ლეფონა — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (კინდღის თემი), შავიზღვისპირა დაბლობზე. ზღვის დონიდან 50 მ, ოჩამჩირიდან 26 კმ, აძუბჟიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 8 კმ.[1] სახელწოდება ქართულია. მეგრულად ლეფონი ხე-მცენარის — ლაფნის სახელია, -ონა სუფიქსი კი მეგრულში კრებითობას გამოხატავს, ე. ი. სადაც მრავლად ხარობს ლეფონი (ლაფანი). 1930 წელს კინდღის თემში შედიოდა.[2] 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[3]

სოფელი
ლეფონა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
თემი კინდღი
კოორდინატები 42°47′09″ ჩ. გ. 41°18′51″ ა. გ. / 42.78583° ჩ. გ. 41.31417° ა. გ. / 42.78583; 41.31417
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ლეფონა — საქართველო
ლეფონა
ლეფონა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ლეფონა
  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 203.
  2. ბ. ხორავა,  პ. ცხადაია, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2016. — გვ. 120.
  3. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-01. ციტირების თარიღი: 2011-05-07.