ღრტილის კრება
ღრტილის კრება — საეკლესიო კრება ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის რელიგიურ-დოგმატურ უთანხმოებათა გასარკვევად. ჩვენამდე მოღწეულია ღრტილის კრების პოლემიკური ნაწილის აქტები.
გაიმართა სოფელ იხტილაში. ტრადიცია მას ბაგრატ III-ის სახელს უკავშირებს და X საუკუნის მიწურულით ათარიღებს. ამ დათარიღებას მხარს უჭერს კრების აქტებში დაცული ცნობა სომხეთის საპატრიარქო ქალაქ არგინას შესახებ. სხვა შეხედულებებით ის ბაგრატ IV-ის მიერ მოწვეულად ითვლება და დათარიღებულია 1046 წლით.
კრებაზე ქართველებსა და სომხებს შორის გაიმართა კამათი დოგმატიკის საკითხებზე, რის გამოც კრებამ საეკლესიო ხასიათი მიიღო. კამათის ინიციატორი იყო მარმაშენის სომხური მონასტრის წინამძღვარი სოსთენი, რომელმაც აჯობა ქართველებს მელქაძე წურწყაბელს, სასანო ყველელს, გრიგოლ აბუსერისძეს და გაბრიელ უკისძეს, მაგრამ იგი დამარცხდა იერუსალიმიდან ახლად დაბრუნებულ ქართველ ბერ ეფთვიმე გრძელთან. მსჯელობა ეხებოდა სამწმინდა გალობაში პეტრე მკაწვრალის მიერ ჩამატებულ ფორმულას „რომელიც ჩვენთვის ჯვარს ეცვი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ალექსიძე, ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 599.
- კეკელიძე, კ., „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“ ტ. 4, თბილისი, 1957