ხეკოლა
მცენარეთა გვარი
(გადამისამართდა გვერდიდან კოლა (მცენარე))
ხეკოლა, კოლა (ლათ. Cola) — მცენარეთა გვარი ბალბისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ხეებია. 125-მდე სახეობა გავრცელებულია აფრიკის ტროპიკებში. უფრო გავრცელებული და სასარგებლო სახეობებია მბზინავი კოლა (ლათ. Cola nitida), წაწვეტებულფოთოლა კოლა (ლათ. Cola acuminata), რომლებიც დასავლეთ აფრიკაში, ვესტინდოეთსა და ბრაზილიაში ფართოდაა გავრცელებული კულტურაში.
ხეკოლა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Cola | ||||||||||||
|
ხეკოლას თესლი (დიამეტრი 3 სმ), რომელიც კოლას კაკლის სახელითაა ცნობილი, დიდი რაოდენობით შეიცავს ალკანოიდ კოფეინს (2,5%), კოლატინს და თეობრომინს (0,05%). იყენებენ მედიცინაში, აგრეთვე „კოკა-კოლასა“ და „პეპსი-კოლას“ დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაშინჯაყელი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 456.