ფუტურიზმი

(გადამისამართდა გვერდიდან კუბოფუტურიზმი)

ფუტურიზმიავანგარდისტული მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში. წარმოიშვა XX საუკუნის დასაწყისში იტალიაში.

უმბერტო ბაჩონი

ფუტურიზმი რეალისტური ხელოვნების უარყოფის საფუძველზე შეიქმნა 1907—1909 წლებში იტალიაში. ფუტურისტული ხელოვნების მიზანი არის არა გარემომცველი სინამდვილის ასახვა და შეცნობა, არამედ ახალი რეალობის შექმნა.

ფუტურიზმი ავანგარდისტულ მიმდინარეობებს შორის ყველაზე რადიკალურია. ფუტურიზმის პირველი (1909 წ.) და მეორე მანიფესტის (1910 წ.) ავტორია ავანგარდიზმი ფილიპო ტომაზო მარინეტი. მანიფესტში ხაზგასმულია მოძრაობისა და სიჩქარის სილამაზე, საფრთხისა და ამბოხის სიყვარული. ომი მიჩნეულია სამყაროს დასუფთავების საშუალებად. მარინეტი პოეზიაში მოითხოვდა სიტყვათა თავისუფლებას, განცდისა და გამოხატვის თანადროულობას, პუნქტუაციის რღვევას, სინტაქსის უარყოფას.

ფუტურისტები აცხადებენ, რომ თანამედროვე ცხოვრებას მეტყველების მხოლოდ ტელეგრაფიული სტლი უხდება: წყვეტილი სიტყვები, ამოძახილები, ზმნების გამოტოვება, მრავალწერტილი. ყოველივე ეს დაძაბული ნერვული მდგომარეობის და დინამიზმის გამოხატვის საშუალებაა.

ფუტურისტები უარყოფდნენ მთელ კლასიკურ მემკვიდრეობას. მათი აზრით ფუტურისტული სურათის ან ნაწარმოების მშვენიერება რომ გაიგო, საჭიროა ადამიანის სული განიწმინდოს, გონება გათავისუფლდეს წარსულის კულტურის გადმონაშთებისგან.

რუსულ ლიტერატურაში ფუტურიზმი კუბოფუტურიზმის სახელით შევიდა. მისი წარმომადგენლები არიან ვლადიმერ მაიაკოვსკი, კაზიმირ მალევიჩი და ა.შ.

ფუტურიზმმა გამოძახილი ჰპოვა ქართულ ლიტერატურაშიც. 1924 წელს საქართველოში დაარსდა პირველი ფუტურისტული ჟურნალი H2SO4.

ფუტურისტი მხატვრები, ჯაკომო ბალლა, უმბერტო ბოჩონი, კარლო კარა, ჯინო სევერინი, ლუიჯი რუსოლო იყენებენ დივიზიონისტურ ტექნიკას და კუბისტურ ელემენტებს, ერთმანეთში ურევენ ფორმებს, რიტმებს, ფერებსა და შუქ-ჩრდილებს რათა დინამიკური შეგრძნება, სულიერი მდგომარეობისა და ხილული სამყაროს მრავალგვარი სტრუქტურების თანადროულობა გამოხატონ.

ფუტურისტები

რედაქტირება
 
მაიაკოვსკის აგიტპროპ პოსტერი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება