პომპიდუს ცენტრი (პარიზი)

პომპიდუს ცენტრი
Centre Pompidou


მისამართი ბობურგი, IV რაიონი
პარიზი
აშენდა1971–1977
არქ. სტილი კონსტრუქციული ექსპრესიონიზმი
დანიშნულება მუზეუმი, ბიბლიოთეკა, კვლევის ცენტრი
არქიტექტორი რ. პიანო & რ. როჯერსი
სტრუქტ. ინჟინრები Ove Arup & Partners, პ. რაისი
ვებგვერდი centrepompidou.fr

ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული ცენტრი (Centre national d'art et de culture Georges-Pompidou) (აშენდა 1971-77 წლებში) - მდებარე ბობურგის მოედანთან (ლე ჰალსა და მარეს უბნებთან), პარიზი. დიზაინი ეკუთვნის რენცო პიანოს, რიჩარდ როჯერსსა და ჯიანფრანკო ფრანჩინის. მასში მოთავსებულია საზოგადოებრივი ბიბლიოთეკა (Bibliothèque publique d'information) და თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი (Musée National d'Art Moderne). წარმოდგენილია მხატვრული მიმდინარეობები ფოვიზმი, კუბიზმი, სიურეალიზმი და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი. მუზეუმში 50.000 ხელოვნების ნიმუშია დაცული (ფერწერული ტილოები, სკულპტურები, ნახაზები და ფოტოები) და მათგან მხოლოდ 2000-მდე ნამუშევარია სახალხოდ გამოფენილი.

გამოფენის ნაწილი
პაბლო პიკასოს ნამუშევრები პომპიდუს ცენტრში

მისი მდებარეობის გამო ცენტრი ცნობილია აგრეთვე, როგორც ბობურგი. ცენტრის ბრუტალისტური არქიტექტურა შესაძლოა აღმაფრენის წყარო ყოფილიყო იმავე სახელწოდების ბორგის კუბისთვის.

არქიტექტურა

რედაქტირება

შენობის არქიტექტურა ძალიან გამორჩეულია: ზოგიერთი კრიტიკოსი მას “ქალაქის ცენტრში ჩადგმულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას” ამსგავსებს. მისი ძირითადი დამახასიათებელი თვისება გარე ფერადი მილსადენებია. ფერს გარკვეული მნიშვნელობა აქვს: ჰაერის კონდიციონირების მილები ლურჯია, წყლის გაყვანილობისა - მწვანე, ხოლო ელქტრობისა კი - ყვითელი. ესკალატორები წითელია. თეთრი მილები მიწისქვეშა ზონის ვენტილაციისთვისაა. პომპიდუს ცენტრის შენობის ჩონჩხის დამაკავშირებელი ლითონის სვეტებიც კი გარეთაა გამოტანილი.

არქიტექტორის მიზანი იყო შენობის დამხმარე ელემენტების (ელექტრობა, წყალი, მისთ.) შენობის ჩონჩხის გარეთ გატანა იყო და შედეგად, შენობის “უკუღმა” მოტრიალება. ასეთი წყობა შენობის სასარგებლო ფართის მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას იძლევა, ანუ უფრო მეტი ადგილი რჩება ექსპონატთა გამოსაფენად. შენობის ამგვარი იდეა ეყრდნობოდა სედრიკ პრაისის “მხიარული სასახლის” პროექტს (1964).

ცენტრს სახელი ჟორჟ პომპიდუს პატივსაცემად დაერქვა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტი იყო 1969-1974 წლბეში და დამთვალიერებელთათვის 1977 წლის 31 იანვარს გაიხსნა.

ჟორჟ პომპიდუს მოედანი მუზეუმის წინ ცნობილია ქუჩის მსახიობთა (მიმიკოსთა და ჟუნგლიორთა) საყვარელ ადვილად.

სახალხო ტრანსპორტი: მეტრო პომპიდუ, ლე ჰალი, საგარეუბნო მატარებელი შატელე-ლე-ჰალი.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

რედაქტირება

შენობაში განთავსებული Musée National d'Art Moderne - საფრანგეთის ეროვნული თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მდებარეობს ცენტრის მეოთხე და მეხუთე სართულებზე. ორგანიზაციულად ის უკავშირდება აკუსტიკის/მუსიკის კვლევისა და კოორდინაციის ინსტიტუტს (IRCAM), რომელიც იქვე მდებარეობს. მუზეუმს მნიშვნელოვანი საერთაშორისო კოლექცია აქვს თანამედროვე ხელოვნების ავტორთაგან - კანდინსკი, მატისი, მირო, პიკასო და მისთ. აქ წარმოდგენილ ხელოვნების მიმდინარეობათა შორის არის ფოვიზმი, კუბიზმი, სიურრეალიზმი და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი. მუზეუმში 50 000-მდე ხელოვნების ნიმუშია (მათ შორის ფეწერული ტილოები, ქანდაკებები, გრაფიკა და ფოტომასალა), რომელთა შორის 2000-მდე ნიმუში საგამოფენო დარბაზებშია წარმოდგენილი.

ამავე შენობაში მდებარეობს ინდუსტრიული დიზაინის ცენტრი, რომელიც მოიცავს მე-20 საუკუნის არქიტექტურასა და დიზაინს. მუზეუმი პერიოდულად წარმოდგენილია დროებითი თემატური ექსპოზიციები.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: