამეფო). ეს მოვლენა ლიეტუვის სამომავლო განვითარებისთვის კონტრპროდუქტიული შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან დაკავშირებულია სამუშაო ძალების შემცირებასთან.

პრივატიზაცია

რედაქტირება

სახელმწიფო საწარმოების (მათ შორის ენერგეტიკის დარგში) პრივატიზაცია იყო პოლიტიკურად ყველაზე მგრძნობიარე თემა. პრივატიზაცია შეეხო როგორც მიწას, ასევე საწარმოებს. მიწის პრივატიზაციის შედეგად 1995 წლისთვის ყველა ფერმა (ადრინდელი საბჭოთა მეურნეობები და კოლმეურნეობები) აღმოჩნდა კერძო მესაკუთრეების ხელში.

მრეწველობის დარგში საპრივატიზაციოდ გამზადებული იყო საწარმოთა 71%. სახელმწიფომ შეინარჩუნა კონტროლი სტრატეგიულ ობიექტებზე. პრივატიზაცია ხორციელდებოდა აუქციონის ან აქციათა გაყიდვის გზით. 1992 წლამდე პრივატიზაციაში მონაწილეობის უფლება ეძლეოდათ მხოლოდ სამამულო ინვესტორებს, რომლებიც ფლობდნენ სპეციალურ ვაუჩერებს. 1995 წლისთვის გაყიდული იყო მსხვილ საწარმოთა 48% და მცირე საწარმოთა 45%.

1996 წელს დაიწყო პრივატიზაციის მეორე სტადია. 1996-1997 წლებში გაიყიდა 158 საწარმო უცხოელ ინვესტორებზე. უცხოურმა კაპიტალმე 79%-ს მიაღწია. 1999 წელს საპრივატიზაციო ნუსხაში შეიტანეს 1098 საშუალო ზომისა და 14 მსხვილი საწარმო, მათ შორის ნავთობმომპოვებელი საწარმო და სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს ცენტრი.

მთლიანი შიდა პროდუქტი

რედაქტირება

ფინანსური არასტაბილურობის გამო დამოუკიდებლობის პირველ წლებში ლიეტუვის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) იყო ყველაზე დაბალი ბალტიისპირეთში. 1989-1992 წლებში ის განახევრდა, მაგრამ 1994 წელს დაიწყო ზრდა 0.6%-ით 1998-199 წლებში რუსეთის ეკონომიკური კრიზისიდან მიღებული დარტყმების გადალახვის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნების ეკონომიკა ყვაოდა 2007-2009 წლების მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის დადგომამდე. ლიეტუვის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2007 წლამდე ყოველწლიურად 7%-ით იზრდებოდა (რეალური მაჩვენებელი). 2008 წელს მშპ-მ მიაღწია 111 მლრდ ლიტს, ანუ 32 მლრდ ევროს, რაც სამჯერ მეტია 1999 წლის მაჩვენებელზე. ეს ტოლია ერთ სულ მოსახლეზე მშპ - 33 000 ლიტი (თითქმის 10 000 ევრო). მშპ-ს 31.3%-ს ქმნის მრეწველობა, ხოლო სოფლის მეურნეობა - მხოლოდ 6.1%-ს.

ეკონომიკური წარმატებებისათვის ლიეტუვას ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებთან ერთად ბალტიური ვეფხვი ეწოდა.

ლიეტუვის მთლიანი შიდა პროდუქტი
წელი 1990 1991 1992 1993 1994 1995 1996 1997 1998 1999
მილიარდი ლიტი 0,13 0,41 3,4 11,6 16,9 26,0 32,7 40,0 44,7 43,7
მილიარდი ევრო 5,0 6,5 8,8 9,9 10,2
ერთ სულ მოსახლეზე (ლიტი) 36 112 921 3.147 4.622 7.152 9.090 11.187 12.594 12.391
ერთ სულ მოსახლეზე (ევრო) 673 980 1.383 1.814 2.471 2.803 2.901
ზრდა (რეალური, წინა წელთან შედარებით, პროცენტებში) -5,7 -21,3 -16,2 -9,8 ca. 3,5 5,1 8,5 7,5 -1,5
წელი 2000 2001 2002 2003 2004 2005 2006 2007 2008 2009
მილიარდი ლიტი 45,7 48,6 52,1 57 62,7 72,1 82,8 98,1 111,4 -
მილიარდი ევრო 12,4 13,6 15,0 16,5 18,2 20,9 24,0 28,4 32,3 -
ერთ სულ მოსახლეზე (ლიტი) 13.070 13.971 15.010 16.490 18.249 21.105 24.393 29.073 33.167 -
ერთ სულ მოსახლეზე (ევრო) 3.533 3.897 4.337 4.776 5.285 6.113 7.065 8.420 9.606 -
ზრდა (რეალური, წინა წელთან შედარებით, პროცენტებში) 4 6,7 6,9 10,2 7,4 7,4 7,8 8,9 3,2 -4,81)

სახელმწიფო ბიუჯეტი

რედაქტირება

ლიეტუვის ბიუჯეტი მოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტსა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს. ადგილობრივი თვითმმართველობების შემოსავლები წარმოადგენენ მთლიანი შემოსავლების მეექვსედს. ლიეტუვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები შემდეგნაირად ნაწილდება (2008 წელი):

  • ეკონომიკა 25%
  • სოციალური მომსახურება 12%
  • განათლება 11%
  • მართლწესრიგის დაცვა 8%
  • ჯანმრთელობის დაცვა 7%
  • თავდაცვა 6%

ინფლაცია

რედაქტირება

1990-იან წლებში დამოუკიდებლობის პირველ წლებთან ერთად ჰიპერინფლაციამ დაიწყო კლება 1993-1994 წლებიდან და 1998 წლისთვის შეადგინა 2.4%. 2002-03 წლებში ინფლაცია უმცირეს მაჩვენებლებამდე შემცირდა, ხოლო 2003 წელს აღინიშნა დეფლაცია. 2007-08 წლებში 8%-ზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლი დაფიქსირდა.

სამომხმარებლო ფასების დონის ზრდა (პროცენტებში, წინა წელთან შედარებით; დეკემბრის მონაცემები)
წელი 1993 1994 1995 1996 1997 1998 1999 2000 2001 2002 2003 2004 2005 2006 2007 2008
სულ 189 45 36 13,1 8,4 2,4 0,3 1,4 2,0 -1,0 -1,3 2,9 3,0 4,5 8,1 8,5
საკვები პროდუქტები 154 39 41 13,7 4,1 -3,7 -1,4 -1,7 6,2 -5,3 -1,9 4,8 3,5 8,1 15,5 10,9
საცხოვრებელი( ქირა და გადასახადები) 247 92 42 14,4 21,1 11,1 1,8 14,7 0,4 1,5 0,5 0,6 6,7 10,3 14,1 23,3
ჯანმრთელობა 929 56 11,6 9,9 6,5 -1,4 -3,1 -2,9 -1,1 3,8 3,8 11,1 6,1 5,9 9,1 11,7
ტელეკომუნიკაციები 79 52 74 3,7 29 32 16,9 13,6 21,1 1,9 -12,2 -1,2 -5,2 0,9 -7,3 -1,9
გასტრონომია 290 79 17,2 9,6 5,1 3,7 -0,6 -0,4 0,3 0,5 -0,2 2,3 3,3 5,1 10,8 14,2

საგარეო ვაჭრობა

რედაქტირება

1995 წლიდან 2005 წლამდე საგარეო ვაჭრობა გაორმაგდა და 2005 წლისთვის ექსპორტმა შეადგინა 12.46 მლრდ ევრო, ხოლო იმპორტმა 13.2 მლრდ ევრო. ექსპორტის ზრდის ტემპი 2005 წლისთვის იყო 27.1%, ხოლო იმპორტისა - 25%. უარყოფითი სავაჭრო სალდო შეადგენს 1.31 მლრდ ევროს, თუმცა ის ყოველწლიურად მნიშვნელოვნად მცირდება. ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: შვეიცარია, რუსეთი (მისი საექსპორტო წილი 25%-დან შემცირდა 10%-მდე 1996-2005 წლებში) და გერმანია. ძირითადი საიმპორტო ქვეყნებია რუსეთი და გერმანია.

საბანკო სექტორი

რედაქტირება

საბჭოთა პერიოდში საბანკო საქმე ეკონომიკის განვითარებულ სექტორებს მიეკუთვნებოდა. 1990 წლამდე ლიეტუვის ტერიტორიაზე 7 ბანკი მოქმედებდა. გარდაქმნის პერიოდიდან დაიწყო საბანკო სექტორის ლიბერალიზაცია. დამოუკიდებლობის გამოცხადებას ტალღასავით მოჰყვა კერძო საკრედიტო ინსტიტუტების დაარსება და მანამდე არსებული სახელმწიფო საკრედიტო ინსტიტუტების პრივატიზაცია. პრივატიზებულ ბანკთა შორის უკანასკნელი იყო ლიეტუვის შემნახველი სალარო, Lietuvos taupomasis bankas, რომელიც დღეს ჰანზაბანკის სახელით მოქმედებს.

ცენტრალური ბანკის ფუნქციას ასრულებს ლიეტუვის ბანკი, რომელიც ცენტრალური ბანკების ევროპული სისტემის წევრია. საბანკო რეგულირებების სფეროში გადაწყვეტილებების ნაწილი მიიღება ევროპის ცენტრალური ბანკის (ეცბ) დონეზე. ეცბ-ს გენერალური საბჭო აძლევს რეკომენდაციებს ლიეტუვას ლურსის გამყარების თაობაზე, ასევე ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შესახებ.[1] 2002 წლიდან ლიეტუვის ვალუტა დამოკიდებულია ევროზე, მანამდე ასეთი დამოკიდებულება არსებობდა აშშ დოლარის მიმართ. 2006 წლის დეკემბერში ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, გადადოს ბალტიისპირეთის ქვეყნებში ევროს შემოღება 2010 წლამდე მაღალი ინფლაციის გამო.[2]

დღესდღეობით ლიეტუვურ ბაზარზე აქტიურობენ სკანდინავიური და გერმანული ბანკები. ყველა ლიეტუვური ბანკის კაპიტალი შეადგენს 44.8 მლრდ ლიტს (2005). უცხოური კაპიტალის წილი საბანკო სექტორში შეადგენს 90%-ს.[3]. საბანკო ოპერაციების წარმოებაზე ლიცენზიას ფლობს 9 ადგილობრივი ბანკი, 8 უცხოური ბანკის ფილიალი და წარმომადგენლობა, 66 საკრედიტო კავშირი და ევროკავშირის 124 ბანკი, რომლებიც ახორციელებენ ტრანსსასაზღვრო საბანკო მომსახურებებს ფილიალებისა და წარმომადგენლობების გახსნის გარეშე.

  1. ლიეტუვის ბანკის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2009-06-30.
  2. ჟურნალი ექსპერტი, 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-29. ციტირების თარიღი: 2009-06-30.
  3. ჟურნალი საბანკო საქმე, 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-29. ციტირების თარიღი: 2009-06-30.