ლეშკიკილე
უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში
ლეშკიკილე — უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ განშტოების ზესხოს ქედზე, მდინარეების ცხენისწყლისა და ზესხოს წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2600 მ. ლეშკიკილეს მიდამო აგებულია იურული ფიქლებით და ქვიშაქვებით, შემოსილია ალპური მდელოებით. სოფელ ცანას აკავშირებს შარივცეკის და ვაციწვერის უღელტეხილების მისადგომებთან.
ლეშკიკილე | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2600 მ |
ქედი | ზესხოს ქედი |
ამგებელი ქანები | იურული ფიქალი და ქვიშაქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 208.