ლელო საქართველოსთვის
ლელო საქართველოსთვის — ცენტრისტული პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც 2019 წლის 22 დეკემბერს დაფუძნდა. არის ევროკავშირის ALDE-ს პარტიათა ალიანსის სრულფასოვანი წევრი.
ლელო საქართველოსთვის | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ხელმძღვანელობა | |
თავმჯდომარე | მამუკა ხაზარაძე |
გენერალური მდივანი | ბადრი ჯაფარიძე |
ისტორია | |
დაფუძნდა | 22 დეკემბერი, 2019 |
წინამორბედი | |
პოზიციები | |
იდეოლოგია |
ლიბერალიზმი პროევროპულობა |
პოლიტიკური პოზიცია | ცენტრიზმი |
საერთაშორისო კავშირები | |
ევროპული აკრედიტაცია | ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის[1] |
წარმომადგენლობითობა | |
პარლამენტი |
9 / 150 |
საკრებულოები |
29 / 2 068 |
თბილისის საკრებულო |
2 / 50 |
ფერები | |
lelo9.ge |
ისტორია
რედაქტირებაპოლიტიკური გაერთიანება ლელო საქართველოსთვის 2019 წლის 22 დეკემბერს დაფუძნდა, როდესაც საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“, შენების მოძრაობა და ახალი მემარჯვენეები გაერთიანდა. ლელოსთან გაერთიანების შემდეგ ორივე პარტიამ არსებობა შეწყვიტა.[2] პოლიტიკური გაერთიანების დაფუძნებას წინ უძღვოდა მამუკა ხაზარაძის მიერ 2019 წლის ზაფხულში საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დაარსება.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ მიიღო 3,15%, რაც იმას ნიშნავდა, რომ პარტიამ გადალახა 1%-იანი საარჩევნო ბარიერი და პარლამენტში 4 დეპუტატი გაიყვანა (მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი და ანა ნაცვლიშილი), თუმცა პარტიის შეფასებით არჩევნები გაყალბდა და ამიტომ ლელოს წევრებმა მეათე მოწვევის პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს,[3] რომელიც თითქმის 5 თვე გაგრძელდა. 2021 წლის 19 აპრილს, ევროკავშირის პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით, ოპოზიციის ნაწილსა და ქართულ ოცნებას შორის შეთანხმება შედგა, რის შედეგადაც 12 ოპოზიციონერი დეპუტატი, მათ შორის ლელოს 4 წევრი, პარლამენტში შევიდა.[4]
2024 წლის 3 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პარტიამ ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილ „ქართულ ქარტიას“.[5]
იდეოლოგია
რედაქტირება„ლელო“ ცენტრისტულ პოლიტიკურ პოზიციებს იკავებს. ხაზარაძის თქმით, ბიზნესი უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფოს ჩარევისაგან. იმავე დროს, ლელო: „ემხრობა ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას, ღირსეულ და დაცულ შრომას, მინიმალური ხელფასის დაწესებას, ბავშვთა შიმშილის დამარცხებას, განვითარებაზე ორიენტირებულ სახელმწიფოს და მწვანე პოლიტიკას“.[6]
ლიდერები
რედაქტირებაპოლიტიკურ გაერთიანებას მართავს პოლიტიკური საბჭო[2]
- პარტიის თავმჯდომარე — მამუკა ხაზარაძე
- პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე — ბადრი ჯაფარიძე
- გენერალური მდივანი — ირაკლი კუპრაძე
- საგარეო მდივანი — გრიგოლ გეგელია
- პოლიტიკური მდივანი — სალომე სამადაშვილი
- აღმასრულებელი მდივანი — დეა მეტრეველი
- საპარლამენტო მდივანი — ლანა გალდავა
შედეგები არჩევნებში
რედაქტირებასაპარლამენტო
რედაქტირებაარჩევნები | ხმები | % | მანდატები | +/– | სტატუსი | კოალიცია |
---|---|---|---|---|---|---|
2020 | 60 712 | 3,15 | 4 / 150 |
ახალი | ოპოზიცია | დამოუკიდებელი |
2024 | 182 922 | 8,81 | 9 / 150 |
5 | ოპოზიცია | ძლიერი საქართველო |
ადგილობრივი
რედაქტირებაარჩევნები | ხმები | % | მანდატები | +/– |
---|---|---|---|---|
2021 | 47 861 | 2,71 | 27 / 2 068 |
ახალი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ჩიჩუა, ნინო (2 ივნისი, 2022). „„ლელო“ და „გირჩი — მეტი თავისუფლება“ ALDE-ს წევრები გახდნენ“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 2.0 2.1 „მამუკა კაციტაძე - მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, პარტია „ახალი მემარჯვენეები“ არსებობას წყვეტს“. 1TV. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „ლელო პარლამენტში არ შედის“. formulanews.ge. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ https://civil.ge/ka/archives/416446
- ↑ 17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი | "ქართულ ქარტიაზე" ხელმოწერები დასრულდა
- ↑ „თავისუფალი ბაზარი და ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა თავსებადია — გრიგოლ გეგლია“. On.ge. 24 დეკემბერი, 2019. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)