კოკოითი, ფანდარასტ!

„კოკოითი, ფანდარასტ!“ (ოს. «Кокойты, фæндараст!») — ოსური და ქართული საზოგადოებრივი მოძრაობა 2007-2008 წლებში, რომელიც მიმართული იყო სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ (სიტყვა „фæндараст“ ოსურიდან ითარგმნება როგორც „მშვიდობით“, „გზა დამილოცნია“, „წადი მშვიდობით“). ასევე მოძრაობის ერთ-ერთი მიზანი იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

ორგანიზაციის დაარსების იდეა გაჩნდა 2007 წლის 22 ივლისს „სრულიად ოსთა კონფერენციაზე“. მოძრაობის პირველი ოფისი გახნა თბილისის ოსურ კულტურისა და ხელოვნების ცენტრში 5 აგვისტოს 2007 წ. ასევე ოფისები იყო გახსნილი რუსთავში, თელავში, ბორჯომში, ახალგორსა და სხვ. — საერთო ჯამში ათამდე ოფისი გაიხსნა საქართველოს მასშტაბით. 20 სექტემბერს 2007 წელს ოფისი გაიხსნა ცხინვალშიც.

მოძრაობაში მისი არსებობის დროს გაწევრიანდა 3 ათასამდე ადამიანი. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობის პირები მოძრაობას პროვოკაციულს უწოდებდნენ.[1][2]

მოძრაობის ლიდერი დიმიტრი სანაკოევის ძმა ვლადიმერ სანაკოევი იყო.

მოძრაობის ლოზუნგები იყო

  • მე არ მინდა ვიყო ედუარდ კოკოითის მეგობარი! (რუს. Я не хочу быть другом Эдуарда Кокойты!)
  • მშვიდობა საქართველოს! (რუს. Мир Грузии!)
  • წადი მშვიდობით! (რუს. Иди с миром!)

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Перевозкина М. საქართველო. გადატვირთვა // журнал «Профиль», № 34 (542), 17 сентября 2007
  2. Головин В. Что такое «фандараст»? // «Русский Базар», № 41 (599) 11 — 17 октября, 2007. (რუსული)