მიხეილ კალატოზიშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან კალატოზიშვილი, მიხეილ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კალატოზიშვილი.

მიხეილ კალატოზიშვილი (კალატოზოვი) (დ. 28 დეკემბერი [ძვ. სტ. 15 დეკემბერი], 1903, თბილისი — გ. 26 მარტი, 1973, მოსკოვი) — ქართველი კინორეჟისორი. სსრკ სახალხო არტისტი (1969).

მიხეილ კალატოზოვი
დაბადების სახელი მიხეილ კალატოზიშვილი
დაბადების თარიღი 28 დეკემბერი, 1903
თბილისი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 26 მარტი, 1973 (69 წლის)
მოსკოვი, საბჭოთა კავშირი
საქმიანობა რეჟისორი, ოპერატორი, სცენარისტი
აქტიური 1960-1969
შვილ(ებ)ი გიორგი კალატოზიშვილი
მშობლები მამა: კონსტანტინე კალატოზიშვილი
ჯილდოები

ოქროს პალმის რტო

„მიფრინავენ წეროები“ (1958)

ბიოგრაფია

რედაქტირება

კარიერის დასაწყისში კალატოზიშვილი მუშაობდა ფირის დამწებებლად, კინომექანიკოსად, მძღოლად, ლაბორანტად, მემონტაჟედ, მსახიობად („სამი სიცოცხლე“, „ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე“), ოპერატორად („ორთქმავალი 1000ბ“, „გიული“), სცენარისტად („ბოშური სისხლი“), ოპერატორის ასისტენტად („ჯანყი გურიაში“). აქვეყნებდა წერილებს ჟურნალში „მემარცხენეობა“, რომლებშიც აქტიურად გამოთქვამდა აზრს კინოს შესახებ

კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი რეჟისორული ნამუშევარია ფილმი „მათი სამეფო“ (1928). შემდეგ გადაიღო ფილმი „ჯიმ შვანთე“ („მარილი სვანეთს“, 1930) - ნოვატორული, პოეტური ნაწარმოები, რომელშიც დოკუმენტური და მხატვრული კინოს სანახაობითი პრინციპები ერთმანეთშია შერწყმული. 1933 წელს კალატოზიშვილი შევიდა ლენინგრადის ხელოვნებათმცოდნეობის აკადემიაში. 1934-36 წლებში იყო სახკინმრეწვის დირექტორი.

სარეჟისორო მოღვაწეობას დაუბრუნდა 1939 (ფილმი „მამაცობა“). 1941 წელს დადგა ფილმი „ვალერი ჩკალოვი“. ფილმი „განწირულთა შეთქმულება“ შექმნილია ნ. ვირტას ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით (1950, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951). შემდეგი ეტაპი რეჟისორის შემოქმედებითს ბიოგრაფიაში იწყება კინოკომედია „ერთგული მეგობრებით“ (1954), რომელშიც ლირიკა და პოეტურობა ოსტატურადაა შერწყმული სატირასა და გროტესკთან. ფილმი „პირველი ეშელონი“ (1956) ეძღვნება საბჭოთა ახალგაზრდობის მამაცობასა და გმირობას. მსოფლიო აღიარება მოიპოვა კალატოზიშვილის ფილმმა „მიფრინავენ წეროები“ (1957, ოქროს პალმის რტო კანის XI საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1958). ფილმში, რომელიც ყველა დროის საუკეთესო საბჭოთა ფილმად გამოცხადდა, სრულყოფილად აისახა ომისა და მშვიდობის, სიყვარულისა და მეგობრობის, ახალგაზრდობის თემა. ტაიგაში დაღუპული გეოლოგების ჯგუფის ტრაგიკულ ამბავს ეძღვნება ფილმი „გაუგზავნელი წერილი“ (1960, ვ. ოსიპოვის მოთხრობის მიხედვით). უ. ნობილეს ჩრდილოეთ პოლუსის ექსპედიციის საბუთები დაედო საფუძვლად იტალია-სსრკ-ის ერთობლივ ფილმს „წითელი კარავი“ (1970, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1971). კალატოზიშვილი დაჯილდოებულია 3 ორდენითა და მედლებით.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Кремлев Г., Михаил Калатозов, М., 1964;

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება