ანზორ კიკნაძე (დ. 26 მარტი, 1934, ბადიაური, საგარეჯოს რაიონი — გ. 17 ნოემბერი, 1977, თბილისი) — ქართველი და საბჭოთა ძიუდოისტი. XVIII ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1964, ტოკიო),[3] მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1967), ევროპის ოთხგზის აბსოლუტური ჩემპიონი (1962, 64, 65, 66), ორგზის მეორე პრიზიორი (1967, 68), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1963, 64, 65, 66), სსრ კავშირის ხუთგზის ჩემპიონი სამბოში (1961-65), საქართველოს ხუთგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1959–62, 64). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1964). პირველი საბჭოთა ძიუდოისტი, რომელსაც სდო-ს წოდება მიენიჭა. დაიღუპა 1977 წელს ავტოკატასტროფაში.[4]
- ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი:1964 (ტოკიო; +80კგ)
- მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1965 (რიო დე ჟანეირო; აბსოლუტური), 1967 (სოლტ ლეიქ სიტი; +93კგ)
- ევროპის ჩემპიონი: 1962 (ესენი; აბსოლუტური), 1963 (ჟენევა; გუნდური), 1964 (ბერლინი; აბსოლუტური), 1964 (ბერლინი; გუნდური), 1965 (მადრიდი; აბსოლუტური), 1965 (მადრიდი; გუნდური), 1966 (ლუქსემბურგი; აბსოლუტური), 1966 (ლუქსემბურგი; გუნდური)
- ევროპის ვიცე-ჩემპიონი: 1967 (რომი; აბსოლუტური), 1968 (ლოზანა; +93კგ)
- ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1967 (რომი; გუნდური)
სსრკ ჩემპიონი სამბოში: 1961, 1962, 1963, 1964, 1965
საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში: 1959, 1960, 1961, 1962, 1964
ანზორ კიკნაძის შედეგები 1964 წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე:
- I წრე, ჯგუფი: იობ გუველეუ (ჰოლანდია) - მოგება
- I წრე, ჯგუფი: ჰერბერტ ნიმანი (გდრ) - მოგება
- 1/4-ფინალი: თავისუფალი იყო
- 1/2-ფინალი: ისაო ინოკუმა (იაპონია) - წაგება