ჯინო სევერინი
ჯინო სევერინი (დ. 7 აპრილი, 1883, კორტონა, ტოსკანა — გ. 27 თებერვალი, 1966, პარიზი) — იტალიელი ფერმწერი. პირველი ფერწერული ტილოები შექმნა 1901 წელს, როდესაც დაუახლოვდა უ. ბოჩონისა და ჯ. ბალას. 1906 წლიდან ცხოვრობდა პარიზში. იყო ფუტურიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1910-იან და სიცოცხლის ბოლო წლებში ახლოს იყო აბსტრაქტულ ხელოვნებასთან. 1910-იანი წქლების დასასრულსა და 1930-იან წლებში კუბიზმთან.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 267.