ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტოკუგავაიაპონიის სამხედრო ფეოდალ-გამგებელი — შოგუნთა მესამე დინასტია (1603-1867). დააარსა ტოკუგავა იეიასუმ. სახელმწიფოს გაძლიერების მიზნით ტოკუგავამ გაატარა შემდეგი რეფორმები: შემოიღო ყველა წოდების ვალდებულებებისა და უფლებების მკაცრი რეგლამენტაციის სისტემა; გლეხები მიწას მიაჯაჭვა; შეზღუდა სავაჭრო-სავახშო კაპიტალის განვითარება; მკაცრი პოლიტიკური კონტროლი დააწესა მთავრებზე. გარეშე მტრებისაგან თავდაცვისა და ფეოდალური წესების ურყევად შენარჩუნების მიზნით ტოკუგავას მთავრობამ XVII საუკუნის 30-იან წლებში შემოიღო გარე სამყაროსთან იაპონიის თვითიზოლაციის პოლიტიკა. აშშ და ევროპის სახელმწიფოებმა აიძულეს შოგუნატი შეეწყვიტა ქვეყნის თვითიზოლაციის პოლიტიკა და 1854-1858 წლებში იაპონიას თავს მოახვიეს არათანასწორუფლებიანი ანსეის ხელშეკრულებები. 1867-1868 წლების დაუმთავრებელი ბურჟუაზიული რევოლუციის შედეგად შოგუნატი დაემხო.

ტოკუგავა იეიასუ

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 11.
  • Totman, Conrad. The Collapse of the Tokugawa Bakufu, 1862-1868. Honolulu: University of Hawai'i Press, 1980.
  • Totman, Conrad. Politics in the Tokugawa Bakufu, 1600-1843. Cambridge: Harvard University Press, 1967.
  • Waswo, Ann Modern Japanese Society 1868-1994
  • The Center for East Asian Cultural Studies Meiji Japan Through Contemporary Sources, Volume Two 1844-1882

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტოკუგავა“-დან