ქვედრულა
მდინარე საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში
ქვედრულა — მდინარე საქართველოში. სათავე აქვს მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 3075 მ სიმაღლეზე. სოფელ ქვედრულასთან მარჯვნიდან ერთვის მდინარე ჯეჯორას. სიგრძე 19,6 კმ, აუზის ფართობი 48,7 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულის პირველ ნახევარშია, წყალმცირობა — ზამთარში, ზაფხულსა და შემოდგომაზე — წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი 1,45 მ³/წმ.
ქვედრულა | |
---|---|
ქვედრულა სოფ. ქვედრულაში | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | შიდა ქართლის მხარე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
სათავე |
მაღრან-დვალეთის კავკასიონი 42°34′39″ ჩ. გ. 43°42′40″ ა. გ. / 42.577639° ჩ. გ. 43.711222° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 3075 მ |
შესართავი |
ჯეჯორა 42°32′44″ ჩ. გ. 43°31′11″ ა. გ. / 42.545778° ჩ. გ. 43.519806° ა. გ. |
სიგრძე | 19,6 კმ |
აუზის ფართობი | 48,7 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1,45 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 510.