კვირიკე (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)
სოფელი საქართველოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტი
კვირიკე — სოფელი დასავლეთ საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: კვირიკე, ზედა კვირიკე, ქვედა კვირიკე). მდებარეობს მდინარე კინტრიშის ხეობაში, ზღვის დონიდან 90 მ სიმაღლეზე. ქალაქ ქობულეთიდან დაშორებულია 4 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1921 კაცი[1]. სოფლის ცენტრში მდებარეობს XIX საუკუნეში აშენებული ხის მეჩეთი, რომელიც კვირიკეს ჯამეს სახელითაა ცნობილი. სოფელში ლანჩას აბანოზე გამოვლენილია გოგირდწყალბადიანი ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული და ნატრიუმიანი მინერალური წყალი, დებეტი 6000 ლ/დ.[2]
სოფელი | |
---|---|
კვირიკე | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | კვირიკე |
კოორდინატები | 41°45′57″ ჩ. გ. 41°50′15″ ა. გ. / 41.76583° ჩ. გ. 41.83750° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 90 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1921[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 2664[3][4] |
2014 | 1921[1] |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 499.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ ბურჭულაძე ზ. ურბოეკოლოგია გვ. 83 — 2016 წ.
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2011-12-22.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.