კარტოგრაფიის ისტორია
კარტოგრაფიის ისტორია — კარტოგრაფიისა და გეოგრაფიული რუკის შექმნის ხერხების ტექნოლოგიების დროთა განმავლობაში
განვითარების ისტორია. რუკა უძველესი დროიდან უმნიშვნელოვანესი გამოგონება იყო, რომელსაც გამოქვაბულებსა და თიხის ფილებზე კვეთავდნენ სხვადასხვა ხელსაწყოებისგან.
უძველესი რუკები
რედაქტირებაცნობილი უძველესი რუკების გარკვეული ნაწილი 14,500 წლით თარიღდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესი ნაწილი არათუ დედამიწას, არამედ ცას გამოსახავდა. ანტიკურ კლდეებში ასევე მთებსა და მთათა სისტემებს როგორც ხატავდნენ სხვადასხვა საშუალებებით (ბუნებრივი საღებავი, ნახშირი), ასევე კვეთავდნენ ბასრი საგნებით, რომლებსაც არქეოლოგების აზრით, ნავიგაციის მიზნით იყენებდნენ.
ძველი ბაბილონი
რედაქტირებაბაბილონში განვითარებული იყო კარტოგრაფიის როგორც მეცნიერება, ასევე ტექნიკური შესრულების ხერხები და აქედან გამომდინარე, მრავალი სახის რუკა იქმნებოდა, რომელთა დიდი ნაწილი თიხის ფილებზე იყო შესრულებული. მათზე გამოსახული იყო ხეობები და ბორცვები. სწორედ 700-500 წლების შუალედში შესრულებული და დღევანდელი ერაყის სამხრეთით აღმოჩენილი სიმბოლური მსოფლიოს რუკა მიიჩნევა ყველაზე ძველ მსოფლიოს რუკად, რომლის ზომებსაც 12.2x8.2 სმ. შეადგენს და გაერთიანებული სამეფოს მუზეუმში ინახება.
ძველი საბერძნეთი
რედაქტირებაძველ საბერძნეთში იქმნებოდა ქაღალდზე შესრულებული ისეთი რუკები, რომელთა სანავიგაციოდ გამოყენება შესაძლებელი იყო და რომლებიც დედამიწის კონკრეტულ ნაწილს გამოსახავდნენ. ანაქსიმანდრე (ძვ.წ. 610 - ძვ.წ. 547/540) იყო ის პირველი ძველბერძენი ფილოსოფოსი, რომელმაც ნაცნობი სამყაროს მსოფლიო რუკა შეასრულა და აქედან გამომდინარე, სწორედ ანაქსიმანდრე მიიჩნევა ერთ-ერთ პირველ კარტოგრაფად მსოფლიო ისტორიაში. მის გარდა, მრავალმა ბერძენმა კარტოგრაფმა შექმნა სხვადასხვა სახის რუკა და გააკეთა გეოგრაფიულ-კარტოგრაფიული აღმოჩენები, ჰეკატეოს მილეტელის, ჰეროდოტეს, ერატოსთენესა და პტოლემეს ჩათვლით, თუმცა მათი ქმნილებები დაფუძნებული იყო ექსპედიციებსა და კვლევებზე.
მრავალ ბერძენს, მათ შორის ჰომეროსს, სწამდათ, რომ სულ ორი კონტინენტი იყო - ევროპა და აზია, აქედან გამომდინარე, მათი რუკების დიდი ნაწილი მოიცავდა ამ ორს, რის შედეგადაც საბერძნეთი ყოველივე ამის შუაში იყო ოკეანით გარშემორტყმული.
კარტოგრაფიაზე დიდი ზეგავლენა იქონია დედამიწის სფერულობამ, როგორსაც მრავალი კარტოგრაფი მიიჩნევდა პტოლემეს ჩათვლით, რომლის შექმნილი რუკების საკოორდინატო სისტემის განედები პარალელებს, ხოლო გრძედები - მერიდიანებს მოიცავდა.
ჩინეთი
რედაქტირებაჩინეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი რუკები ძვ. წ. მე-4 საუკუნით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩინური რუკების უმეტესობა არათუ ქაღალდსა ან თიხაზე, არამედ ხეზე და აბრეშუმზე სრულდებოდა, რომელთა დიდი ნაწილი მსოფლიოში უძველეს აგროკლიმატურ რუკებად მიიჩნევა. მეცნიერება ქვეყანაში თანდათან უფრო და უფრო ვრცელდებოდა სხვადასხვა დინასტიებისას, ხოლო ახ. წ. 605 წელს, სუების დინასტიის წარმომადგენელმა - პეი ჯუმ პირველი რუკა შექმნა, რომელიც ბადოვანი სისტემით იყო შესრულებული, რის შემდეგაც იგი დამკვიდრდა, ვინაიდან ამ პერიოდის აღმოჩენილი რუკების დიდი ნაწილი ასეთივე ტიპის ბადოვანი სისტემით იყო აგებული, მაგალითად 1579 წლის გუანგ იუტუს ატლასი, რომელიც 40 რუკას შეიცავდა, თითოეული მათგანი კი ბადოვანი სისტემით იყო შესრულებული.
ევროპა
რედაქტირებაევროპის კარტოგრაფიის განვითარებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა მაიორკის კარტოგრაფიის სკოლამ, რომელიც ძირითადად ბერძენ კარტოგრაფებს, კოსმოგრაფებს, ნავიგატორებსა და სანავიგაციო ხელსაწყოების ხელოსნებს მოიცავდა. სწორედ ამ სკოლამ და მისმა წევრებმა მოიგონეს პორტოლანური ტიპის რუკები, რომლებიც საზღვაო ექსპედიციებს ემსახურებოდა და ბადოვან ხაზებს მოიცავდა, რაც აუცილებელი იყო კომპასით ნავიგაციისას. დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩნებმა დიდი ზეგავლენა მოახდინეს კარტოგრაფიის განვითარებაში გამომდინარე იქიდან, რომ ის მოგზაურები, რომლებიც ახალ ტერიტორიებს აღმოაჩენდენ ექსპედიციის მიმდინარეობისას, შემდეგ რუკაზე გამოსახავდნენ, ისევე, როგორც იმ საზღვაო გზებს, რომელიც გაიარეს ახალ ტერიტორიებამდე.
1500-იან წლებში ესპანელმა კარტოგრაფმა და მოგზაურმა - ხუან დე ლა კოსამ, რომელიც კოლუმბთან ერთად მოგზაურობდა შეასრულა როგორც ცალკე ამერიკების რუკა, ასევე ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკები აფრიკასთან და ევრაზიასთან ერთად. 1527 წელს კი დიეგო რიბეირომ, პორტუგალიელმა კარტოგრაფმა პირველი სამეცნიერო მსოფლიო რუკა - “პადრონ რეალი“ შექმნა, რომელიც ცენტრალური და სამხრეთი ამერიკის დასავლეთ სანაპიროებს დეტალურად გამოსახავდა.
ჩრდილოეთი ევროპის პირველი რუკა 1427 წელს დაიხატა რომში დანიელი გეოგრაფის კლაუდიუს კლაუსონის მიერ, ხოლო გერმანიის სრული კარტოგრამა კარდინალმა ნიკოლას კრებსმა. 102 წლის შემდეგ, 1529 წელს, ესპანეთის მეფემ და კოსმოგრაფმა - დიეგო რიბერომ ახალი ტიპის რუკა შექმნა, რომელზეც წყნარი ოკეანის გაშლილი სივრცე და მასზე მდებარე ხმელეთები იყო გამოსახული, ხოლო 41 წლის შემდეგ, 1570 წელს, ჰოლანდიელ-ფლამანდიელმა კარტოგრაფმა - აბრაჰამ ორტელიუსმა პირველი თანამედროვე მსოფლიო ატლასი შექმნა
რომის იმპერია
რედაქტირებარომის იმპერიაში კარტოგრაფები რუკის შექმნისას ისეთ პრაქტიკულ გამოყენებებზე აკეთებდნენ აქცენტს, როგორიცაა სამხედრო და ადმინისტრატიული საჭიროებები.[1] მათ განვითარებული კარტოგრაფია სჭირდებოდათ იმისთვის რომ უკეთესად გაეკონტროლებინათ იმპერიის ფინანსური, პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო შემადგენელი ნაწილები, მასზე დაეტანათ ამა თუ იმ რეგიონის ადმინისტრაციული ნაწილები, გზის ხაზები და ა.შ.
შუა საუკუნეები
რედაქტირებაპოსტშუსაუკუნოვანი რუკების მნიშვნელოვანი ასპექტი იყო ამ დროს შექმნილი კარტოგრამების სიზუსტე, რამაც ახალ აღმოჩენებს დაუდო საფუძველი. კარტოგრაფიულ ნამუშევრებში დიდი თავისუფალი სივრცე იყო, რომელიც კარტოგრაფებს საკუთარი წარმოსახვით შეეძლოთ რომ შევსოთ. [2]შუა საუკუნეებში, მუსლიმმა სწავლულებმა განაგრძეს კარტოგრაფიის ძველი ტრადიციებისა და კულტურის გაგრძელება, რომლებიც ძირითადად პტოლემეს მიერ იყო შემუშავებული, თუმცა სხვა აღმომჩენების, მოგზაურებისა და კარტოგრაფების ჩანახატები თუ რუკები გამოიყენეს არსებულის განსავითარებლად.
XV საუკუნე
რედაქტირება1450 წლის ფრა მაუროს რუკა ბერმა ფრა მაურომ შექმნა, რომელიც შუა საუკუნეების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კარტოგრამად მიიჩნევა. ბერის მიერ შექმნილ კარტოგრაფიულ ნიმუშს დიდი ზომის მრგვალი რუკა წარმოადგენს, რომელიც დიამეტრით ორ მეტრს შეადგენს. თხელ პერგამენტზე დახატული და ხის ჩარჩოზე გადაჭიმული. იგი იმ დროისთვის ცნობილ კონტინენტებს - ევროპას, აზიასა და აფრიკას მოიცავს. ამ რუკაში განსხვავებული ისაა, რომ ფრა მაურომ თავის კარტოგრამაზე ჩრდილოეთი ქვემოთ, ხოლო სამხრეთი - ზემოთ გამოსახა, რაც პტოლემეს რუკისგან განსხვავებული იყო, ვინაიდან ბერმა ჩათვალა, რომ მისი რუკა უკვე მოძველებული იყო და განახლებას საჭიროებდა.
XVI საუკუნე
რედაქტირებაXVI საუკუნის შუა რიცხვებში, გერჰარდ მერკატორმა - ფლამანდიელმა კარტოგრაფმა მერკატორული პროექციის რუკა გამოიგონა, რომელიც მათემატიკურ გამოთვლებზე იყო დაფუძნებული იდეალურად იქიდან გამომდინარე, რომ აღიარებული იქნა როგორც ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი სანავიგაციო საშუალება იმ დროისთვის. ვინაიდან სფერული ზედაპირის ბრტყელ სივრცეზე გამოსახვა რთული იყო, მერკატორმა გადაწყვიტა, რომ ესა თუ ის მიწა პოლუსებთან რაც უფრო ახლოს იქნებოდა, მით უფრო დიდი გამოესახა რუკაზე, ხოლო ლოქსოდრომები (გრძედ-განედები) დაეტოვებინა, ვინაიდან გემების ნავიგატორებისთვის ამ მერიდიანებისა და პარალელების გამოყენებით კურსის დაჭერა უფრო უადვილდებოდათ.[3]
ასევე XVI საუკუნეში, 1513 და 1528 წლებში შექმნა ოსმალმა ადმირალმა - ფირი რეისმა მსოფლიო რუკა, რომელიც 117 დასახელებულ ადგილს მოიცავდა და რომელთაგან იყო როგორც სხვადასხვა კონტინენტი და ქვეყანა, ასევე მათი ტერიტორიის კულტურა, მმართველი, ფლორა და ფაუნა, ბუნებრივი რესურსები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ იგი პერგამენტის ქაღალდზე იყო შესრულებული.
XIX საუკუნე
რედაქტირებაXIX საუკუნეში ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტმა ახალი ესპანეთის (დღევანდელი მექსიკა) ყველაზე ზუსტი რუკა შექმნა (1799-1804). იმისდა მიუხედავად, რომ მან თავისი რუკა სხვებზე დაყრდნობით შეადგინა, აღსანიშნავია, რომ განსაკუთებული ყურადღება ჰქონდა მინიჭებული და განსაკუთრებულად დეტალურად ჰქონდა მას თავის რუკაზე გრძედ-განედები აღბეჭდილი. 1803 წელს, როდესაც წყნარი ოკეანის აკაპულკოს პორტზე მოხვდა, ქვეყანა არ დატოვა მანამ, სანამ იგიც არ დაიტანა კარტოგრამაზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- cartography in prehistoric, ancient, and medieval europe and the mediterranean/ J. B. Harley, David Woodward/University of Chicago Press: 1427 E. 60th Street Chicago, IL 60637 USA /ISBN: 0-226-31633-5 (Vol. 1), 0-226-31635-1 (Vol. 2, Book 1), 0-226-31637-8 (Vol. 2, Book 2)/1987
- History of Cartography - Geography - Oxford Bibliographies/11.27.13/Matthew H. Edney
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაhttps://www.gislounge.com/mapping-through-the-ages/ https://en.wikipedia.org/wiki/History_of_cartography https://geography.wisc.edu/histcart/ https://www.gislounge.com/mapping-through-the-ages/ https://blogs.loc.gov/maps/category/history-of-cartography/ დაარქივებული 2020-05-31 საიტზე Wayback Machine. https://www.oxfordbibliographies.com/view/document/obo-9780199874002/obo-9780199874002-0032.xml https://link.springer.com/book/10.1007/978-3-642-19088-9 http://www.openculture.com/2018/08/free-download-the-history-of-cartography.html https://essentials.neh.gov/projects/history-of-cartography დაარქივებული 2020-08-06 საიტზე Wayback Machine.