მერი კერი კენედი (ინგლ. Kerry Kennedy; დ. 8 სექტემბერი, 1959) — ამერიკელი იურისტი, ავტორი და უფლებადამცველი. რობერტ კენედისა და ეთელ სკაკელის მეშვიდე შვილი და მესამე ქალიშვილი. ნიუ-იორკის ყოფილ გუბერნატორ ენდრიუ კუომოსთან 15 წლიანი ქორწინების დროს, 1990 წლიდან 2005 წლამდე, ცნობილი იყო როგორც კერი კენედი-კუომო. არის „რობერტ ფ. კენედის ადამიანის უფლებების“, არაკომერციული ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის პრეზიდენტი.

კერი კენედი

კენედი 2017 წელს
დაბადების სახელი მერი კერი კენედი
დაბადების თარიღი 8 სექტემბერი, 1959 (1959-09-08) (65 წლის)
ვაშინგტონი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
განათლება ბრაუნის უნივერსიტეტი, ბოსტონის კოლეჯი
საქმიანობა აქტივისტი, იურისტი, ავტორი
პარტია დემოკრატიული პარტია (აშშ)
მეუღლე(ები) ენდრიუ კუომო (1990-2005)
შვილ(ებ)ი 3
მშობლები მამა: რობერტ კენედი
დედა: ეთელ კენედი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

მერი კერი კენედი დაიბადა 1959 წელს, ვაშინგტონში, რობერტ ფ. კენედისა და ეთელ სკაკელის ოჯახში. მისი დაბადებიდან სამი დღის შემდეგ, მამამისი გადადგა სენატის რაკეტების კომიტეტის მთავარი მრჩეველის თანამდებობიდან, რათა გაემართა მისი ძმის საპრეზიდენტო კამპანია. [1] ის 3 წლის ასაკში გამოჩნდა 1963 წლის რობერტ დრიუს დოკუმენტურ ფილმში „კრიზისი: პრეზიდენტის ვალდებულების მიღმა“ და ტელეფონით მიესალმა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ჩინოვნიკს ნიკოლას კაცენბახს მამამისის, რობერტ ფ. კენედის, იმ დროს გენერალური პროკურორის ოფისიდან.[2] მამამისი მოკლეს 1968 წელს. [3] მან დაამთავრა პუტნის სკოლა და ბრაუნის უნივერსიტეტი, მიიღო იურისტის დოქტორი ბოსტონის კოლეჯის სამართლის სკოლაში.

აქტივიზმი

რედაქტირება

1981 წლიდან კენედი მუშაობდა ადამიანის უფლებათა აქტივისტად, ხელმძღვანელობდა დელეგაციებს ისეთ ადგილებში, როგორიცაა: ელ სალვადორი, ღაზა, ჰაიტი, კენია, ჩრდილოეთ ირლანდია და სამხრეთ კორეა. [4] იგი ასევე საქმიანობდა ჩინეთში, ინდონეზიაში, ვიეტნამში, ინდოეთში, სუდანსა და პაკისტანში.

1988 წელს კენედიმ დაიწყო მუშაობა რობერტ ფ. კენედის ადამიანის უფლებათა ცენტრში (ამჟამად რობერტ ფ. კენედის ადამიანის უფლებები). ის იყო რობერტ კენედის მემორიალის აღმასრულებელი დირექტორი 1995 წლამდე. პრეზიდენტია რობერტ ფ. კენედის ფონდისა, რომელიც მდებარეობს ფლორენციაში, იტალიაში.

კენედი არის Amnesty International-ის ლიდერთა საბჭოს თავმჯდომარე და მისი ჩანაწერები გამოქვეყნებულია The Boston Globe-ში, The Chicago Sun-Times-ში და The New York Times-ში. ასევე მუშაობს კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი ინვესტიციების ცენტრის მრჩეველთა საბჭოში.

კენედი მოგზაურობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, აწყობს გამოსვლებს და პრეზენტაციებით მოუწოდებს თავის აუდიტორიას, ფეხზე წამოდგნენ და ებრძოლონ ადამიანთა უფლებების შელახვას. 2017 წელს კენედიმ მიიღო მედალი სოციალური აქტივიზმისთვის.

ადამიანის უფლებების დაცვა

რედაქტირება
 
კერი კენედი 2015 წელს რობერტ კენედის ადამიანის უფლებათა ცენტრის კონფერენციაზე

კენედიმ ცხოვრება მიუძღვნა თანაბარ სამართლიანობას, ადამიანთა ძირითადი უფლებების ხელშეწყობას, დაცვას და კანონის უზენაესობის შენარჩუნებას. [5] კენედი არის რობერტ ფ. კენედის ადამიანის უფლებების პრეზიდენტი. [5] მან ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობა 1981 წელს დაიწყო. როგორც სტაჟიორმა Amnesty International-ში, გამოიძია აშშ-ს საიმიგრაციო ჩინოვნიკების მიერ ჩადენილი დარღვევები სალვადორის სამოქალაქო ომის დროს, რომლებიც მიმართული იყო ელ სალვადორის ლტოლვილების მიმართ. [6]

ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა ადამიანის უფლებათა მრავალფეროვან საკითხებზე, მათ შორის: ბავშვთა უფლებები, ბავშვთა შრომა, გაუჩინარებები, მკვიდრი მიწის უფლებები, სასამართლო დამოუკიდებლობა, სიტყვის თავისუფლება, ეთნიკური ძალადობა, დაუსჯელობა და სხვა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქალთა უფლებებზე, განსაკუთრებით საპატიო მკვლელობებზე, სექსუალურ მონობაზე, ოჯახში ძალადობაზე, სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციასა და სექსუალურ ძალადობაზე. იგი მუშაობდა 60-ზე მეტ ქვეყანაში და ხელმძღვანელობდა ასობით ადამიანის უფლებათა დელეგაციას.

კენედიმ 1986 წელს დააარსა RFK Center Partners for Human Rights გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში კოდირებული უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. RFK Partners მხარს უჭერს გაბედულ უფლებადამცველებს მთელ მსოფლიოში. ცენტრი ავლენს ადამიანის უფლებების დარღვევას, როგორიცაა წამება, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა და ბავშვთა შრომა; მოუწოდებს კონგრესს და აშშ-ს ადმინისტრაციას, ხაზი გაუსვან ადამიანის უფლებებს საგარეო პოლიტიკაში; და ამარაგებს აქტივისტებს იმ რესურსებით, რაც მათ სჭირდებათ სამუშაოს წინსვლისთვის. კენედიმ ასევე დააარსა RFK Compass, რომელიც მუშაობს მდგრად ინვესტიციებზე. მან შექმნა RFK სასწავლო ინსტიტუტი ფლორენციაში, იტალიაში, რომელიც სთავაზობს სწავლის კურსებს ადამიანის უფლებათა წამყვან დამცველებს მთელს მსოფლიოში.

კენედი არის ავტორი წიგნისა სახელწოდებით ისაუბრე სიმართლე ძალაუფლებისთვის: ადამიანის უფლებათა დამცველები, რომლებიც ცვლიან ჩვენს სამყაროს, წიგნში მოცემულია ინტერვიუები უფლებადამცველებთან, მათ შორის მარიან რაიტ ედელმანთან, დალაი ლამასთან, არქიეპისკოპოს დესმონდ ტუტუსთან, ელი ვიზელთან და სხვებთან. ეს წიგნი ითარგმნა 6 ენაზე. წიგნი ასევე არის RFK ცენტრის Speak Truth To Power პროგრამის საფუძველი.

კენედი არაერთხელ გამოჩნდა ABC-ზე, NBC-ზე, CBS-ზე, CNN-სა და PBS- ზე, ასევე მისი კომენტარები და სტატიები გამოქვეყნდა ისეთ გაზეთებში, როგორიცაა: Boston Globe, The Chicago Sun-Times, L'Unita, The Los Angeles Times, Marie Claire, The New York Times, Página/12, TV Guide და Yale Journal of International Law. როგორც გარემოსდაცვითი ჟურნალის სატელევიზიო პროგრამის, Network Earth-ის სპეციალური კორესპონდენტი, მან მოხსენება წაიკითხა ადამიანის უფლებებისა და გარემოს შესახებ. ამერიკის ხმისთვის ინტერვიუები ჩაატარა ადამიანის უფლებათადამცველ ლიდერებთან .

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1990 წლის 9 ივნისს კერი დაქორწინდა ენდრიუ კუომოზე წმინდა მათე მოციქულის ტაძარში, ვაშინგტონში. [7] მათ ჰყავთ სამი ქალიშვილი: ტყუპები კარა ეთელ კენედი-კუომო და მარია მატილდა კენედი-კუომო (დ. 1995 წელს) და მიქაელა ანდრეა კენედი-კუომო (დ. 1997 წელს). კენედი და კუომო 2005 წელს განქორწინდნენ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Oppenheimer, p. 259.
  2. Drew Associates, Crisis: Behind a Presidential Commitment (1963)
  3. Oppenheimer, p. 447.
  4. National Press Club -- Karen Kennedy Cuomo.
  5. 5.0 5.1 Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 8, 2013. ციტირების თარიღი: January 24, 2014
  6. College Welcomed Social Justice Activist Kerry Kennedy to Speak on "Truth and Power". დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 4, 2014. ციტირების თარიღი: January 24, 2014
  7. "Kennedy-Cuomo Wedding Draws Celebrities, Sightseers", Los Angeles Times, June 10, 1990. Retrieved October 22, 2013.