ვილჰელმ ფონ ლეები

(გადამისამართდა გვერდიდან ლეები, ვილჰელმ ფონ)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რაინდი ვილჰელმ ფონ ლეები (გერმ. Wilhelm Ritter von Leeb) (დ. 5 სექტემბერი 1876, ლანდსბერგ-ამ-ლეხი — გ. 29 აპრილი 1956, ფიუსენი) — გერმანელი სამხედრო მოღვაწე, «ვერმახტის» გენერალ-ფელდმარშალი და არმიათა დაჯგუფების სარდალი მეორე მსოფლიო ომის დროს. მისი უმცროსი ძმა იყო არტილერიის გენერალი ემილ ლეები (1881—1969).

რაინდი ვილჰელმ ფონ ლეები

ბიოგრაფია

რედაქტირება
  • 1876 : 5 სექტემბერიბავარიელი მაიორს ადოლფ ლეებს და მის მეურლეს კათარინას შეეძინათ ვაჟი ვილჰელმი.
  • 1895 : ივლისი — ვილჰელმ ლეები სამხედრო სამსახურში შევიდა და ჩაირიცხა მე-4 საველე-საარტილერიო პოლკ "კიონიგის" რიგებში, რომელიც სტაციონირებული იყო აუგსბურგში. თავისი ნიჭის წყალობით ლეებმა მალე ბრწყინვალე სამხედრო კარიერა გააკეთა.
  • 1897—1911 : გაიარა ყველა სამხედრო საფეხური ჰაუპტმანის რანგამდე.
  • 1900—1901 : ბოქსერთა აჯანყებასთან დაკავშირებით ჩინეთმა ომი გამოუცხადა ევროპის მთელ რიგ ქვეყნებს. ლეები ჩინეთის წინააღმდეგ ომში აღმოსავლეთ აზიური საველე-არტილერიის პოლკის 1-ლი სამთო ბატარეის ოცმეთაური იყო.
  • 1903—1906 : განათლებას იღებდა მიუნხენის სამხედრო აკადემიაში.
  • 1907—1911 : მსახურობდა ოფიცრად გენერალურ შტაბში.
  • 1912 : ლეებმა იქორწინა მარია შროტზე, ბავარიელი კავალერიის გენერლის ასულზე.
მარტი — იგი დაინშნა მე-10 საველე-საარტილერიო პოლკის ბატარეის მეთაურად ერლანგენში.
  • 1915 : გაზაფხულიდან ლეები,როგორც 11-ე ბავარიული ინფანტერიის დივიზიის გენშტაბის 1-ლი ოფიცერი მონაწილეობას იღებდა პირველი მსოფლიო ომის თითქმის ყველა დიდ ბრძოლაში.
  • 1916 : მიენიჭა მაიორის სამხედრო წოდება.
ლეები დაჯილდოებულ იქნა ბავარიული "მაქს-იოზეფის სამხედრო ორდენით". ამ ორდენის კავალერობით მას ავტომატურად მიენიჭა "რაინდის" (გერმ. Ritter) ტიტული. ეს ტიტული მემკვიდრეობით არ გადაიცემა.
  • 1918 : ვილჰელმ ფონ ლეებს დაევალა სამხედრო-ისტორიული კვლევების ჩატარება.
  • 1919 : იგი ერთ-ერთი ფრაიკორპსის წევრი გახდა.
  • 1919—1930 : ვაიმარის რესპუბლიკის ხანაში ლეები «რაიხსვერში» მსახურობდა და გენერალ-ლეიტენანტის ჩინამდე მიაღწია.
  • 1919—1921 : მუშაობდა რაიხსვერის სამინისტროს რეფერანტის თანამდებობაზე.
  • 1921—1923 : მას ეჭირა II სამხედრო ოლქის (ქ. შტეტინი) შტაბის შეფის თანამდებობა.
  • 1923—1924 : მსახურობდა ქალაქ მიუნხენში VII სამხედრო ოლქის შტაბის შეფად.
  • 1924—1928 : მეთაურობდა მე-7 საარტილერიო პოლკის ერთ-ერთ განყოფილებას, შემდეგ კი მთლიანად პოლკს.
  • 1930—1933 : ვილჰელ ფონ ლეები მიუნხენში სტაციონირებული დივიზიის მეთაური იყო.
  • 1933 : ნსდაპ-ის ხელისუფლებაში მოსვლას იგი სკეპტიკურად შეხვდა.
  • 1933—1938 : ლეები მე-2 არმიათა ჯგუფის მეთაურთა უმაღლესი სარდალი იყო (ქ. კასელი).
  • 1934 : იანვარი — მიენიჭა არტილერიის გენერლის სამხედრო წოდება.
  • 1938 : ლეებმა გამოაქვეყნა ნაშრომი "თავდაცვა" (გერმ. "Die Abwehr"), რომლისთვისაც მაშინ საზოგადოებას დიდი ყურადღება არ მიუქცევია, თუმც დღეისათვის ეს ნაშრომი სამხედრო-თეორეტიკოსთა ერთ-ერთი სამაგიდო წიგნია.
თებერვალიბლომბერგ-ფრიჩის-სკანდალთან დაკავშირებით ვილჰელმ ფონ ლეები სამსახურიდან დაითხოვეს, რამაც კიდევ უფრო გაადიდა კონსერვატორ-კოთოლიკე ლეების დისტანცია ნაცისტურ ხელისუფლებასთან.
ოქტომბერი — ლეები ჰიტლერმა სამხედრო სამსახურში დააბრუნა და მან მონაწილეობა მიიღო ზუდეტების აღებაში.
ნოემბერი — მას გენერალ-პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიანიჭეს.
24 ივნისი — ლეები დაჯილდოვდა რკინის ჯვრის რაინდის ჯვრით.
19 ივლისი — მას მიენიჭა გენერალ-ფელდმარშლის სამხედრო წოდება.
5 სექტემბერი — 65 წლის იუბილეზე ადოლფ ჰიტლერმა იგი 250 000 რაიხსმარკით დაასაჩუქრა.
  • 1941—1942 : ზამთარი — მიუხედავად საწყისი წარმატებისა ბალტიისპირეთში ლეებმა ვერ შეძლო ლენინგრადის აღება. ჰიტლერმა მის მიერ შეთავაზებული სტრატეგიული უკანდახევის გეგმა უარყო, რამაც უარყოფითად იმოქმება ამ ორი პიროვნების ურთიერთობაზე.
  • 1942 : იანვარიმოსკოვთან დამარცხების შემდეგ ჰიტლერმა მთელი რიგი გენერლებისა თანამდებობებიდან მოხსნა. ლეებმა პირადად სთხოვა გათავისუფლება ჰიტლერს, რაც დააკმაყოფილეს და იგი ჰეერის მთავარსარდლობის (გერმ. Oberkommandos des Heeres) რეზერვში გადაიყვანეს. ამიერიდან მას აქტიური სამხედრო როლი აღარ უთამაშია.
  • 1944 : 13 ივლისი — ლეებმა გადაწყვიტა 638 000 რაიხსმარკად დიდი მამულის ყიდვა ბავარიაში, თუმც ჰიტლერმა მას დაასწრო და ეს მამული საჩუქრად გადასცა.
  • 1945 : 2 მაისიგერმანიის კაპიტულაციამდე რამდენიმე დღით ადრე ამერიკელმა ჯარისკაცებმა ვილჰელ ფონ ლეები სამხედრო პატიმრობაში აიყვანეს.
  • 1948 : 27/28 ოქტომბერი - სამხედრო დანაშაულის შემცველი ბრძანებების გატარებისათვის ლეებს ნიურნბერგის ტრიბუნალზე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და რაკი 3 წელი ის უკვე პატიმრობაში იჯდა იგი მომდევნო დღესვე გაათავისუფლეს. მიუხედავად იმისა, რომ ტრიბუნალზე შეცდომა მოხდა და ლეები მცდარი საბუთების გამო გაასამართლეს პროცესი მაინც მართებულად იქნა აღიარებული, თუმც ლეების დანაშაული დამტკიცებულ ვერ იქნა.
  • 1954 : იგი ბავარიული "მაქს-იოზეფის-სამხედრო ორდენის" გროსკანცლერად აირჩიეს.
  • 1956 : 29 აპრილი — რაინდი ვილჰელ ფონ ლეები ჰოენშვანგაუში (ფიუსენთან) გარდაიცვალა.
  • 1976 : მისი ჩანაწერების მიხედვით გამოქვეყნებულ იქნა წიგნი "ორი მსოფლიო ომის დღიურის ჩანაწერები და სამხედრო მდგომარეობის განსჯა".



სტატიაში გამოყენებულია "Deutsches Historisches Museum"-ის მასალები.