აძიუბჟა

(გადამისამართდა გვერდიდან აძუბჟა)

აძიუბჟა[1][2], აძუბჟა[3], აძვიბჟა (აფხ. Аӡҩыбжьа́) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, მდინარე კოდორის მარცხენა ნაპირას, სამურზაყანოს დაბლობზე. თემის ცენტრი (სოფლები: ახალდაბა, ახივაა, ბალანი, ბაღლანი, დოპოუქითი, კუდრახუქი, წყურგილი, ჯობრია). ზღვის დონიდან 40 მ, შავი ზღვიდან 5 კმ, ოჩამჩირიდან 29 კმ.

სოფელი
აძიუბჟა
აფხ. Аӡҩыбжьа

აძიუბჟის ეკლესია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
თემი აძიუბჟა
კოორდინატები 42°50′43″ ჩ. გ. 41°10′38″ ა. გ. / 42.84528° ჩ. გ. 41.17722° ა. გ. / 42.84528; 41.17722
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
აძიუბჟა — საქართველო
აძიუბჟა
აძიუბჟა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
აძიუბჟა

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

სოფელში მდებარეობს გვიანი შუა საუკუნეების აძიუბჟის ეკლესია მარმალაბაა[4].

სოფლიდან კოდორის მიმართულებით 3 კმ-ში მდებარეობს სალოცავი — მარმალაბაა. [წყარო არ არის მითითებული 1411 დღე]