იხტილა
იხტილა (ღრტილა, ღირტილა, ხრტილა) — სოფელი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ბარალეთის თემში.[1] მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, ზღვის დონიდან 1720 მ სიმაღლეზე. ახალქალაქიდან დაშორებულია 22 კილომეტრით.
სოფელი | |
---|---|
იხტილა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბარალეთი |
კოორდინატები | 41°33′12″ ჩ. გ. 43°32′34″ ა. გ. / 41.55333° ჩ. გ. 43.54278° ა. გ. |
ადრეული სახელები | ღრტილა |
ცენტრის სიმაღლე | 1720 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 978[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | სომხები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ისტორია
რედაქტირებასოფლის ძველი სახელწოდებაა ღრტილა. XI საუკუნის შუა ხანებში აქ დაბანაკდა მეფე ბაგრატ IV, რომელიც კლდეკარის ერისთავ ლიპარიტ IV ბაღვაშთან ბრძოლისთვის ემზადებოდა. ამავე საუკუნეში აქ გაიმართა მნიშვნელოვანი საეკლესიო კრება ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის რელიგიურ-დოგმატურ უთანხმოებათა გასარკვევად.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 978 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002 | 1258[2] | ||
2014 | 978 | 484 | 494 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 414.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 599.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 289.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.