ლარისა ამირი
ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს მიმოზა. გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი. თარგის ჩასმის თარიღი: 2024-11-8. სტატიის აქტიური დამუშავების დაწყების თარიღიდან გავიდა 26 დღე. მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}} |
ლარისა ამირი (ებრ. לריסה עמיר), დ. 1966) — ისრაელელი მწერალი და პოლიტიკოსი, რეპატრირებული სსრკ-დან, ისტორიკოსი, ფილოსოფიის დოქტორი, პარტია „სამართლიანობის“ ლიდერი 2019 წლიდან.
ბიოგრაფია
რედაქტირებალარისა ამირი დაიბადა 1966 წელს. დაამთავრა მოსკოვის 57-ე სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა და წარმატებით დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და ნიადაგმცოდნეობის ფაკულტეტზე. ის ისრაელში ემიგრაციაში წავიდა 1989 წელს მეუღლესთან ვენიამინ (ბინიამინ) ვინიკოვთან ერთად[2].[1] მუშაობდა ისრაელის ღია უნივერსიტეტში კურსის რედაქტორად.[1]
ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს პარტიებისა და პოლიტიკური მოძრაობების რეგისტრატორმა, ეიალ გლობუსმა, 2019 წელს „სამართლიანობის“ პარტიას ლარისა ამირის სახელით უფლებამოსილება მისცა გაევლო რეგისტრაცია, რომლის ერთ-ერთი მიზანი „იგალ ამირის კანონის“ შეცვლა იყო — კანონმდებლობა, რომელიც ბლოკავდა მისი მეუღლის, იგალ ამირის გათავისუფლებას, რომელიც სასჯელს იხდიდა ისრაელის პრემიერ მინისტრის იცხაკ რაბინის მკვლელობისთვის 1995 წელს.[2]
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტიის დისკვალიფიკაცია მოახდინა. ისრაელის უზენაესმა სასამართლომ კი გააუქმა საარჩევნო კომისიის ეს გადაწყვეტილება.[3] „სამართლიანობის“ პარტია მონაწილეობდა 2020 და 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
1999 წელს მან თანაავტორ მეუღლესთან, ვენიამინ ვანიკოვთან ერთად, გამოაქვეყნა რომანი „სარკე პრინცისთვის“.[4]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებალარისა ამირის პირველი ქმარი იყო ვენიამინ (ბინიამინ) ვანიკოვი , რომელთანაც განქორწინდა 2003 წელს. პირველი ქორწინებიდან ჰყავს ოთხი შვილი.
მან იგალ ამირი მიმოწერით გაიცნო და დადიოდა ციხეში მის სანახავად.[5] 2004 წლის იანვარში მან, იგალ ამირთან ქორწინების მოთხოვნით, რომელიც 2003 წლიდან რამლას აიალონის ციხის სამარტოო საკანში იმყოფებოდა, მიმართა შესაბამის უწყებას. აპრილში საქმე თელ-ავივის რაიონულ სასამართლოს გადაეცა. აგვისტოში ლარისამ და იგალ ამირმა მინდობილი პირის საშუალებით იქორწინეს ისრაელის მთავარი რაბინის თანდასწრების გარეშე. 2005 წლის ივლისში რაბინულმა სასამართლომ დაადასტურა ქორწინება. 2006 წელს იგალი გადაიყვანეს რიმონიმის ციხეში ქალაქ თელ-მონდში, ისრაელის გენერალურმა პროკურორმა მენაჰემ მაზუზმა აღიარა ქორწინება, მეუღლეებს მიეცათ ვიზიტების უფლება და მათ მოითხოვეს ინ-ვიტრო განაყოფიერება. 2006 წლის ბოლოს იგალს გრძელვადიანი ვიზიტების უფლება მიეცა. 2007 წლის 28 ოქტომბერს ლარისას ვაჟი შეეძინა. უზენაესი სასამართლოს ნებართვით, 2007 წლის 4 ნოემბერს ციხეში ჩატარდა ებრაელთა წინადაცვეთის ცერემონია (ბრიტ-მილა), რის შემდეგაც შვილს ინონ ელია შალომი დაარქვეს.[6]
ლარისას ერთ-ერთი ქალიშვილი, ავიტალი, 2010 წელს დაქორწინდა ამიტა ამირზე, იგალ ამირის უმცროს ძმაზე.
რეჟისორმა ჰერც ფრანკმა გადაიღო თავისი უკანასკნელი დოკუმენტური ფილმი „შიშის ზღურბლზე“ ლარისა და იგალ ამირების ქორწინების შესახებ. 2013 წელს ფრენკის გარდაცვალების შემდეგ, ფილმი დაასრულა მისმა თანაავტორმა, რეჟისორმა მარია კრავჩენკომ. ფილმის პრემიერა შედგა 2014 წლის 9 დეკემბერს რიგაში, რუსული დოკუმენტური კინოს ფესტივალზე „Artdocfest“.[7][5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Асадова, Наргиз, Во глубине еврейских руд, Коммерсантъ Власть, 2005, № 28, გვ. 40, დაარქივებულია ორიგინალიდან (20 მარტი, 2017)
- ↑ Лариса Амир зарегистрировала партию «Мишпат Цедек». Комментарий. NEWSru.com (2019-12-30). ციტირების თარიღი: 2021-03-18
- ↑ Лариса Амир зарегистрировала партию «Мишпат Цедек». Комментарий. NEWSru.com (2019-12-30). ციტირების თარიღი: 2021-03-18
- ↑ Трембовлер, Лариса, Зеркало для принца : Роман / Лариса Трембовлер, Вениамин Ванников, М. ; Иерусалим: Мосты культуры ; Гешарим, 1999. — გვ. 444, ISBN 5-93237-011-0 Invalid ISBN.
- ↑ 5.0 5.1 Рыковцева, Елена. (2014-11-20) Антигосударственный элемент. Радио «Свобода». ციტირების თარიღი: 2021-03-18
- ↑ Убийца израильского премьера присутствовал на обрезании своего сына. РИА Новости (2007-11-05). ციტირების თარიღი: 2021-03-18
- ↑ На российском кинофестивале состоится премьера фильма о жене убийцы Ицхака Рабина. jewish.ru (2014-12-09). ციტირების თარიღი: 2021-03-18