კონსტრუქციული ექსპრესიონიზმი
კონსტრუქციული ექსპრესიონიზმი (ინგლ. Structural Expressionism) — სტილი მოდერნისტულ არქიტექტურაში, რომელშიც შენობის შიდა კონსტრუქციული ელემენტები გამოსახულია მის გარეგნობაში. სტილი 1960-იან წლებში ჩაისახა, თუმცა პოპულარული მხოლოდ 1980-იან წლებში გახდა. ბრუტალიზმის მსგავსად კონსტრუქციული ექსპრესიონიზმის შენობებში გამოაშკარავებულია მათი სტრუქტურა, როგორც გარეთ, ისე შიგნითაც, თუმცა ვიზუალური აქცენტი გაკეთებულია შიდა ფოლადის და/ან ბეტონის ჩონჩხის კონსტრუქციაზე ექსტერიერის ბეტონის კედლების ნაცვლად. ამ სტილს ზოგჯერ „ჰაი-ტექ“ მოდერნიზმსაც უწოდებენ. სტილის ერთ-ერთი პირველი გამომყენებელი ბრიტანელი არქიტექტორი ნორმან ფოსტერია, რომლის ნამუშევრებმა მას ლორდის წოდება მოუტანა.
ამ სტილის შენობები, როგორც წესი, შედგება წმინდა მინის ფასადისგან, რომლის უკან გამოჩენილია შენობის საყრდენი კარკასის ქსელი. ამ სტილში აგებული ყველაზე განთქმული და ადვილად ცნობადი შენობა ეკუთვნის ჩინელ არქიტექტორ იუჰ მინ პეის - ჩინეთის ბანკის ტაუერი ჰონგ-კონგში.
ცნობილი ნიმუშები
რედაქტირება- Irvine Company-ს შტაბ-ბინა, ნიუპორტ-ბიჩი, კალიფორნია, აშშ (უ. პერეირა, 1968)
- ჯონ ჰენკოკის ცენტრი, ჩიკაგო, აშშ (ფაზლურ ხანი, 1969)
- მსოფლიო სავაჭრო ცენტრი, ნიუ-იორკი, აშშ (იამასაკი მინორუ, 1971) (დაინგრა 2001)
- პომპიდუს ცენტრი, პარიზი, საფრანგეთი (რენცო პიანო და რ. როჯერსი, 1977)
- HSBC ჰონგ-კონგის სათავო ოფისის შენობა, ჰონგ-კონგი (ნ. ფოსტერი, 1985)
- ლოიდს ბილდინგი, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო (რ. როჯერსი, 1986)
- ჩინეთის ბანკის ტაუერი, ჰონგ-კონგი (ი. მ. პეი, 1989)
- ჰოტელ არტსი, ბარსელონა, ესპანეთი (სკიდმორი, ოვინგსი და მერილი, 1992)
- გერკინი, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო (ნ. ფოსტერი, 2003)
- ჰერსტ ტაუერი, ნიუ-იორკი, აშშ (ნ. ფოსტერი, 2004)
არქიტექტურის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები არქიტექტურასა და ურბანიზმზე. |