კარნოტიტი (სახელი ეწოდა ფრანგი ქიმიკოსის ა. კარნოს (ფრანგ. A. Carnot) პატივსაცემად) — ვანადატების კლასის მინერალი; ქიმიური შედგენილობა ·. ზოგჯერ შეიცავს , , და სხვ. კრისტალდება იშვიათად. აგრეგატები მიწისებრი და წანაცხის სახისაა. აქვს კაშკაშა ყვითელი ან მომწვანო ყვითელი ფერი, ტკეჩადობა სრული. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 2–3; სიმკვრივე 4460 კგ/მ³. ძლიერ რადიოაქტიურია. წარმოიქმნება ურანის პირველადი მინერალების ხარჯზე. კარნოტიტი ურანისა და ვანადიუმის მნიშვნელოვანი მადანია. კარნოტიტის საბადოებია აშშ-ში, აფრიკაში, ავსტრალიასა და სხვ.

კარნოტიტი
საერთო
ქიმიური ფორმულაK2(UO2)2[VO4]2·3H2O
იდენტიფიკაცია
ფერიყვითელი ან მომწვანო ყვითელი
ტკეჩადობასრული
სიმაგრე მოოსის სკალით2–3
სიმკვრივე4460 კგ/მ³

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება