რენცო პიანო

(გადამისამართდა გვერდიდან პიანო, რენცო)

რენცო პიანო (იტალ. Renzo Piano; დ. 14 სექტემბერი, 1937, გენუა, იტალია) — იტალიელი არქიტექტორი.

რენცო პიანო
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 14 სექტემბერი, 1937(1937-09-14)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (87 წლის)
დაბ. ადგილი გენუა[9]
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი[10] [11] [12] და პოლიტიკოსი[13]
მოქალაქეობა  იტალია[14]
ალმა-მატერი მილანის ტექნიკური უნივერსიტეტი
პერიოდი 2013
მნიშვნელოვანი პროექტები The Shard, კანსაის საერთაშორისო აეროპორტი, სან ნიკოლა, Intesa Sanpaolo Building, Vulcano Buono, მორგანის ბიბილოთეკა და მუზეუმი, პომპიდუს ცენტრი, კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემია, Pinacoteca Giovanni e Marella Agnelli, Botin Centre, FDP და École normale supérieure Paris-Saclay
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი, დიდი ჯვრის ორდენის კავალერი იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის[15] , ოქროს მედალი კულტურისა და ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის[16] , სამეფო ოქროს მედალი[17] , Prix de l'Équerre d'Argent, პრიცკერის პრემია, ერაზმის პრემია, იმპერატორის პრემია[18] , აამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტის ოქროს მედალი, Kyoto Prize in Arts and Philosophy[19] , ბერლინის სამხატვრო პრემია, კოლუმბიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[20] , ალფონსო X ბრძენის ორდენის დიდი ჯვარი[21] , ოქროს ლომი, ოგიუსტ პერეს პრემია, Gold Medal for Italian Architecture, Prix de l'Équerre d'Argent, Sir John Sulman Medal და honorary doctor of the University of Picardie Jules Verne[22]

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა გენუაში, იტალია და დღემდე აქვე აქვს სახლიც და სახელოსნო. განათლება მიიღო და შემდგომში ასწავლიდა მილანის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1965-1970 წლებში მუშაობდა ლუის კანთან. 1971-1977 წლებში კი რიჩარდ როჯერსთან, მათი ყველაზე ცნობილი ერთობლივი ნამუშევარია ჟორჟ პომპიდუს ცენტრი პარიზში (1977).

მისი პროექტით აშენდა მენილის კოლექციის მუზეუმი ჰიუსტონში (1986), მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი საინჟინრო გადაწყვეტა კანსაის საერთაშორისო აეროპორტისა, ოსაკა (1988), და პოტსდამერ პლატცის დაიმლერ-ბენცის ნაწილის რეკონსტრუქცია ბერლინში. 2002 წელს დასრულდა ხელოვნების ნიმუშად აღიარებული სამუსიკო აუდიტორიუმი პარკო დელა მუსიკა (3 ჰოლით რომელშიც 2800, 1200 და 700 მაყურებელი თავსდება ღია ამფითეატრითა და გარშემო პარკით) რომში, რომელიც ევროპაში ამ ტიპის უდიდესი სამუსიკო დარბაზი გახდა. 2003 წელს სან ჯიოვანი ტორონდოში დასრულდა მისი პროექტით პადრე პიოს პილგრიმაჟის ეკლესიის მშენებლობა. მისი დიზაინით აიგო ბერნში, შვეიცარია, ადგილობრივი მხატვრის პოლ კლეესთვის მიძღვნილი მუზეუმი. მასვე ეკუთვნის ფეხბურთის სტადიონების, ხიდების, ლაინერებისა და ავტომობილების პროექტები.

მისი ერთ-ერთი ბოლო პროექტია ლონდონ-ბრიჯ-ტაუერის ცათამბჯენი ლონდონში.

რენცო პიანოს 1998 წელს მიღებული აქვს პრიცკერის არქიტექტურული პრიზი და არის იუნესკოს კეთილი ნების ელჩი.

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • Jodidio, Philip (2016). Renzo Piano Building Workshop (French). Taschen. 
  • PIano, Renzo (2007). La Désobéissance de l'Architecte (French). Arléa. 
  • Taschen, Aurelia and Balthazar (2016). L'Architecture Moderne de A à Z (French). Bibliotheca Universalis. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. SNAC — 2010.
  2. Academy of Arts, Berlin — 1696.
  3. StructuraeRatingen: 1998.
  4. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. The Fine Art Archive — 2003.
  6. Daguerre M. Piano, Renzo // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T067269
  7. Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. SavoyB: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088doi:10.1515/AKL
  8. Munzinger Personen
  9. Muschamp H. Renzo Piano Wins Architecture's Top Prize // The New York Times / J. KahnManhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 1998. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
  10. Deutsche Nationalbibliothek Record #11889787X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  11. Morgan Library Plans a Makeover and an Image Upgrade // The New York Times / J. KahnManhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 2005. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
  12. Altered Spaces: The Good, the Bad and the Dizzying // The New York Times / J. KahnManhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 2007. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
  13. Openpolis
  14. Museum of Modern Art online collection
  15. Dettaglio decoratopresidenza della Repubblica Italiana.
  16. Dettaglio decoratopresidenza della Repubblica Italiana.
  17. https://riba-prd-assets.azureedge.net/-/media/Files/Awards/2024/Royal-Gold-Medal-winners-1980-to-2024.pdf?rev=1f3606d7f48c4000917cd54d46036f68
  18. https://www.praemiumimperiale.org/en/laureate-en/laureates-en
  19. https://www.kyotoprize.org/en/laureates/
  20. Columbia’s 2014 Honorary Degree Recipients Announcedკოლუმბიის უნივერსიტეტი, 2014.
  21. Real Decreto 973/2017, de 3 de noviembre, por el que se concede la Gran Cruz de la Orden Civil de Alfonso X el Sabio al señor Renzo Piano. // Boletín oficial del EstadoAgencia Estatal Boletín Oficial del Estado, 2017. — ISSN 0212-033X
  22. https://www.amiens.fr/Actualites/Le-distingue-Renzo-Piano