კამპალა (სუაჰ. Kampala, ინგლ. Kampala) — უგანდის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი. მდებარეობს ვიქტორიას ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე. არის ცენტრალური რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

დედაქალაქი
კამპალა
სუაჰ. Kampala
ინგლ. Kampala
ქვეყანა უგანდის დროშა უგანდა
რეგიონი ცენტრალური რეგიონი
ოლქი კამპალის ოლქი
შიდა დაყოფა Makindye Division, Rubaga Division, Kawempe Division და Nakawa Division
კოორდინატები 0°19′00″ ჩ. გ. 32°35′00″ ა. გ. / 0.31667° ჩ. გ. 32.58333° ა. გ. / 0.31667; 32.58333
ქალაქის მერი Erias Lukwago
დაარსდა 1890
ფართობი 189 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1190
მოსახლეობა 1 516 210 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 8022,28 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი (+256) 041
ოფიციალური საიტი https://www.kcca.go.ug/
კამპალა — უგანდა
კამპალა

2019 წლის 31 ივლისის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 1 650 800 ადამიანია და ხუთ ნაწილად იყოფა: კამპალის ცენტრალურ, კავემპეს, მაკინდიის, ნაკავისა და რუბაგის დანაყოფებად.

კამპალის მეტროპოლიტური სივრცე 8 451.9 კმ²-ია და შედგება ქალაქისა და მეზობრელი რაიონებისგან: ვაკისოს, მუკონოს, მპგის, ბუიკვესა და ლუვეროს რაიონებისგან. უგანდის სტატისტიკის ბიუროს მონაცემების მიხედვით, მეტროპოლიტური სივრცის მოსახლეობა სწრაფად იზრდება და 2019 წლისთვის 6 709 000-ს ასცდა.[1]

Xuantong Wang et al.-ის მონაცემების მიხედვით, 2015 წლისთვის მეტროპოლიტური სივრცის ნომინალური GDP მოცულობამ 13.80221 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც უგანდის მთელი წლის მაჩვენებლის ნახევარზე მეტი იყო და რაც უგანდის ეკონომიკაში დედაქალაქის მნიშვნელობაზე მიანიშნებს.[2]

კამპალა აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფმზარდი ქალაქია, რომლის მოსახლეობის წლიური ზრდის მაჩვენებელი 4.03%-ია.[3] Mercer-ის, ნიუ-იორკში დაფუძნებული გლობალური განვითარების საკონსულტაციო სააგენტოს მონაცემების მიხედვით, კამპალა ნაირობისთან და კიგალისთან ერთად აღმოსავლეთ აფრიკაში საცხოვრებელ საუკეთესო ქალაქად დასახელდა.[4]

ეტიმოლოგია

რედაქტირება

თავდაპირველად კამპალა ეწოდებოდა დღევანდელი ძველი კამპალის ბორცვს, რომელის მწვერვალზეც ლუგარდის ფორტი და ბრიტანელი კოლონისტების თავდაპირველი შტაბ-ბინა მდებარეობდა.

სანამ ბრიტანელები მშენებლობას დაიწყებდნენ და ლუგარდის ფორტს დაიკავებდნენ, ბორცვი ბუგანდის ქაბაქის (მეფის) სამონადირე ნაკრძალს წარმოადგენდა და რამდენიმე სახეობის ანტილოპა ბინადრობდა, მათ შორის იმპალა. როდესაც ბრიტანელმა კოლონიურმა აგენტებმა ბუგანდის ქაბაქისგან ეს ბორცვი მიიღეს, მას „იმპალის ბორცვი“ უწოდეს.

ბაგანდა, რომლის ტერიტორიაზეც ბრიტანელი კოლონისტები დასახლდნენ მალე Akasozi ke'Empala-დ, „იმპალების ბორცვად“ თარგმნეს. Kasozi ბორცვს ნიშნავს, ხოლო ke და empala იმპალის მრავლობითი ფორმაა. შემდეგში დასახელება კემპალად (K'empala), საბოლოოდ კი კამპალად შეიკვეცა. მართალია თავდაპირველად ეს სახელი ბრიტანულ დასახლებას ერქვა, მაგრამ შემდეგში დასახელება ძველი კამპალის ბორცვის მახლობელ ბუგანდის სამეფოს დედაქალაქ კიბუგაზეც გავრცელდა.[5]

ის ტერიტორია, რომელიც არაერთი ბორცვითა და ჭაობით იყო დაფარული და მოგვიანებით ცნობილი გახდა როგორც კამპალა, თავდაპირველად მკაცრად ცენტრალიზებული ბუგანდის სამეფოს ბირთვს წარმოადგენდა. მეფეები კორონაციის შემდეგ ირჩევდნენ კიბუგას, დედაქალაქს, რომელიც სურვილის მიხედვით რომელიმე ბორცვზე განლაგდებოდა.

პირველი წერილობითი წყაროები კიბუგის (დედაქალაქი) შესახებ მკვლევარ რიჩარდ ფრენსის ბარტონს ეკუთვნის. 1860 წელს გამოცემულ წიგნში, აღმოსავლეთ აფრიკის ტბის რეგიონი, ბარტონი სნეი ბინ ამირის, არაბი ვაჭრის მიერ შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კიბუგას შემდეგნაირად აღწერს: „...დასახლება სიგრძით იმხელაა ერთ დღეზე ნაკლებ დროში ვერ დაფარავ, ნაგებობები ლერწმისა და როტანგისგანაა აგებული. ქაბაქის (მეფე) სასახლე სულ ცოტა ერთი მილის სიგრძისაა. ხაზობრივად ჩაწყობილი წრიული ქოხები გარშემორტყმულია ძლიერი ღობით, რომელსაც მხოლოდ ოთხი კარიბჭე აქვს.“

1862 წელს მკვლევარი ჯონ სპიკი ბუგანდაში ჩავიდა, რომლის დედაქალაქიც ამ დროისთვის ბანდაბაროგო იყო, დღევანდელი ბანდის ბორცვი, ხოლო მეფე მუთესა I იყო.[6]

1875 წელს მკვლევარ ჰენრი მორტონ სტენლის მოხსენების თანახმად, დედაქალაქი თანამედროვე ლუგაბის ბორცვის ადგილას მდებარეობდა, სადაც მკვლევარი მეფე მუთესა I-საც შეხვედრია. ჰენრი სტენლი მორტონმა Daily Telegraphy-სთვის წერილიც დაწერა, რომელშიც მისიონერებს ბუგანდაში ჩასვლისკენ მოუწოდებდა. 1870-იან წლებში მან კიბუგა New York Herald-სთვისაც აღწერა.

1877 წელს Church Mission Society-ის პირველი პროტესტანტი მისიონერები გაერთიანებული სამეფოდან ჩავიდნენ და ნამირემბეს ბორცვი დაიკავეს. ორი წლის შემდეგ, 1879 წელს კათოლიკე „თეთრი მამები“ ჩავიდნენ და თავდაპირველად თანამედროვე სოფელ კითების მახლობლად დასახლდნენ, მაგრამ მალევე ლუბაგის ბორცვზე გადაინაცვლეს. ორი რელიგიური ჯგუფის ჩასვლამ 1888-1892 წლებში რელიგიური ომები გამოიწვია.

1890 წელს ბუგანდაში ბრიტანეთის იმპერიის აღმოსავლეთ აფრიკის კომპანიის აგენტი ფრედერიკ ლუგარდი ჩავიდა, რომელმაც იმდროინდელ მეფესთან, მვანგა II-სთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ბუგანდა ბრიტანეთის იმპერიის დაცვის ქვეშ ექცეოდა. იმ დროისთვის დედაქალაქი მენგოს ბორცვზე იყო განთავსებული. კაპიტანმა ლუგარდმა შემდეგში ძველი კამპალის ბორცვი დაიკავა, სადაც ფორტიც ააგო.

1895 წელს ნამირემბეს ბორცვზე ეკლესიის მისიონერულმა საზოგადოებამ მენგოს სკოლა ააშენა, პირველი სკოლა, რომელშიც დასავლური განათლების მიღება იქნებოდა შესაძლებელი, თუმცა თავდაპირველად იქ შეძლებულთა და სამეფო სასახლის წევრთა შვილები იღებდნენ განათლებას.

1897 წელს მეფე მვანგა ბრიტანელებს აუჯანყდა, მაგრამ იმპერიამ აჯანყება ჩაახშო და 1899 წელს მვანგა II ომუკამა კაბალეგასთან ერთად სეიშელის კუნძულებზე გადაასახლა. ბრიტანელი მოხელეების, ნუბიელი ჯარისკაცებისა და ბუგანდელი კოლაბორაციონისტების მცდელობის შემდეგ მეფეს მვანგას 3 წლის ვაჟი დანიშნეს.[7] შემდეგში გაფორმდა ბუგანდის შეთანხმება (1900), რომლის მიხედვითაც ბუგანდა ოფიციალურად ბრიტანეთის კოლონიად გამოცხადდა.

1897 წელს ნამირემბეს ბორცვზე ბრიტანელი ექიმისა და მისიონერის, სერ ალბერტ რასკინ კუკის ხელმძღვანელობით პირველი დასავლური სამედიცინო ჯანდაცვის მქონე მენგოს საავადმყოფო აშენდა. 1913 წელს დოქტორ ალბერტ კუკის ხელმძღვანელობით კიდევ ერთი საავადმყოფო აიგო, ამჯერად მულაგოს ბორცვზე, დღევანდელი ეროვნული რეფერალური საავადმყოფო.

გეოგრაფია

რედაქტირება

ქალაქ კამპალას ფართობია 189 კმ², საიდანაც 176 კმ² ხმელეთს, ხოლო 13 კმ² წყალს უკავია. კამპალა მთიანი ადგილია, რომლის ხეობები მდორე მდინარეებითა და ჭაობებითაა სავსე. ქალაქის უმაღლესი წერტილი 1 311 მეტრის სიმაღლის კოლოლოს ბორცვი, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ქალაქის უდაბლესი წერტილი ზღვის დონიდან 1 135 მეტრის სიმაღლეზეა და ვიქტორიას ტბის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს.

ბორცვები

რედაქტირება

კამპალა თავდაპირველად შვიდ ბორცვზე გაშენდა, თუმცა შემდეგში უფრო მეტი ბორცვი მოიცვა. თავდაპირველი შვიდი ბორცვი იყო: ძველი კკამპალის ბორცვი, რომელზეც ბრიტანელი კოლონისტების პირველი დასაყრდენი, ლუგარდის ბორცვი მდებარეობდა. მეორე მენგოს ბორცვი იყო, რომელიც ბრიტანეთის კოლონიური მმართველობის დასაწყისში ბუგანდის სამეფოს დედაქალაქი (კიბუგა) იყო. მესამე, კიბულის ბორცვზე კიბულის მეჩეთი მდებარეობს. მეოთხე, ნამირემბეს ბორცვი, რომელიც 1888-1892 წლებში ბუგანდის რელიგიური ომების დროს ანგლიკანური ფრაქციის დასაყრდენს წარმოადგენდა და იქ მდებარეობდა ნამირემბეს ანგლიკანური საკათედრო ტაძარი. მეხუთე, ლუბაგის ბორცვზე ზემოთ ხსენებული რელიგიური ომების დროს თეთრი მამების კათოლიკური ფრაქცია იყო განლაგებული და ლუბაგის კათოლიკური საკათედრო ტაძარი მდებარეობდა. მეექვსე, ნსამბიას ბორცვზე ადრე ნსამბიის წმ. პეტრეს საკათედრო ტაძარი მდებარეობდა. მეშვიდე, ნაკასეროს ბორცვზე ძველი იმპალის ფორტიდან, ლუგარდიდან ბრიტანელების ადგილმდებარეობის შეცვლის შემდეგ ნაკასეროს ფორტი ააგეს და ბრიტანული სამხედრო დანადგარები განათავსეს. ბორცვზე განლაგებული იყო ევროპული საავადმყოფოც (დღევანდელი სამთავრობო ანალიტიკური ლაბორატორია საჯარო სამსახურების სამინისტროს შტაბ-ბინის მოპირდაპირედ).

ჭაობები და მდინარეები

რედაქტირება

კამპალის ბორცვოვანი მდებარეობისა და ტროპიკული კლიმატის გამო ველებზე მდორე მდინარეები და ჭაობები უხვადაა, რომლებიც სამხრეთიდან ჩრდილოეთით ვიქტორიას ტბისკენ მიედინებიან. კამპალის სახმელეთო სივრცის 15% სწორედ სეზონურ და მუდმივ ჭაობებს უკავია, რომელთა შორსაა: კინავატაკის ჭაობი/მდორე მდინარე, რომელიც 1.5 კმ²-ის ფართობს იკავებს, ნაკავის დანაყოფში მდებარეობს და ვიქტორიის ტბისკენ მიედინება.[8] ნაკივუბოს ჭაობი/ მდორე მდინარე, რომელსაც 5.29 კმ² ფართობი უკავია, 9 კმ სიგრძისა, მაკერერეს მთისწინეთში მდებარეობს და სამხრეთით ვიქტორიის ტბისკენ მიედინება.[8][9] ლუბიგის ჭაობი/მდორე მდინარე 2.85 კმ²-ის ფართობს იკავებს და კისაასის მთისწინეთიდან მაიანჯას მდინარისკენ მიედინება.[8] სხვა ჭაობებს შორის აღსანიშნავია კანსანგისა და კეიტინდის ჭაობი/მდორე მდინარეები.

მცენარეულობა

რედაქტირება

ჭარბტენიანი ტერიტორიებითა და ბორცვებით გამორჩეული ჰაბიტატების მრავალფეროვნების გამო ბორცვები ბალახებით, სპილოს ბალახით (Pennisetum purpureum Schumach), Cyperus papyrus-ითა, აფრიკული წყლის ლილიებით და ა.შ. არის დაფარული. ჭაობებსა და მარადმწვანე ტყეებში კი აფრიკული ზეთისხილი (მპაფუ) და Ficus natalensis გვხვდება.[10]

გეოლოგია

რედაქტირება

კამპალა მდებარეობს აღმოსავლეთ აფრიკის პლატოზე, აღმოსავლეთ აფრიკის რიფტსა და ტანზანიის კრატონის ჩრდილოეთ საზღვარს შორის.

კამპალის კლიმატი სუბეკვატორიალურია, შერბილებული ზღვის დონიდან ქალაქის საკმაოდ მაღალი სიმაღლით. არსებობს ორი ნოტიო სეზონი (გამოკვეთილი — მარტი-მაისი და არაგამოკვეთილი — აგვისტო-დეკემბერი) და ორი მოკლე მშრალი სეზონი (იანვარი-თებერვალი და ივნისი-ივლისი). ქალაქში წლის საშუალო ტემპერატურის მაქსიმუმი მერყეობს 25 °C-დან ივნის-აგვისტოში 28 °C-მდე იანვარ-თებერვალში, ხოლო წლის საშუალო ტემპერატურის მინიმუმი მერყეობს შესაბამისად 18-16 °C დიაპაზონში. აბსოლუტური მინიმუმი შეადგენს 12 °C-ს, ზოგჯერ კამპალას აღწევს გაცხელებული ჰაერის მასები უდაბნოდან და მაშინ ტემპერატურა შეიძლება აიწიოს +36 °C-მდე.

მოსახლეობა

რედაქტირება

2002 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 1 189 150 ადამიანს, ხოლო 2014 წლის აღწერის მონაცემებით 1 516 210 ადამიანს[11][12].

კამპალას მოსახლეობა მრავალი ეთნიკური ჯგუფისგან შედგება, თუმცა ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფის — განდას ხალხი შეადგენს მოსახლეობის 60 %-ზე მეტს. ქალაქის ეთნიკური შემადგენლობა განისაზღვრება პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორებით. წარმოშობით ჩრდილოეთ უგანდელი მილტონ ობოტეს და იდი ამინის მმართველობის დროს ჩრდილოეთ უგანდიდან კამპალაში დასახლდა იქაურების მნიშვნელოვანი რაოდენობა 1950-იანი წლებიდან 1980-იანი წლების შუა პერიოდამდე. მათი უმრავლესობა მსახურობდა დედაქალაქის და მასთან ახლომდებარე ტერიტორიაზე მდებარე შეიარაღებული ძალებისა და მილიციის ყაზარმებში. 1986 წელს ობოტეს გადადგომის შემდეგ ბევრმა ჩრდილოელმა უგანდელმა დატოვა ქალაქი. ამავე დროს, დიდი რაოდენობით დასავლელი უგანდელი, განსაკუთრებით ნკოლეს ხალხი, რომლებსაც საკმაო რაოდენობა უკავია იოვერი მუსევენის ახალ მთავრობაში, გადმოსახლდა დედაქალაქში.[13]

მსხვილი ქალაქების ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ხალხებს შორის ქორწინება უგანდაში ჯერ კიდევ არ არის ჯეროვნად გავრცელებული. თუმცა კამპალაში დაბადებული და გაზრდილი ბევრი მაცხოვრებელი ჯერ კიდევ იხსენებს საკუთარ ტომობრივ წარმომავლობას და ლაპარაკობს საკუთარი წარმომავლობის ტომის ენაზე. ეს გამსაკუთრებით იგრძნობა გარეუბნებში, სადაც ბევრ სხვადასხვა ენებთან ერთად ისმის ინგლისური, სუაჰილი და ლუგანდა. განდას და ნკოლეს ხალხთან ერთად ქალაქში ასევე ცხოვრობენ სხვა ეთნიკური ჯგუფები, კერძოდ: სოგა, ბაფუმბირა, ტორო, ჩიგა, ალური, გისუ, ნიორო, ტესო, ლანგო და აჩოლი.[14]

ქალაქი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური, კულტურული, ფინანსური და სავაჭრო ცენტრია. ქალაქის ტერიტორიაზე მოქმედებს მაკერერეს უნივერსიტეტი, უგანდის მუზეუმი (მათ შორის მუსიკალური ინსტრუმენტების უნიკალური კოლექცია), არქეოლოგიური კვლევის ცენტრი, ეროვნული თეატრი, ნელსონ მანდელას სახელობის ეროვნული სტადიონი, გრაციოზული ხელოვნების სკოლა, მხატვრული გალერეა, წმინდა პავლეს ტაძარი, ბუგანდის მმართველთა საფლავი.

ქალაქში მდებარეობს უგანდის ყველაზე უფრო დიდი მეჩეთი — „კადაფის“ მეჩეთი.

ეკონომიკა

რედაქტირება

ქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიზნით მძიმე მრეწველობის ქალაქის ცენტრალური ბიზნეს-რაიონიდან 4-ის მოშორებით, ნამავანეში, მუკონოს რაიონში, კამპალის ბიზნეს და სამრეწველო პარკში გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს.[15] იმ ბიზნეს კომპანიებს შორის რომელთაც სათავო ოფისები ქალაქის ცენტრში აქვთ, არიან: უგანდის 25 კომერციული ბანკი, New Vision Group - მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი წამყვანი საინფორმაციო მედია კონგლომერატი; და Daily Monitor გამომცემლობა, რომელიც კენიაში დაფუძნებული Nation Media Group-ის წევრია. Air Uganda-ის შტაბ-ბინა კამპალაში, კოლოლოს ბორცვზე მდებარეობს.[16] Crown Beverages Limited ნაკავაში, ქალაქის ცენტრიდან 5 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.[17]

კამპალის GDP-ის მნიშვნელოვანი ნაწილი არაოფიციალურ სექტორზე მოდის. მოქალაქეები, რომლებიც ოფიციალურ სექტორში არიან ჩართული, მეტი შემოსავლის მიღების მიზნით არაოფიციალურ სექტორშიც მუშაობენ, როგორებიცაა ტაქსების გაქირავება და ურბანული სოფლის მეურნეობა. უკანასკნელ წლებში კამპალის ჭარბტენიანი ტერიტორიების ურბანული ფერმერობისთვის გამოიყენების მაჩვენებლები გაიზარდა, რაც არაოფიციალურ სოფლის დასახლებებს ქალაქის მეტად ინდუსტრიალიზებულ ნაწილებთან აკავშირებს. ჭარბტენიან ტერიტორიებზე მოყვანილი პროდუქტი ურბანულ სივრცეებში იყიდება.[18] კამპალის მოსახლეობის 30% ურბანული სოფლის მეურნეობითაა დაკავებული. ამ სფეროს განვითარებისთვის ნაკავის დანაყოფში 13 ჰექტარი მიწაა გამოყოფილი.[19]

2015 წელს კამპალაში Google-მა პირველი Wi-Fi ქსელი გაიყვანა.[20]

განათლება

რედაქტირება
 
Makerere University

კამპალაში განათლების მისაღებად არაერთი საჯარო და კერძო სკოლამდელი, დაწყებითი, საშუალო, ტექნიკური და სხვა სასწავლო დაწესებულებები მდებარეობს. სკოლამდელი განათლების დაწესებულებები კამპალის სხვადასხვა სამეზობლოში მდებარეობს და განათლებისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. დაწყებითი და საშუალო სკოლები სამრევლოებში უმეტესად კერძო საკუთრებაშია, ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაშია, ზოგიერთი კი ქალაქის განათლების დირექტორიისა და განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ იმართება.[21] მაკერერეს უნივერსიტეტი უგანდის უძველესი (დაარსდა 1922 წელს) და უდიდესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა.

ტრანსპორტი

რედაქტირება
 
Taxi station at Kampala
 
Pioneer buses (2020)

კამპალაში ფუნქციონირებს ენტებეს საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ქვეყნის უდიდესი აეროპორტია.

ქალაქის ფარგლებსა და მის გარეთაც პოპულარული სატრანსპორტო საშუალებაა ბოდა-ბოდა (მოტოციკლეტები). ფასები 1000-დან 2000-მდე უგანდურ შილინგს შორის მერყეობს. ბოდა-ბოდები მოსახერხებელი სატრანპორტო საშუალებებია პიკის საათის დროს გადასაადგილებლად, თუმცა ბევრი მათგანი ძველი, ცუდად აღჭურვილი და სახიფათოცაა.[22]

2007 წელს კამპალაში ტაქსების ტევადი საზოგადოებრივი ავტობუსებით ჩანაცვლება გადაწყვიტეს (კამპალაში ტაქსი აღნიშნავს 15 ადგილიან მიკრო ავტობუსებს). ავტობუსებმა კამპალის მეტროპოლიტური სივრცე: მუკონო, მპიგი, ბომბო, ენტებე, ვაკისო და გაიაზა უნდა მოიცვას. 2011 წლის დეკემბრისთვის პროექტი ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული.[23] 2012 წლის 12 აპრილს დედაქალაქში Pioneer Easy Bus Company-მ დაიწყო ფუნქციონირება, რომელიც 100 სამოცი ადამიანსითვის (30 დასაჯდომი და 30 დასადგომი ადგილი) განკუთვნილ ავტობუსს ფლობა, რომელიც ჩინეთისგან შეიძინეს.[24][25] ავტობუსები 24 საათის მანძილზე ოპერირებდნენ. 2014 წელს მთავრობის ახალი გეგმით კამპალაში ჩქაროსნული ავტობუსების დანერგვა გადაწყვიტეს.

2014 წელს უგანდის პრეზიდენტმა იოვერი მუსევენიმ და ჩინურმა სატრანსპორტო კომპანიამ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც კამპალაში მსუბუქი სარკინიგზო სისტემის დანერგვას ითვალისწინებდა, რომლის მსგავსიც ცოტა ხნით ადრე ადის-აბებაში, ეთიოპიაში დასრულდა. 2016 წელს ნამანვესა და კამპალას შორის რიფტის ხეობის სარკინიგზო კონსორციუმი გაიხსნა.

თაყვანისცემის ადგილები

რედაქტირება

სალოცავ ადგილებს შორის კამპალაში უმეტესწილად ქრისტიანულ ტაძრები და ეკლესიები მდებარეობს: კამპალის რომის კათოლიკური არქიეპარქია, უგანდის ტაძარი (ანგლიკანური ტაძარი), უგანდის პრესვიტერიანული ტაძარი, უგანდის ბაპტისტური კავშირი და სხვ.[26] დედაქალაქში რამდენიმე მუსლიმური მეჩეთიც მდებარეობს.

კამპალაში მდებარეობს ბაჰაისტური ტაძარიც, რომელიც აფრიკის დედა ტაძრის სახელითაა ცნობილი და კიკაიის ბორცვზე მდებარეობს. ტაძარი 1961 წელს აიგო.[27]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://www.ubos.org/wp-content/uploads/publication/09_2019Final_2020_21_LLG_IPFs_Sept_2019.pdf[მუდმივი მკვდარი ბმული]
  2. Wang, Xuantong; Rafa, Mickey; Moyer, Jonathan D.; Li, Jing; Scheer, Jennifer; Sutton, Paul (16 January 2019). „Estimation and Mapping of Sub-National GDP in Uganda Using NPP-VIIRS Imagery“. Remote Sensing (ინგლისური). 11 (2): 163. Bibcode:2019RemS...11..163W. doi:10.3390/rs11020163. ISSN 2072-4292.
  3. City Mayors: World's fastest-growing urban areas (1).
  4. Muhindo, Clare (2016-02-26). „Kampala Ranked Best City In East Africa“. New Vision. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-27. ციტირების თარიღი: 2019-08-27.
  5. Kampala: Origin of The Name. Myetymology.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 11 June 2014.
  6. Journal of the Discovery of the Source of the Nile. Harper (1864).
  7. The betrayal and capture of Mwanga and Kabalega en. ციტირების თარიღი: 2019-10-30
  8. 8.0 8.1 8.2 Gumm, Emily (2011-04-01). „The Use and Misuse of Wetlands in Kampala“. Independent Study Project (ISP) Collection.
  9. Nakivubo Channel, where good and bad meet en. ციტირების თარიღი: 2019-11-01
  10. Thomas, A. S. (July 1946). „The Vegetation of Some Hillsides in Uganda: Illustrations of Human Influence in Tropical Ecology. II“. The Journal of Ecology. 33 (2): 153–172. doi:10.2307/2256463. JSTOR 2256463.
  11. Citypopulation (უგანდის ქალაქების მოსახლეობა 2014 წლის აღწერის მიხედვით)
  12. Geohive (2014 წლის მოსახლეობის აღწერა)
  13. Jones, Ben (2 April 2009). „Museveni's Rule Has Divided Uganda“. London: The Guardian. ციტირების თარიღი: 11 June 2014.
  14. Ethnic Groups of Uganda. Cia.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 11 June 2014.
  15. Distance between Kampala Road and Namanve Industrial Park, Mukono, Central Region, Uganda. ციტირების თარიღი: 2019-08-27
  16. „Air Uganda Increases Flights To Dar“. New Vision. 2009-02-23. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-27. ციტირების თარიღი: 2019-08-27.
  17. Two decades of positive growth for Crown Beverages (14 October 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 თებერვალი 2016. ციტირების თარიღი: 3 February 2016.
  18. Isunju, John Bosco; Orach, Christopher Garimoi; Kemp, Jaco (2015-12-14). „Hazards and vulnerabilities among informal wetland communities in Kampala, Uganda“. Environment and Urbanization. SAGE Publications. 28 (1): 275–293. doi:10.1177/0956247815613689. ISSN 0956-2478.
  19. Wolfe, Jeanne M.; McCans, Sarah (June 2009). „Designing for Urban Agriculture in an African City: Kampala, Uganda“ (PDF). Open House International. 34 (2). ISSN 0168-2601. OCLC 311401512.
  20. „Google launches wi-fi network in Kampala, Uganda“. BBC News (English). 2015-12-04. ციტირების თარიღი: 2019-08-27.
  21. Education - KAMPALA CAPITAL CITY AUTHORITY | for a better City.
  22. Kagolo, Francis; Kariuki, Joseph (2008-08-24). „Deadly Ride: Boda Bodas Leading Cause of Hospital Casualties“. New Vision. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-27. ციტირების თარიღი: 2019-08-27.
  23. Semakula, John (2011-12-28). „Pioneer Easy Buses To Offer 24 Hour Service“. New Vision. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-27. ციტირების თარიღი: 2019-08-27.
  24. Muhairwe, Priscilla. (5 April 2011) Pioneer Easy Bus Set to Introduce Electronic Pay Buses. The Independent (Uganda). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 11 June 2014.
  25. Pioneer Buses Start Service, Taxi Strike Flops. Welcometokampala.com (12 March 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 11 June 2014.
  26. Melton, J. Gordon; Baumann, Martin (2010) Religions of the World: A Comprehensive Encyclopedia of Beliefs and Practices, 2nd, ABC-CLIO, გვ. 2920. ISBN 978-1-59884-204-3. OCLC 764567612. 
  27. Fifty years on, Uganda's Baha'i temple stands as a symbol of unity and progress – Bahá'í World News Service (BWNS) (18 January 2011).

ლიტერატურა

რედაქტირება

}}

|ref= CITEREFNave2010

  • T. Goodfellow and K. Titeca. (2012). ‘Presidential intervention and the changing ‘politics of survival’ in Kampala’s informal economy’, Cities, Vol. 29 (4).
  • Tom Goodfellow. ‘Urban planning in Africa and the politics of implementation: contrasting patterns of state intervention in Kampala and Kigali’, in: Arlt, V. and Macamo, E. and Obrist, B., (eds.) Living the City. Zurich: Lit Verlag, 2013.
  • (2014) „Urban Agriculture: a Response to the Food Supply Crisis in Kampala City, Uganda“, რედ. Basant Maheshwari: Security of Water, Food, Energy and Liveability of Cities: Challenges and Opportunities for Peri-Urban Futures. Springer, გვ. 233+. ISBN 978-94-017-8878-6.