კაროტინოიდები
კაროტინოიდები — ყვითელი, ნარინჯისფერი ან წითელი პიგმენტები, რომელთა სინთეზი ხდება ბაქტერიებში, სოკოებში და უმაღლეს მცენარეებში. ცხოველები კაროტინოიდებს იყენებენ A და K ვიტამინების სინთეზისათვის. კაროტინოიდებს ეკუთვნის კაროტინები და ქსანტროფილები; პომიდვრის ასკილისა და ძაღლყურძენას ნაყოფში შედის ლიკოპინი, სიმინდის თესლში — ზეაქსანტინი, ნესვის ხის ნაყოფში — კრიპტოქსანტინი, მურა წყალმცენარეებში — ფუკოქსანტინი და ა. შ. კაროტინოიდების რაოდენობა იცვლება მცენარის განვითარების პროცესში და გარემო პირობების გავლენით; უჯრედში კაროტინოიდები ყველაზე მეტია პლასტიდებში. ისინი ხელს უწყობენ მცენარეთა განვითარებას, მონაწილეობენ მცენარის მიერ სინათლის შთანთქმაში და ცხოველის მიერ სინათლის აღქმაში, ფოტოსინთეზში. აგრეთვე მცენარეებში ჟანგბადის გადატანაში. მოლეკულაში კაროტინოიდების ორმაგი ბმების რაოდენობა და მდებარეობა განაპირობებს მის შეფერილობას. ცნობილია 150-ზე მეტი კაროტინოიდული პიგმენტი.[1]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- კაროტინოიდები — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- კაროტინოიდები — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიორედაქტირება
- ↑ კაროტინოიდები // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 414.