სალომე სამადაშვილი
სალომე სამადაშვილი (დ. 2 აპრილი, 1976, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ[1]) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს 3 მოწვევის (2004, 2016, 2020) პარლამენტის წევრი.
სალომე სამადაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 2 აპრილი, 1976 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
განათლება | Allegheny College |
ეროვნება | ქართველი |
პარტია |
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (2016-2021) „ლელო საქართველოსთვის“ (2022-დღემდე) |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, იურისტი |
ჯილდოები | |
ბიოგრაფია
რედაქტირებასალომე სამადაშვილი დაიბადა 1976 წლის 2 აპრილს. მან დაამთავრა ალეგენის კოლეჯი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი და ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტი. 2024 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საქართველოს უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების დარგში.
1999-2001 წლებში იყო ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორის თანაშემწე, 2000-2001 წლებში — „კარანა კორპორაციის“ კონსულტანტი სამართლებრივი რეფორმის დარგში, 2001-2002 წლებში — ვაშინგტონის საერთაშორისო განათლებისა და ხელოვნების ცენტრის პროგრამის სპეციალისტი, 2002-2004 წლებში — აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამის ხელმძღვანელი (საქართველო, ყირგიზეთი), 2004-2005 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2005-2013 წლებში — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი. იგი ზედამხედველობდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების წარმატებულ მოლაპარაკებებს. 2011 წლის 23 ნოემბერს ის საქართველოს წინაშე გამორჩეული სამსახურისთვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდა.
2013-2014 წლებში იგი იყო ვილფრედ მარტენსის ევროპული კვლევების ცენტრის საპატიო მოწვეული მკვლევარი, 2015 წელს იყო აშშ-ს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ლიბიის მმართველობის პროგრამის დირექტორი (მალტა-ტრიპოლი, ლიბია). 2016 წლიდან იგი არის არასამთავრობო ორგანიზაციის „სტრატეგიული კომინიკაციისა და დემოკრატიის ცენტრი“ და საკონსულტაციო ფირმის „Samadashvili International Consultants“ დამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი. სალომე სამადაშვილი არის საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2017 წლიდან იკავებდა პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის პოსტს. 2017 წლის 13 თებერვლიდან იყო საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[2] 2021 წლის 12 მაისს ოფიციალურად დატოვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.[3] 2022 წლის 2 თებერვალს, სალომე სამადაშვილი შეუერთდა პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ და პარტიის პოლიტიკური მდივანი გახდა.[4]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სალომე სამადაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- სალომე სამადაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სალომე სამადაშვილი — ქონებრივი დეკლარაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-29. ციტირების თარიღი: 2020-10-16.
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
- ↑ სალომე სამადაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა (2021-05-12).
- ↑ „სალომე სამადაშვილი ლელოს პოლიტიკური მდივანი გახდა“. Civil.ge. 2 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 14 ივლისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)