აჩოლი — ხალხი რომელიც უგანდასა და სამხრეთ სუდანის აღმოსავლეთ ეკვატორიის შტატის დასავლეთ ნაწილში ცხოვრობს. ისინი აჩოლის ენაზე საუბრობენ. 2013 წლის მონაცემებით სამხრეთ სუდანში დაახლოებით 60 000 აჩოლი ცხოვრობს, ხოლო უგანდაში 1.6 მილიონი.

აჩოლი ბავშვები.

აჩოლების ხალხის ბელადებს ეწოდებათ რვოდი. ბელადი აერთიანებს რამდენიმე ნათესაურ კლანს. ტრადიციულად ითვლებოდა, რომ რვოდებს ზებუნებრივი ძალები ჰქონდათ, თუმცა გადაწყვეტილების მიღება უხუცესთა საბჭოზე ხდება. წარმომადგენელთა საბჭო განიხილავს კლანებს შორის წარმოქმნილ უთანხმოებებს.

საქორწილო რიტუალი ახალგაზრდა მამაკაცის მიერ გოგოს მხრიდან სიმპატიის მოპოვების მერე ნიშნობით გრძელდება. ნიშნობის დროს ახალგაზრდას გოგოს მამასთან მიაქვს მცირე გამოსასყიდ ხოლო ქორწილამდე მან მთლიანად უნდა გადაიხადოს პატარძლის ღირებულება, რომელიც როგორც წესი მსხვილფეხა ან წვრილფეხა საქონელია.[1]

აჩოლის ხალხს სწამს ერთი უმაღლესი ძალის ნიარუნბაგასი, რომელიც ადამიანის მოკვლას კრძალავს. მკვლელობის შემთხვევაში მსხვერპლის ოჯახი აწარმოებს სისხლის გამოსასყიდის რაოდენობაზე მოლაპარაკებას. ამის შემდეგ ტარდება მკვლელთან შერიგების რიტუალი. დღეისთვის აჩოლების უმეტესობა ქრისტიანია.

აჩოლების მიწა ნგომ კვარო არ ეკუთვნის ინდივიდებს და ზოგადად კლანის საკუთრებად ითვლება. მიწა გამოიყენება როგორც სოფლის მეურნეობის ასევე ნადირობისთვის, კლანებს შორის უთანხმოებებს აგვარებენ რვოდები.[2]

აჩოლები თავიდან ბაჰრ-ელ-გაზალში ცხოვრობდნენ, თუმცა XVII საუკუნეში სამხრეთით მიგრირდნენ და დღეისთვის უგანდის ერთ–ერთ უმსხვილეს ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Atkinson, Ronald Raymond (1994) The roots of ethnicity: the origins of the Acholi of Uganda before 1800. Kampala: Fountain Publishers. ISBN 9970-02-156-7.
  • Dwyer, John Orr (1972) 'The Acholi of Uganda: adjustment to imperialism'. (unpublished thesis) Ann Arbor, Michigan: University Microfilms International .
  • Girling, F.K. (1960) The Acholi of Uganda (Colonial Office / Colonial research studies vol. 30). London: Her majesty's stationery office.
  • Latigo, James, "The Acholi Traditional Conflict Resolution in Light of Current Circumstances:" National Conference on Reconciliation, Hotel Africana, Kampala, Law Reform Journal (Uganda Law Reform Commission), 4 September 2006)
  • Webster, J. (1970) 'State formation and fragmentation in Agago, Eastern Acholi', Provisional council for the social sciences in East Africa; 1st annual conference, vol 3., p. 168-197.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Acholi გვ. 1. Gurtong. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 3 Feb 2014.
  2. Mitigating Land Conflicts in Northern Uganda გვ. 9, Volume IV. URI & ARLPI, Supported by IFA/ZIVIK (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 3 Feb 2014.