ლადაქის ქედი
ლადაქის ქედი — ქედი ჰიმალაის ჩრდილოეთით, მდინარე ინდის აუზის ზემოთში. სიგრძე 600 კილომეტრზე მეტი, სიმაღლე 7728 მეტრამდე (მთა გურლამანდჰატა). უმთავრესად აგებულია გნაისებით, გრანიტებით, აგრეთვე დანალექი ქანებით. ჭარბობს კლდოვანი დაკბილული მწვერვალები, 5500-5700 მეტრ სიმაღლეზე მოსწორების ზედაპირებია. თხემურ ნაწილში მრავალი მყინვარია. სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე გავრცელებულია მეჩხერი ბუჩქნარი, ტანდაბალი ტირიფი და კედარი; ჩრდილო-აღმოსავლეთით გაბატონებულია ცივი უდაბნოს ლანდშაფტი.
ლადაქის ქედი | |
---|---|
ლადაქის ქედი | |
კოორდინატები: 33°24′ ჩ. გ. 78°27′ ა. გ. / 33.400° ჩ. გ. 78.450° ა. გ. | |
ქვეყანა | ინდოეთი |
უმაღლესი წერტილი | გურლამანდჰატა |
სიმაღლე | 7728 მ |
სიგრძე | 600 კმ |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 100.