კლდებოძალი
მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში
კლდებოძალი, უკივლეთა — კლდოვანი მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ ტოტზე — მდინარეების ჯეჯორისა და ქვედრულის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2212 მ. აგებულია ცარცული კირქვებით. შემოსილია სუბალპური მდელოებით. კლდებოძალის ჩრდილოეთ კალთიდან ჩამოსულმა კლდეზვავმა 1896 წელს შეაგუბა მდინარე ქვედრულა და შეიქმნა ქვედის ტბა.
კლდებოძალი | |
---|---|
კოორდინატები: 42°32′25″ ჩ. გ. 43°36′54″ ა. გ. / 42.54028° ჩ. გ. 43.61500° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ონის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2212 მ |
ქედი | კავკასიონი |
ამგებელი ქანები | კირქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 551.