ქრისტეფორე კოლუმბი

(გადამისამართდა გვერდიდან კოლუმბი, კრისტოფერ)

ქრისტეფორე კოლუმბი (ესპ. Cristóbal Colón, იტალ. Cristoforo Colombo, პორტ. Cristóvão Colombo, ლათ. Christoferus Columbus) (დ. დაახ. 31 ოქტომბერი, 1451, გენუა, იტალია — გ. 20 მაისი, 1506, ვალიადოლიდი, ესპანეთი) — იტალიელი მეზღვაური-მკვლევარი ესპანეთის მეფის სამსახურში. თავისდაუნებლიედ ამერიკის აღმომჩენი.

ქრისტეფორე კოლუმბი

კოლუმბმა პირველმა გადაცურა ატლანტის ოკეანე სუბტროპიკულ და ტროპიკულ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს პოლუსში და პირველმა ევროპელებიდან შეცურა კარიბის ზღვაში. მან დაუდო სათავე სამხრეთ ამერიკის მიწებისა და ჩრდილოეთ ამერიკის ყელის აღმოჩენას. მან აღმოაჩინა ყველა დიდი ანტილის კუნძული, ბაჰამის არქიპელაგის ცენტრალური ნაწილი, მცირე ანტილის კუნძულები (დომინიკიდან ვირჯინიის კუნძულების ჩათვლით), ასევე მთელი რიგი პატარა კუნძულებისა კარიბის ზღვაში და კუნძული ტრინიდადი სამხრეთ ამერიკის სანაპიროსთან.

სულ კოლუმბმა დაასრულა 4 მოგზაურობა:

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქის წინაგზავნილები

რედაქტირება

XV საუკუნის მეორე ნახევარში დასავლეთ ევროპაში გაიზარდა მსხვილი ქალაქები, განვითარდა ვაჭრობა, საყოველთაო გაცვლის საშუალება გახდა ფული. სწრაფად გაიზარდა მოთხოვნა ოქროზე. ამის გამო ითვლებოდა, რომ ოქრო შეიძლება მოიპოვო იქ, საიდანაც შემოდიოდა სანელებლები, ანუ ინდოეთში.

ოსმალეთის მიერ ბალკანეთისა და მცირე აზიის ტერიტორიის დაპყრობამ ევროპელებს ძველი სავაჭრო (სახმელეთო და საზღვაო) გზების გამოყენების საშუალება აღარ მისცა. პორტუგალიამ გზების პოვნა სამხრეთ ზღვაში დაიწყო. ამავე დროს დაიბადა აზრი დასავლეთის გზის არსებობაზე. ეს აზრი ეფუძნებოდა წარმოდგენას, რომ დედამიწა იყო ბურთის მაგვარი, ამ აზრმა გაფართოება ჰპოვა ევროპის აღორძინების ეპოქაში. შორეული საზღვაო გზების მოძიების იმედს იძლეოდა მიღწეული წარმატებები გემთმშენებლობასა და ნავიგაციაში.

ესპანეთი XV საუკუნის მეორე ნახევარში

რედაქტირება
 
კოლუმბის რუკა[1]

1469 წელს კასტილიის დედოფალი იზაბელა გაჰყვა ცოლად არაგონის ტახტის მემკვიდრეს ფერდინანდს. 1479 წელს ფერდინანდმა დაიკავა ტახტი და ყველაზე მსხვილი პირენეული სახელმწიფოები გაერთიანდნენ ესპანეთში. 1480-1485 წლებში სამეფო წყვილმა შექმნა ინკვიზიცია და მისი დახმარებით უზრუნველყვეს თავიანთი სრული ძალაუფლება, გადალახეს რა მსხვილი ფეოდალებისა და თავადების წინააღმდეგობა.

1492 წლის დასაწყისში გაერთიანებული ესპანეთის ძალისხმევით დაეცა უკანასკნელი მუსულმანური სახელმწიფო პირენეის ნახევარკუნძულზე - გრანადის ემირატი. ამსთანავე დასრულდა რეკონკისტული პროცესი, რომელიც უკვე 8 საუკუნე გრძელდებოდა.

მოაგვარა რა შინაგანი პრობლემები, ესპანეთმა დაიწყო საგარეო ექსპანსია. აქ მოხდა ინტერესების დამთხვევა სამეფო ხელისუფლების, კათოლიკური ეკლესიის, ქალაქის ბურჟუაზიის და ესპანეთის სათავადოს, რომელიც მავრებთან ომის დამთავრებისთანავე უსაქმოდ დარჩა.

კოლუმბის ახალგაზრდობა

რედაქტირება

ითვლება, რომ კოლუმბი (კოლომბო) დაიბადა საშუალო შეძლების მქონე გენუურ ოჯახში. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ იტალიისა და ესპანეთის 6 ქალაქი ეცილება ერთმანეთს პატივში, რომელი არის კოლუმბის მცირე სამშობლო. სწავლობდა პავიის უნივერსიტეტში. დაახლოებით 1470 წელს ცოლად შეირთო დონა ფელიპე მონის დე პალესტრელო. დონა ფელიპეს მამა ცნობილი ზღვაოსანი იყო პრინც ენრიკეს დროს. კოლუმბის ჩანაწერების მიხედვით მისი ცოლის მზითებიში შედიოდა კუნძული პორტო სანტო, თუმცა ეს დადასტურებული არ არის ისტორიკოსების მიერ. 1472 წლამდე კოლუმბი ცხოვრობდა გენუაში, 1472 წელს კი სავონაში. 70-იან წლებში იგი მონაწილეობას იღებდა საზღვაო სავაჭრო ექსპედიციებში. ვარაუდობენ, რომ ჯერ კიდევ 1474 წელს, ასტრონომმა და გეოგრაფმა პაოლო ტოსკანელიმ, წერილში აუწყა მას, რომ მისი აზრით, ინდოეთამდე შესაძლებელია მიაღწიო გაცილებით მოკლე საზღვაო გზით, თუ იცურებ დასავლეთით. როგორც ჩანს, უკვე მაშინ კოლუმბი ფიქრობდა თავის მოგზაურობის პროექტზე ინდოეთში. მან გამოიტანა საკუთარი დასკვნები ტოსკანელის რჩევებზე დაყრდნობით, გადაწყვიტა, რომ უფრო მოსახერხებელია გაცურო კანარის კუნძულების გავლით, საიდანც მისი აზრით იაპონიამდე დაახლოებით 5 ათასი კილომეტრი რჩებოდა.

1476 წლიდან კოლუმბი ინაცვლებს პორტუგალიაში, სადაც 9 წლის განმავლობაში ცხოვრობს. ცნობილია რომ კოლუმბი ეწვია ინგლისს, ირლანდიას და ისლანდიას, სადაც იგი ისლანდიელების მონაცემებს გაეცნო, დასავლეთის მიწების შესახებ. ამავე დროში, ის ასწრებს მოინახულოს ასევე გვინეა.

1475-1480 წლებში კოლუმბი პირველად მიუბრუნდა თავის წინადადებას გაეცურა ინდოეთისკენ დასავლეთის წყლების გავლით. ამის შესახებ აცნობა მან თავის ხელისუფლებას და ვაჭრებს მშობლიურ გენუაში. გამოხმაურება არ მოჰყოლია.

1483 წელს კოლუმბმა პროექტი წარუდგინა პორტუგალიის მეფეს ჟუან II-ს, მაგრამ დიდი ხნის შესწავლის შემდეგ პროექტი უარყოფილია.

კოლუმბი ესპანეთში

რედაქტირება
 
კოლუმბის ყველაზე დიდი ძეგლი ბარსელონაში
 
კოლუმბის ძეგლი ბარსელონაში

1485 წელს კოლუმბი შვილ დიეგოსთან ერთად გადადის ესპანეთში. 1485-1486 წლებში ზამთარში იგი თავშესაფარს ჰპოვებს მონასტერ სანტა-მარია-და-რაბიდაში მათხოვრის სტატუსით. მმართველმა ხუან პერეს დე მარჩენამ მიიღო ის და ფაქტობრივად გადაარჩინა შიმშილით სიკვდილს. მანვე გაუგზავნა პირველი წერილი ფერნანდო დე ტალავერას, მის ნაცნობს-დედოფლის მოძღვარს, კოლუმბის იდეის მოკლე აღწერით. ესპანეთის მეფე ამ დროს იმყოფებოდა ქალაქ კორდოვაში, სადაც გრანადასთან ომის წინა სამზადისი მიმდინარეობდა მეფის პირადი მონაწილეობით. 1486 წლის განმავლობაში კოლუმბი კავშირს ამყარებს მეფის ფინანსურ მრჩევლებთან, ვაჭრებთან და ბანკირებთან. მხოლოდ 1486 წლის ზამთარში კოლუმბი წარდგენილი იქნა პედრო გონსალეს დე მენდოსას, არქიეპისკოპოს ტოლედოს და ესპანეთის კარდინალის წინაშე. კოლუმბის წინადადებას რამდენიმეჯერ სწავლობენ კოსმოგრაფები, მონარქები და იურისტები. მას უარყოფენ და თვლიან გადამეტებულად.

20 მარტს (სხვა წყაროებით-20 მაისს) 1488 წელს, კოლუმბმა მოულოდნელად მიიღო წერილი პორტუგალიის მეფისგან, დაბრუნებულიყო პორტუგალიაში. ყურადღებას იქცევს უდიდებულესობის სიტყვები წერილში: „თუ თქვენ თვლით რომ საფრთხეში იგდებთ თავს ამით, იცოდეთ, რომ არა მარტო ჩამოსვლისას არამედ აქ ყოფნისას და გამგზავრებისას, თქვენ არ იქნებით დაპატიმრებული, დაკავებული, გასამართლებული ან ეჭვმიტანილი ნებისმიერ მიზეზად. თქვენ გექნებათ მოხსნილი ყველა მოქალაქეობრივი და არამოქალაქეობრივი მოვალეობა“.

კოლუმბი გზავნის თავის პროექტს ინგლისის მეფე ჰენრი VII 1488 წლის თებერვალში მან მიიღო ისეთივე დიდსულოვანი პასუხი (მაგრამ კონკრეტული წინადადების გარეშე).

1491 წელს კოლუმბი წარუდგება ჰერცოგ მედინა-სედონიას 100-ზე მეტი სავაჭრო გემის მფლობელს, მაგრამ უარს მიიღებს.

საბოლოოდ იანვარში 1492 წელს მოხდა დიდხანს ნაცადი შემთხვევა: აღებული იქნა ალგამბრის ციხე-სიმაგრე. გრანადა დაეცა, ბრძოლა საბოლოოდ დამთავრდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. "Marco Polo et le Livre des Merveilles", ISBN 978-2-35404-007-9 p.37