ბეიტსის მოტელის პერსონაჟების სია

(გადამისამართდა გვერდიდან კით სამერსი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ქვემოთ მოყვანილია A&E-ის ფსიქოლოგიური დრამის, „ბეიტსის მოტელის“ პერსონაჟების სია. სერიალი დაფუძნებულია რობერტ ბლოხის ნოველაზე „ფსიქო“. „ბეიტსის მოტელი“ შექმნეს კარლტონ კუზმა, კერი ერინმა და ენტონი ციპრიანომ.

მსახიობები (მარცხნიდან მარჯვნივ); ზედა რიგი: ჰაიმორი, ფარმიგა, ტირიოტი, კუკი, პელცი, კარბონელი, ფოგელი; ქვედა რიგი: ეკლუნდი, ო'ნეილი, რობერტსონი, კვიატკოვსკი, ვარტანი, კრესკოფი და ჯონსონი

მთავარი პერსონაჟები

რედაქტირება
პერსონაჟი მსახიობი სეზონები
1 2 3 4 5
ნორმა ლუის ბეიტსი ვერა ფარმიგა მთავარ როლში
ნორმან ბეიტსი ფრედი ჰაიმორი მთავარ როლში
დილან მასეტი მაქს ტირიოტი მთავარ როლში
ემა დეკოდი ოლივია კუკი მთავარ როლში
ბრედლი მარტინი ნიკოლა პელცი მთავარ როლში მოწვეული მსახიობი არ ჩანს
ალექს რომერო ნესტორ კარბონელი მეორეხარისხოვანი მთავარ როლში
კელებ კალჰუნი კენი ჯონსონი არ ჩანს მეორეხარისხოვანი მთავარ როლში მოწვეული მსახიობი მეორეხარისხოვანი

ნორმა ლუის ბეიტსი

რედაქტირება

ნორმა ლუის ბეიტსი (შესრულებულია ვერა ფარმიგას მიერ)[1] ისევე, როგორც მისი შვილი, არის სერიალის მთავარი პერსონაჟი. ნორმა წარმოჩენილია, როგორც მოსიყვარულე, მაგრამ კონტროლის მეტისმეტად მოყვარულ პიროვნებად, რომელსაც ნორმანი მხოლოდ თავისთვის უნდა. ნორმას მშობლები მოძალადეები იყვნენ, ხოლო მისი ძმა, კელები აუპატიურებდა. ნორმაზე ასევე ძალადობდა მისი მეორე მეუღლე, სემი (ნორმანის მამა). ნორმას ნორმანი ერთადერთ ადამიანად მიაჩნია, რომელსაც ის უყვარს, რის გამოც მასთან ძალიან ახლოსაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავს სევდიანად გრძნობს.

ნორმან ბეიტსი

რედაქტირება

ნორმან ბეიტსი (შესრულებულია ფრედი ჰაიმორის მიერ)[2] ისევე, როგორც დედამისი, წარმოადგენს სერიალის მთავარ პერსონაჟს. ნორმანი ასახულია, როგორც კეთილ, მაგრამ შინაგანად პრობლემურ პერსონაჟად, რომელიც ნორმასთან არაჯანსაღად არის მიჯაჭვული. დედამისი მას მთელი ცხოვრება აკონტროლებდა, რის შედეგადაც ნორმანი ძალიან განსხვავდება ნორმალური საზოგადოებისგან, განსაკუთრებით მისი ასაკის ადამიანებისგან. დროთა განმავლობაში აშკარა ხდება, რომ ნორმანს გონებრივი ავადმყოფობა აქვს. ის ხშირად ითიშება, რა დროსაც ხშირად ეჩვენება ნორმა და ხდება მოძალადე, თუმცა საღ აზრზე მოსვლისას მის ქმედებებზე არაფერი ახსოვს. მესამე და მეოთხე სეზონებში ნათელი ხდება, რომ მასში მეორე პიროვნება, „დედა“ ცხოვრობს, რომელიც კონტროლის მოპოვებას ცდილობს.

დილან მასეტი

რედაქტირება

დილან მასეტი (შესრულებულია მაქს ტირიოტის მიერ)[3] — ნორმას ვაჟი და ნორმანის ნახევარძმა. ბავშვობიდან ცხოვრებასთან გამკლავება მარტო უწევდა, რის შედეგადაც გამჭრიახ, ძლიერ და დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოყალიბდა. ის ნორმანზე ზრუნავს, მაგრამ დედამისთან რთული ურთიერთობა აქვს. მას სჯერა, რომ ნორმა ყოველთვის კონფლიქტსა და დრამას დაეძებს და ასეთი მოპყრობით ნორმანს ზიანს მიაყენებს. სამსახურის დაკარგვის შემდეგ დილანი თეთრი ფიჭვის ყურეში ჩამოდის. ის ნორმანს უახლოვდება და ურჩევს, რომ ნორმას გარეშე ცხოვრება ისწავლოს. დილანი მარიხუანას უკანონო ბიზნესში გაერევა და მალევე მოიპოვებს უფროსის ნდობას. მისი სამყარო თავდაყირა დგება მაშინ, როცა გაიგებს, რომ მამამისი ნორმას ძმა, კელებია, რის გამოც ბეიტსების სახლიდან გადადის და მათ თავს არიდებს. მეორე სეზონის ბოლოს ის კვლავ უახლოვდება თავის ძმასა და დედას. მესამე სეზონში დილანი უფრო და უფრო მეტად ღელავს ნორმანის მდგომარეობაზე და ცდილობს ნორმა დაარწმუნოს იმაში, რომ ნორმანს პროფესიონალური დახმარება აღმოუჩინოს. დილანი ნორმასა და კელებს დაახლოებაში ეხმარება, რა დროსაც მამამისთან ერთად სამედიცინო მარიხუანას ლეგალურ წარმოებას იწყებს, თუმცა DEA ქალაქის მთავარი მოვაჭრე ოჯახების მარაგის კონფისკაციას ახდეს, რის შედეგადაც ბიზნესი ნადგურდება. დილანი ნელ-ნელა უახლოვდება ემას, რომელიც ნორმანზე ზრუნვაში ეხმარება. ის ემას ოპერაციისთვის საჭირო ფულს შეაგროვებს, საბოლოოდ კი ერთმანეთის მიმართ რომანტიკული გრძნობები უჩნდებათ. დილანი ემასთან ერთად სიეტლში გადადის, სადაც ისინი ქორწინდებიან და ქალიშვილი შეეძინებათ.

ემა დეკოდი

რედაქტირება

ემა დეკოდი (შესრულებულია ოლივია კუკის მიერ)[4] — ნორმანის საუკეთესო მეგობარი. მას ყველგან თან დააქვს დამატებითი ჟანგბადი, რადგან დაავადებულია კისტური ფიბროზით. მიუხედავად იმისა, რომ ემა ბრიტანელია და დაიბადა მანჩესტერში (ისევე, როგორც კუკი), ის გაიზარდა შეერთებულ შტატებში და საუბრობს ადგილობრივ დიალექტზე. ნორმანის უჩვეულო პიროვნების, პრობლემური წარსულისა და მეგობრული ხასიათის გამო ემას ის უყვარდება და უმეგობრდება. ნორმანი სანაცვლოდ მას თბილად ეპყრობა და მამამისის თხოვნით, მის გრძნობებს პატივს სცემს. ამის გამო ნორმა ძალიან მოიხიბლება ემათი და მას მოტელში მუშაობას აწყებინებს, რათა ნორმანთან ახლოს იყოს, და ამავდროულად, დედობრივ რჩევებს აძლევს და მხარს უჭერს. მისი და ნორმანის ურთიერთობა რთულდება მას შემდეგ, რაც ნორმანს ბრედლი მარტინის მიმართ გრძნობები უჩნდება. ამასთან ერთად, ემა განაწყენებულია ნორმაზე, რომელიც მისგან საიდუმლოებებს ინახავს და ნორმანის უცნაური ქცევების ასახსნელად ატყუებს, რის გამოც მოტელის სამსახურიდან წასვლას აპირებს. ნორმანი მის ნდობას კვლავ მოიპოვებს მას შემდეგ, რაც მის შეყვარებულს, ქოდის დაშორდება, რომელმაც ემა კლდიდან წყალში გადახტომაში დაარწმუნა, რის გამოც ის კინაღამ დაიხრჩო. ნორმანი მას მოტელიდან წასვლას გადააფიქრებინებს და მოუყვება სიმართლეს დილანის მამის შესახებ, რითაც მისთვის გასაგები ხდება, თუ რატომ ვერ ეუბნებოდა ნორმა სიმართლეს. მესამე სეზონში, ემა და ნორმანი მცირე დროით ერთმანეთს ხვდებიან, მაგრამ ბოლოს გადაწყვეტენ, რომ მეგობრებად დარჩნენ. ის მალევე უახლოვდება დილანს, რომელიც მის ჯანმრთელობაზე ღელავს და ოპერაციისთვის საჭირო ფულს შეაგროვებს. შედეგად ისინი რომანტიკულ ურთიერთობას იწყებენ.

ბრედლი მარტინი

რედაქტირება

ბრედლი მარტინი (შესრულებულია ნიკოლა პელცის მიერ)[5] — ნორმანის კეთილი, მიმზიდველი და პოპულარული კლასელი. ბრედლის ნორმანი პირველივე შეხვედრისას მოეწონება, რის გამოც მას წვეულებაზე წაიყვანს და საკუთარ შეყვარებულს გააცნობს. ბრედლის სამყარო თავდაყირა დგება, როცა მამამისი კვდება და გლოვის დროს ნორმანთან სექსი აქვს. ამას მოგვიანებით ნანობს და მომხდარის გამოსწორებას ცდილობს, რის შედეგადაც ნორმანი მასზე განაწყენდება. ბრედლი ნორმასა და ემას განრისხებას იწვევს, რადგან ნორმანი მას მეტისმეტ ყურადღებას უთმობს. დილანის დახმარებით, ბრედლი მამამისის მკვლელის ვინაობას გაიგებს და მას კლავს. სისხლში გასვრილი ბრედლი ნორმანთან მიდის, რომელიც მას თეთრი ფიჭვის ყურიდან გაქცევაში ეხმარება. ის მესამე სეზონში ბრუნდება და ნორმანთან დაახლოებას ცდილობს. ბრედლი მას სთხოვს, რომ დედამისს, რომელსაც ბრედლი მკვდარი ჰგონია, სიმართლე უთხრას, თუმცა აზრს შეიცვლის, როცა საკუთარი თვალით ნახავს, რომ დედამისი ქმრისა და ქალიშვილის სიკვდილს სწრაფად შეეგუა. ამის შემდეგ ბრედლის მიაჩნია, რომ ამ ქვეყნად მხოლოდ ნორმანი დარჩა. ის ცდილობს ნორმანის დარწმუნებას იმაში, რომ ქალაქიდან ერთად გაიქცნენ.

ალექს რომერო

რედაქტირება

ალექს რომერო (შესრულებულია ნესტორ კარბონელის მიერ)[6] — თეთრი ფიჭვის ყურის შერიფი, რომელიც საკმაოდ უხერხულ პოზიციაშია. ის თვალს ხუჭავს მარიხუანას წარმოებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ქალაქის ეკონომიკა ამაზეა დამოკიდებული. რომერო ინარჩუნებს მკაცრ, უემოციო და მტკიცე ხასიათს როგორც სამსახურის შესრულებისას, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში. მისი ურთიერთობა ბეიტსების ოჯახთან არც ისე მარტივად იწყება, რადგან პირველივე შეხვედრისას ეჭვობს, რომ კით სამერსის გაუჩინარებაში (და სიკვდილში) ნორმას ხელი ურევია. დროთა განმავლობაში, ის ნორმას უფრო და უფრო თბილად ეპყრობა, თუმცა ხშირად უწევს მისი არეული საქმის გამოსწორება, მაგალითად იძულებული გახდა მოეკლა კაცი, რომელიც ნორმას ემუქრებოდა, ასევე ნორმანის დანაშაული სხვას გადააბრალა. როდესაც მოტელის ერთ-ერთ სტუმარს სასიკვდილოდ დაჭრიან, ის გარდაცვალებამდე ნორმას მეხსიერების ბარათს გადასცემს, რომელიც შეიცავს ფინანსურ ანგარიშებს სულ მცირე 15 მილიონი დოლარის ოდენობით (ნარკოტიკებით ვაჭრობის უკანონო შემოსავალი). რომერომ ნორმა უნდა დაიცვას, რა დროსაც იძიებს ბარათზე აღნიშნულ პირებს, რომელთა შორის არის მამამისი, ყოფილი შერიფი. როცა რომერო გაიგებს, რომ ნორმამ მისი ქმრის სიკვდილის შესახებ მოატყუა, მათი მეგობრობა თითქმის სრულდება. რომეროს კონკურენტებთან გამკლავება უწევს, რომლებსაც მისი ადგილის მოპოვებასა და სიცოცხლის ხელყოფას ცდილობენ. მეოთხე სეზონში, როცა ნორმანი ფსიქიატრიული დაკვირვების ქვეშ მოექცევა, რომეროს და ნორმას ურთიერთობა რომანტიკული გახდება. მოგვიანებით მას ცრუმოწმეობის ბრალდებით აპატიმრებენ.

კელებ კალჰუნი

რედაქტირება

კელებ კალჰუნი (შესრულებულია კენი ჯონსონის მიერ)[7] — ნორმას უფროსი ძმა, ნორმანის ბიძა და დილანის ბიოლოგიური მამა. მეორე სეზონში, კელები ბეიტსის მოტელში მიდის, მაგრამ ნორმა მას დაუყოვნებლივ აგდებს. მიუხედავად ამისა, კელები დილანს დაუახლოვდება და ეუბნება, რომ ბავშვობაში ნორმას მათი მოძალადე მამისგან იცავდა. ამის გამო დილანი ნორმასთან კამათისას კელებს იცავს, მაგრამ არ იცის, რომ ის ნორმას ბავშვობაში აუპატიურებდა. ამ დროს ნორმანი და დილანი ჩხუბს იწყებენ და მათ შესაჩერებლად ნორმა ამხელს, რომ კელები დილანის მამაა. მას შემდეგ, რაც ნორმას პიროვნებად გარდასახული ნორმანი კელებს თავს დაესხმება, ის ქალაქიდან მიდის. მოგვიანებით, კელები ბრუნდება და დილანს ფერმის აშენებაში ეხმარება. დილანი კელებს უახლოვდება და ნორმას მისი დაბრუნების შესახებ ეუბნება, რის შემდეგაც და-ძმა ერთმანეთს ემოციურად შეხვდება. კელები ნორმას ბოდიშს უხდის, თუმცა ნორმა მას ბოლომდე არ პატიობს. კელები ფერმის მეზობელს, ჩიკს იარაღების კანადაში გადატანაში დათანხმდება, რადგან დილანს ფული ემას დასახმარებლად სჭირდება. გარიგება რეალურად ჩიკის მოსაკლავად იყო მოწყობილი და დანიშნულების ადგილას სროლა ატყდება, თუმცა კელები დილანის გადარჩენას მოახერხებს. ის ჩიკს სცემს, კუთვნილ ფულს აიღებს და აფრთხილებს, რომ დილანს არ გაეკაროს. კელები ქალაქიდან წასვლამდე ნორმას უმხელს, რომ „დედად“ გარდასახული ნორმანი მას თავს დაესხა.

მეორეხარისხოვანი პერსონაჟები

რედაქტირება

კით სამერსი

რედაქტირება
 

კით სამერსი (შესრულებულია ვ. ერლ ბრაუნის მიერ) არის მოტელის და მის უკან მდებარე სახლის ყოფილი მფლობელი. ნორმასა და ნორმანს თავიდანვე ზიზღით და სიბრაზით შეხვდა, რადგან მათ მისი საკუთრება იყიდეს, რომელიც თავად ბანკში დაკარგა.

კითი მოტელში მიდის და ნორმასა და ნორმანს ეუბნება, რომ მოტელის ბიზნესს თავს ვერ გაართმევენ, რადგან ქალაქის შესახებ არაფერი იციან და ამ საქმეში გამოუცდელები არიან. ის ამბობს, რომ მოტელი და სახლი, რომელშიც ახლა ნორმა და ნორმანი ცხოვრობენ, მისი ოჯახის საკუთრება ჯერ კიდევ მრავალი თაობის წინ იყო. ნორმა მას პოლიციაში დარეკვით ემუქრება, რის შემდეგაც კითი უკან იხევს და ამბობს, რომ ქალაქში თითქმის ყველა პოლიციელთან მეგობრობს.

მოგვიანებით იმავე ღამით, როცა ნორმანი ბრედლი მარტინთან ერთად წვეულებაზე გაიპარება, კითი სახლში შემოიჭრება და ნორმას აუპატიურებს. ნორმანი შინ ბრუნდება, კითს გათიშავს და ნორმას ჭრილობის შესახვევად პირველადი დახმარების ყუთის მოსატანად გაიქცევა. კითი ამ დროს გამოფხიზლდება და განრისხებული ნორმა მას დანით კლავს.

ნორმა და ნორმანი მის ცხედარს მოტელის ერთ-ერთი ოთახის სააბაზანოში დროებით დამალავენ. შერიფი ალექს რომერო მოტელის დასათვალიერებლად მოდის და იმ სააბაზანოს გამოიყენებს, სადაც კითის ცხედარია, თუმცა, საბედნიეროდ, სხეულს ვერ შეამჩნევს. ნორმა და ნორმანი კითის სხეულს ჯაჭვებით დაამძიმებენ და ტბაში აგდებენ.[8]

სათევზაო ბადეში გახრწნილი ხელი მოხვდება. მასზე გაკეთებული მაჯის საათით დაადგენენ, რომ ხელი კით სამერსს ეკუთვნის.[9]

სამერსის მკვლელობა მოადგილე ზაკ შელბის გადაბრალდება მას შემდეგ, რაც შერიფი ალექს რომერო ადამიანით ვაჭრობის ბიზნესის შესახებ შეიტყობს.[10]