ქვედის ტბა
ქვედის ტბა — შეგუბებული ტბა საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მდინარე ქვედრულის ხეობაში, ზღვის დონიდან 1567 მ სიმაღლეზე. ქვედის ტბას ერთვის და შემდეგ გამოედინება მდინარე ჯეჯორის მარჯვენა შენაკადი — ქვედრულა. ზედაპირის ფართობი 0,09 კმ², საშუალო სიღრმე 8,2 მ, მაქსიმალური სიღრმე 14,5 მ. წყლის მოცულობა 710 000 მ³. წყალშემკრები აუზის ფართობი 12 კმ². გამდინარეა. აუზის რელიეფი მაღალმთიანი და საშუალომთიანია. მდინარე ქვედრულის სათავეებში გვხვდება ძველი გამყინვარების კვალი. ტბის ქვაბული გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. სანაპირო ხაზი სუსტად არის შეჭრილ-შემოჭრილი. სამხრეთ სანაპიროსთან არის ორი მცირე ყურე. აღმოსავლეთ ნაწილში ფსკერის გრუნტი ქვიშიანია, ხოლო დასავლეთ ნაწილში ლამიანი.[2] საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყლის დონე მინიმალურია ზამთრაში, მაქსიმალური — ივნისში. წყალი მტკნარია. გარშემო წიწვოვანი და შერეული ტყეა.[3] ტბა გაჩნდა 1896 წელს კლდებოძალის მთის ჩამონგრევის შედეგად. ტბაში არის კალმახი.[2]
ქვედის ტბა | |
---|---|
კოორდინატები: 42°33′25″ ჩ. გ. 43°38′13″ ა. გ. / 42.5569639° ჩ. გ. 43.6369528° ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ონის მუნიციპალიტეტი (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე) |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1567 მ |
ფართობი | 0,09 კმ² |
მოცულობა | 0,00071 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 8,2 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 14,5 მ |
აუზის ფართობი | 12 კმ² |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 177.
- ↑ 2.0 2.1 Апхазава И. С. Озера Грузии, Тб., 1975
- ↑ Озеро Кведи, Сванетия, Грузия | описание...