კოდამა გენტარო
კოდამა გენტარო (იაპონ. 児玉 源太郎; დ. 16 მარტი, 1852 — გ. 23 ივლისი, 1906) — იაპონელი გენერალი იაპონიის იმპერიულ არმიაში და მთავრობის მინისტრი მეიძის მმართველობის დროს. მან იაპონიის თანამედროვე იმპერიული არმიის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
კოდამა გენტარო | |
---|---|
児玉 源太郎 | |
იაპონიის იმპერიის მე-6 ომის მინისტრი | |
მმართ. დასაწყისი: | 23 დეკემბერი, 1900 |
მმართ. დასასრული: | 27 მარტი, 1902 |
წინამორბედი: | კაცურა ტარო |
მემკვიდრე: | ტერაუჩი მასატაკე |
იაპონიის იმპერიული შეიარაღებული ჯარების მეთაური | |
მმართ. დასაწყისი: | 11 აპრილი, 1906 |
მმართ. დასასრული: | 30 ივლისი, 1906 |
წინამორბედი: | ოიამა ივაო |
მემკვიდრე: | ოკუ იასუკატა |
მონარქი: | მეიძი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 16 მარტი, 1852 |
დაბ. ადგილი: | ტოკუიამა, სუოს პროვინცია |
გარდ. თარიღი: | 23 ივლისი, 1906 (54 წლის) |
გარდ. ადგილი: | ტოკიო, იაპონია |
სამხედრო კარიერა | |
კუთვნილება: | იაპონიის იმპერია |
მოღვაწეობა: | 1868–1906 |
წოდება: | გენერალი |
ბრძოლები/ომები: |
ბოშინის ომი საგას აჯანყება შინპურენის აჯანყება საცუმას აჯანყება ჩინეთ-იაპონიის ომი რუსეთ-იაპონიის ომი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული ცხოვრება
რედაქტირებაკოდამა სუოს პროვინციის (თანამედროვე იამაგუჩის პრეფექტურა) ქალაქ ტოკუიამაში, სამურაის ოჯახში დაიბადა, რომელიც ჩოშიუს სამფლობელოს ერთგული იყო. მისი სამხედრო კარიერა 1868 წელს ბოშინის ომში დაიწყო, როდესაც მეიძის რესტავრაციისთვის ტოკუგავას შოგუნატის ჯარებს დაუპირისპირდა. 1870 წლის 2 ივნისს უმცროს ოფიცრად, 10 დეკემბერს სერჟანტად, ხოლო 1871 წლის 15 აპრილს უფროს ოფიცრად დაინიშნა. მოგვიანებით ის უმცროსი ლეიტენანტისა და მთავარი ლეიტენანტის რწმუნებით აღიჭურვა. 1872 წლის 25 ივლისიდან 1874 წლის 15 აპრილამდე კაპიტნის წოდებას ატარებდა.
როგორც ახლადშექმნილი იაპონიის იმპერიული არმიის ჯარისკაცმა, კოდამამ მონაწილეობა მიიღო საცუმას აჯანყების ჩახშობაში. მოგვიანებით ის ოსაკა სამხედრო საწვრთნელ სკოლაში ჩაირიცხა,[1] რასაც კარიერული წინსვა მოჰყვა: 1880 წლის 30 აპრილს ვიცე-პოლკოვნიკად, 1883 წლის 6 თებერვალს პოლკოვნიკად, ხოლო 1889 წლის 24 აგვისტოს გენერალ-მაიორად დაინიშნა.
სამხედრო კარიერა
რედაქტირებაკოდამა არმიის ომის კოლეჯის მთავრად აირჩიეს, სადაც გერმანელ მაიორთან, იაკობ მეკელთან თანამშრომლობდა, რათა იაპონიის თანამედროვე ჯარი პრუსიის სისტემას მოერგო.[2]
კოდამამ, როგორც სამხედრო ატაშემ, სამხედრო მეცნიერების სწავლა გერმანიაშიც გააგრძელა. იმის შემდეგ რაც იაპონიაში დაბრუნდა, 1892 წელს ომის მინისტრიის მოადგილეად დაინიშნა.[3]
ჩინეთ-იაპონიის პირველ ომში მონაწილეობის შემდეგ, კოდამა ტაივანის გენერალ-გუბერნატორი გახდა. მისი მმართველობის დროს, მან ტაივანის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ადგილობრივების რთული ყოველდღიური ცხოვრების შესამსუბუქებლად ბევრი გააკეთა.[4] 1896 წლის 14 ოქტომბერს გენერალ-ლეიტენანტად დააწინაურეს. იქიდან გამომდინარე, რომ კოდამამ თავისი კარგი მმართველობის უნარით გამოირჩეოდა, მომდევნო ათწლეული პრემიერ-მინისტრ იტო ჰირობუმის კაბინეტის არმიის მინისტრად მსახურობდა, ხოლო მომდევნო პრემიერ-მინისტრის, კაცურა ტაროს დროს შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროს უძღვებოდა.
1904 წლის 6 ივნისს კოდამა გენერლად დაინიშნა. ამის მიუხედავად, მარშალ ოიამა ივაოს თხოვნით რუსეთ-იაპონიის ომის დრო მანჯურიის შეიარაღებული ჯარების მეთაური გახდა. სამხედრო თანამდებობის თვალსაზრისით, ეს ჩამოქვეითებას ნიშნავდა, მაგრამ მას წოდებას თავგანწირვა ერჩია, რომელსაც საზოგადოება ასე აფასებდა. მთელი რუსეთ-იაპონიის ომის განმავლობაში კამპანიის სტრატეგიას კოდამა სახავდა, როგორც 10 წლით ადრე ჩინეთ-იაპონიის პირველ ომს გენერალი კავაკამი სოროკუ უძღვებოდა.[3][5] ომისშემდგომი ისტორიკოსი შიბა რიოტარო პორტ-არტურის ალყის დროს იაპონელების გამარჯვებას კოდამას მეთაურობას აწერს, მიუხედავად იმისა, რომ ამის ისტორიული მტკიცებულება არ არსებობს და თავად კოდამაც დუმდა გამარჯვებაში შეტანილ თავის წვლილზე. ომის შემდეგ მას იაპონიის იმპერიული შეიარაღებული ძალების მეთაურის წოდება მიენიჭა, თუმცა, ის მალევე გარდაიცვალა.
კოდამა გენტაროს დანშაკუს (ბარონი) და შიშაკუს (ვიკონტი) წოდებები, კაძოკუს სისტემის საშუალებით, მემკვიდრეობით გადავიდა. 1906 წელს ტვინში სისხლი ჩაექცა და მისი გარდაცვალება ეროვნულ ტრაგედიად გამოცხადდა.[3][1] კოდამას შვილის, ჰიდეოს თხოვნის შემდეგ, იმპერატორმა მეიძიმ ჰაკუშაკუს (გრაფი) წოდება მიიღო. მის პატივსაცემად აშენებული სალოცავები დღესაც არსებობს იამაგუჩის პრეფექტურის ქალაქ შიუნანში და კანაგავას პრეფექტურის ქალაქ ენოშიმაში მდებარე მის საზაფხულო სახლში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Connaughton, Richard (2003). Rising Sun and Tumbling Bear. Cassell. ISBN 0-304-36657-9.
- Ching, Leo T.S. (2001). Becoming Japanese: Colonial Taiwan and the Politics of Identity Formation. University of California Press. ISBN 0-520-22553-8.
- Dupuy, Trevor N. (1992). Encyclopedia of Military Biography. I B Tauris & Co Ltd. ISBN 1-85043-569-3.
- Kowner, Rotem (2006). Historical Dictionary of the Russo-Japanese War. Scarecrow. ISBN 0-8108-4927-5.
- Harries, Meirion (1994). Soldiers of the Sun: The Rise and Fall of the Imperial Japanese Army. Random House. ISBN 0-679-75303-6.
- Mutsu, Gorō (1985). "Kodama Gentarō." Kodansha Encyclopedia of Japan. Tokyo: Kodansha Ltd.